"დანახვა უნდა, ვინ არის მაჰათმა განდი"
"დიდ ჭექა-ქუხილს, როგორც წესი, ცისარტყელა მოჰყვება ხოლმე"

"მჯერა, ოპოზიციასა თუ ხელისუფლებაში მყოფი ყველა ქართველის გული ტკივილით არის სავსე"

"XX საუკუნის უდიდესი დისიდენტები საქართველოს პარლამენტში ისხდნენ"


საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის სტუმრობა გამორჩეული იმით იყო, რომ არაერთ სტუმართან ერთად მის მოხსენებასა და საპარლამენტო დებატებს რუსეთიდან ჩამოსული დელეგაციაც ადევნებდა თვალყურს. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერ რუსუდან კერვალიშვილს პრეზიდენტის გამოსვლისა და
საპარლამენტო დებატების შეფასება ვთხოვეთ:

- პრეზიდენტის, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა გამოსვლებში ამჯერად ბევრად მეტი სიბრძნე იყო, ვიდრე ოდესმე. მაღალი იყო დებატების ხარისხიც. იგრძნობოდა ურთიერთობის კულტურის მაღალი დონე. ოპონენტები სიფრთხილეს იჩენდნენ. მთავარი ის იყო, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების გამოსვლებში ხალხისადმი მეტი თანაგრძნობა გამოსჭვიოდა. პრეზიდენტის ანგარიშშიც და ოპოზიციის შეფასებებშიც მთავარი ნიშანსვეტი ადამიანები,
საზოგადოება იყო. ჩემი აზრით, პოლიტიკოსთა საქმიანობას აზრი არა აქვს, თუ ის ხალხისთვის სასიკეთო არ არის.

- პრეზიდენტის ანგარიში რუსულმა დელეგაციამაც მოისმინა. ალბათ, ესეც სიმბოლური დატვირთვის მქონე ფაქტი იყო.
- უპირველესად თვალში ის მომხვდა, რომ აშშ-ის ელჩი ბოლო წუთამდე სხდომათა დარბაზში იყო. ვფიქრობ, ასეთი დიდი ყურადღება და ინტერესი მრავლისმეტყველია.

რუსული დელეგაციის საქართველოს პარლამენტში ყოფნა არ ყოფილა ვინმეს გამოწვევა. არც პრეზიდენტისა და არც ოპოზიციის გამოსვლებში რუს ხალხზე კრიტიკული აქცენტი არ გაკეთებულა. პირიქით, ამ სხდომაზე საქართველომ შერიგებისკენ მოუწოდა ჩვენს ხალხებს. ის ფაქტი, რომ XX საუკუნის უდიდესი დისიდენტები საქართველოს პარლამენტში ისხდნენ და ინტერესით უსმენდნენ პრეზიდენტის გამოსვლას, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველო მაჰათმა განდის გზას ადგას. არ ვაჭარბებ. 

- მაჰათმა განდის გზას რომ შევუდგეთ, ქართველი მაჰათმა განდიც უნდა გვყავდეს.
- დანახვა უნდა, ვინ არის მაჰათმა განდი. მას მე მხოლოდ ერთ პიროვნებაში არ ვხედავ. ჩემთვის  მაჰათმა განდია ყველა ის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სამშობლო უყვარს. ჩემთვის მაჰათმა განდია ყველა ის ქართველი, რომელიც მშობლიურ  მიწაზე არ დაბადებულა, მაგრამ საქართველოსთვის უცემს გული, ვისაც უხარია საქართველოს ერთიანობა და დამოუკიდებლობა. მჯერა, ოპოზიციასა თუ ხელისუფლებაში მყოფი ყველა ქართველის გული ტკივილით არის სავსე.
ოპონენტების განსხვავებულ აზრს პატივი უნდა ვცეთ და გავაცნობიეროთ, რომ ყველას ფიქრი საქართველოს ბედნიერი, ღირსეული მომავლისკენ არის მიმართული. საქართველო, ალბათ, არასოდეს იქნება ძალიან მდიდარი, მაგრამ ის უსათუოდ იქნება ისეთი ქვეყანა, სადაც ყველას ღირსება დაცული იქნება. 

- მინდა გკითხოთ იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ჭექა-ქუხილს წინასწარმეტყველებენ საქართველოში.

- დიდ ჭექა-ქუხილს, როგორც წესი, ცისარტყელა მოჰყვება ხოლმე. ღმერთმა ქნას, ყველამ ერთად გავიაროთ ცისარტყელაში და უთუოდ მივალთ დამოუკიდებელ, თავისუფალ და ბედნიერ საქართველომდე.
Alex
05 მარტი 2010 18:10
საქართველოს ინდირა განდი თქვენ ბრძანდებით ქალბატონო რუსუდან! თქვენისთანა პიროვნებები გადაარჩენენ ამ ქვეყანას, ქალბატონო რუსუდან!
ლევან კალანდია
05 მარტი 2010 14:13
მე თუ მკითხავთ დანახვა უნდა ვინ არის მაჰათმა განდი და ვინ ტერიტორიების დამკარგავი,ვინ არის რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი და ვინ პატრიოტი,
nato
05 მარტი 2010 09:46
საქართველო ძალიან მდიდარი როგორ იქნება, ცენტრპოინტიდან ხალხის ფულები სულ წაიღე დააა... რამდენი ადამიანი გყავს გადაგდებული? მარტო შენ და შენი ოჯახი იქნებით ძალიან მდიდრები.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები