”იმედია, გვარამიას ესმის, რომ საკუთარ საქციელზე პასუხს აგებს” - 2-ომ-ტრიალი ”რუსთავი 2”-ში
09-11-2015
”იმედია, გვარამიას ესმის, რომ საკუთარ საქციელზე პასუხს აგებს” - 2-ომ-ტრიალი ”რუსთავი 2”-ში
ქიბარ ხალვაში: ”ცუდია, თუ უსუფაშვილი თვლის, რომ დღის წესრიგი სააკაშვილის სცენარით მიმდინარეობს”

ზაალ უდუმაშვილი: ”შენობის გარეთ რა მოხდება, პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ”


სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძო­ლა თუ კონკრეტული ჯგუფის ბოლო პოლიტიკური ბასტიონი? - ეს კითხვა ”რუსთავი 2”-ში მიმდინარე პროცესების ფონზე, უკვე მერამდენე კვირაა ქვეყანაში აქტუალობას არ კარგავს. საკითხს­ ისიც ამწვავებს, რომ ტელეკომპანიის ირგვლივ მოვლენები, ფაქტობრივად, ყოველდღიურად იცვლება: სამოქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სარჩელი დააკმაყოფილა და მას ტელეკომპანიის 100%-იანი წილი მიაკუთვნა, თუმცა თამაზ ურთმელიძის
გადაწყვეტილება­ დაუყოვნებლივ ვერ აღსრულდა - საკონსტიტუციო სასამართლომ ”რუსთავი 2”-ის სარჩელის დაკმაყოფილებით, დაუყოვნებლივი აღსრულების მუხლის მოქმედება შეაჩერა და ტელეკომპანიას შესაძლებლობა მისცა, სამოქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება­ ზედა ინსტანციებშიც გაესაჩივრებინა­. ”რუსთავი 2”-ის უკვე უფლებაშეჩერებუ­ლი დირექტორი ნიკა გვარამია დავ­ის­ არჩევნებამდე გაჭიმვაზეც კი ღიად საუბრობდა,­ რომ მოულოდნე­ლად ცნობილი გახდა -
ურთმელიძემ ტელეკომპანიას ახალი დროებითი მენეჯმენტი, დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაუნიშნა...

(იხილეთ ასევე: "ყოფილი პროკურორის ვნებები და ნამდვილი ხალხი" - რას წერს ირაკლი კაკაბაძე "რუსთავი 2"-ზე)

”ჟურნალისტებს მივმართავ, დაფიქრდნენ...”


დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა­ ”რუსთავი 2”-ის დროებითი მმართველების რანგში პირველი გადაწყვეტილება გაახმაურეს - ისინი ტელეკომპანიაში მისვლასა და მოვალეობის შესრულებას მხოლოდ მას შემდეგ აპირებენ, რაც საქალაქო სასამართლოს შესაბამისი განჩინება გასაჩივრების ყველა ეტაპს გაივლის. დეტალებზე ”კვირის პალიტრა” ”რუსთავი 2”-ის დამფუძნებელს დავით დვალს დაუკავშირდა:
- ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშთან მძიმე საუბარი გვქონდა, ჩვენ შორის თავიდანვე გარკვეული იყო, რომ კომპენსაციაზე თანახმა არ ვიქნებოდი.
კუთვნილი კომპანია უკანონოდ წამ­ართვეს. ჩემი მიზანი, პირველ რიგში, სამართლიანობის აღდგენაა.

ასე რომ, სხვა საკითხები ქიბარსა და ჩემ შორის არც განხილულა. საბოლოოდ, პარიტეტული მართვა შემომთავაზეს, რაც წილების თანაბრად გაყოფასა და გადაწყვეტილების შეთანხმებულად მიღებას გულისხმობს. ბუნებრივია, ტელევიზიის მომავალ გეგმებზეც ვისაუბრეთ. ყველა ვთანხმდებით, რომ ”რუსთავი 2” ყოველგვარი პოლიტიკური­ გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს.

- სასამართლო დავა ჯერ არ დასრულ­ებულა, ამიტომ, გაუგებარია, წინასწარ რატომ­ იყოფდით ჯერ კიდევ თეორიულ წილებს ან რატომ იყავით დარწმუნებული, რომ სასამართლო დროებით მმართველებად აუცილებლად დაგნიშნავდათ?
- ჩვენ ვთქვით, რომ ტელეკომპანიაში მას შემდეგ მივალთ, რაც საქალაქო სასამ­ართლოს შესაბამისი განჩინება გასაჩივრების ყველა ეტაპს გაივლის. =გვესმის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ პირველი ეტაპია და არა საბოლოო გამარჯვება. ბუნებრივია, წილებზე მხოლოდ თეორიულად ვსაუბრობდით, მფლობელები კი, ჯერ ისევ ძმები ყარამანიშვილები არიან. ქიბართან კონტაქტი განსაკუთრებით მას შემდეგ გავააქტიურე, რაც ”რუსთავი 2”-თან ბარიკადების აღმ­ართვისა და ძალადობის თემამ გაიჟღერა. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, რომ პროცესი სტაბილურად წარვმართოთ. რაც მთავარია, ამ დავაში ტელეკომპანიის თანამშრომლები არ უნდა დაზარალდნენ.

- ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ ის საკუ­თარი ნებით ტელევიზიის დატოვებას არ აპირებდა, თქვენ კი აღნიშნეთ, რომ პოლიციის დახმარებით კომპანიაში არ შეხვალთ...
- ფაქტია, რომ ნიკა გვარამია და მისი ჯგუფი ”რუსთავი 2”-ს ბოლო ბასტიონად განიხილავს, ამიტომ არაფერს გამოვრიცხავ. ეს ბრძოლაა, სადაც ჩვენი მხარე მხოლოდ მშვიდობიანად იომებს. შევეცდები ”რუსთავი­ 2”-ის უფლებაშეჩერებულ მფლობელებსაც შევხვდე. მოგეხსენებათ, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მათ ფინანსურ ანგარიშებთან ურთიერთობა შეეზღუდათ, ამიტომ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა აუცილებელია. ყოველ შემთხვევაში, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მშვიდობიან გარემოში ვიმოქმედებთ.

- საკადრო გადაწყვეტილებებზეც უკვე იმსჯელეთ? ნიკა გვარამია დროებით მმართველებს ახალი გენერალური­ დირექტორის თანამდებობაზე ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურას გთავაზობთ.
- გარკვეულ საკითხებზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ. ალბათ, ცვლილებები ფინანსურ განყოფილებასა და დაცვის თანამშრომლებს­ შეეხებათ, რომლებიც, როგორც გაირკვა, ყოფილი სპეცრაზმელები არიან. სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ყველაფერს მოვლენების განვითარება გვაჩვენებს. ჟურნალისტებს კი მივმართავ, დაფიქრდნენ იმ რეალობაზე, რაც ტელევიზიაში ვიღ­აცებმა დახატეს - პარალელი გაავლეთ იმასთან, რაც მე და ჯარჯი აქიმიძემ თავის­ დროზე გავაკეთეთ. შესაძლებლობის მიუხედავად, ბრძოლაში ჟურნალისტების­ ჩართვა არ ვიკადრეთ, რადგან ისინი ჩვენთვის ყველაზე დიდ ფასეულობას წარმოადგენენ.

”იმედია, გვარამიას ესმის, რომ საკუთარ საქციელზე პასუხს აგებს”

”დაუშვებელია, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება წარიმართოს სააკაშვილ-ხალვაშის სცენარით” - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ წესების გარეშე ბრძოლაში სასამართლოების ჩათრევა დაუშვებელია.
ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ ის უფლ­ებაშელახული ბიზნესმენია და პოლიტიკურ დღის წესრიგთან კავშირი არ აქვს:

- ბევრჯერ მითქვამს, ხელისუფლებას რომ ჩემი საკუთრების უფლება ადარდებდეს, 3 წელია ამ ხელისუფლების პირობებში (წინა ხელისუფლების დროსაც) პროკურატურას ჩემი საჩივრები, მათ შორის, ”რუსთავი 2”-ის საქმე უდევს და რა? ამიტომ გადავწყვიტე, სანამ ჯერ კიდევ ხანდაზმულობის ვადა არ დამდგარა, სამართლიანობის მისაღწევად სასამართლოსთვის მიმემართა. ვინ უნდა გამამტყუნოს ამაში? რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილებას, ეს საზოგადოებამ განსაჯოს - ვფიქრობ, საზოგადოების განწყობას ყველანი კარგად ვგრძნობთ. ჩვენი ბრძოლა კი, ყველა ეტაპზე იყო, არის და იქნება მხოლოდ სამა­რთლებრივი. ამიტომ ვამბობ, რომ თუნდაც მხოლოდ ამ გზით სიარუ­ლის გამო ვარ გამარჯვებული, ოდე­სის გუბერნატორისა და მისი თანამზრახველებისგან განსხვავებით, რომელთა გზაც ყოველთვის ძალადობა, დაშინება და შანტაჟი იყო.

- პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა,­ რომ დაუშვებელია ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი სააკაშვილ-ხალვაშის სცენარით წარიმართოს.
- პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შემფასებლადაც არ გამოვდგები.­ მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია - ჩემი სცენარით ქვეყნის პოლიტიკური სცენარი არ იმართება.
პარლამენტის თავმჯდომარე­ ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობ­ის პირია­ და ქვეყნის პოლიტიკური განვითარების სცენარის წერაც მას ევალება. ცუდია, თუ ის თვლის, რომ ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი სააკაშვილის სცენარით მიმდინარეობს. საზოგადოების უმთავრესი დაკვეთა იყო და არის სამართლიანობის აღდგენა.
ეს საკითხი სწორედ პოლიტიკოსებმა,­ მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გადაჭრან. პირადად მე, მხოლოდ უფლებაშელახული ბიზნესმენი ვარ, რომელიც საკუთარი უფლებების აღდგენას ცდილობს.

- განაცხადეთ, რომ სააკაშვილი პროცესს ოდესიდან მართავს და ვითარების არევას ცდილობს. როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება? ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ თავისი ნებით ”რუსთავი 2”-ს არ დატოვებდა.
- გამოქვეყნებული ჩანაწერებიდანაც კარგად ჩანს, რომ სააკაშვილი არეულობასა და დესტაბილიზაციაზე ოცნებობს. გვარამიასთვის კი არაერთხელ მითქვამს, რომ ნომინალური მმართველების მიერ დანიშნულ დირექტორთან საქმე არ მაქვს. ის ზრდასრული ადამიანია და იმედია, ესმის, რომ საკუთარ საქციელზე პასუხს თავად აგებს.

”ამ ბრძოლაში ხელისუფლებამ სასამართლოც გაწირა”

ნიკა გვარამიამ დროებით მფლობელებს­ ტელეკომპანიის ახალ გენერალურ დირექტო­რად ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურა შესთავაზა. იმის შესახებ, როგორ წარმოუდგენია დვალთან და საყევარიშვილთან თანამშრომლობა­ და გაგრძელდება თუ არა ტელეკომპანიისთვის ბრძოლა ქუჩაში, ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვ­ილი გვესაუბრება:

- ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, რომ პროცესი პოლიტიზებულია - ამაში ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებიც კი დარწმუნდნენ.
თავიდანვე პროცესი იმდენად პრიმიტიულად მიმდინარეობდა, რომ ჩემთვის, როგორც არაკვალიფიციური ადამიანისთვის, ყველაფერი ნათელი იყო - ურთმელიძის გადაწყვეტილება სახელმძღვანელოებში სამარცხვინო ლაქად ჩაიწერება. გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ ხმალ­ამოღებული ბრძოლა დაიწყო თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ, ”რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ ბრძოლაში სასამართლოც გაწირა. ქვეყნის დემოკრატიაც არაფრად ჩააგდეს.

- ნიკა გვარამიამ დროებით მმართველებს­ გენერალური დირექტორის პოსტზე თქვენი კანდიდატურა შესთავაზა. არსებული დაპირისპირების ფონზე, მათთან საქმიანი თანამშრომლობა­ როგორ წარმოგიდგენიათ?
- მათ განცხადებაში მიუთითეს, რომ ტელევიზიის თანამშრომლებს აბსოლუტურ თავისუფლებას მისცემდნენ და არც სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერეოდნენ. არ მაქვს­ მოლოდინი, რომ წინადადებას გაითვალისწინებენ, რადგან დღეს ყველა საკითხს მხოლოდ დროებითი მმართველები წყვეტენ­. მიუხედავად ხელისუფლების ზეწოლისა, ”რუსთავი 2”-ს არ დავთმობთ.­ ეს ჩვენი არხია და მისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ. უფლება წაგვართვეს, რომ სამართლებრივად ვიბრძოლოთ, ამიტომ ყველა მშვიდობიანი ხერხის გამოყენებით ვიმოქმედებთ.

- ”რუსთავი 2”-ის ეზოსთან კარვები გაშალეს. იმ ფონზე, როდესაც ორივე მხარე ტელეკომპანიისთვის ბრძოლას აანონსებს, რამდენად რეალურია მოვლენები ექსპრეზიდენტის მიერ სატელეფონო ჩანაწერებში გაჟღერებული სცენარით წარიმართოს?
- კარვები იმიტომ გავშალეთ, რომ ადამიანები აქ ღამეებს ათენებენ და გასათბობად სჭირდებათ. არ ვარ მომხრე, რომ პროცესები ქუჩაში გადავიდეს, მაგრამ შენობის გარეთ რა მოხდება, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ.

- პროვოკაციებს ვისი მხრიდან ელოდებით?

- ყოველგვარი პროვოკაციის თავ­იდან­ ასაცილებლად უშუალოდ ეზოდან კარვები ავაღებინეთ, თუმცა ვიმეორებ, გარეთ რა მოხდება, არავინ იცის და ამაზე პასუხს ტელეკომპანიის ჟურნალისტები არ აგებენ. ზოგადად, რაც მეტია წნეხი, ჩვენი გუნდი ბევრად მოტივირებულია ბრძოლისთვის. უბრძოლველად ტელეკომპანიის დათმობას არავინ აპირებს.

რუსუდან შელია

(იხილეთ ასევე: ”ეროსი ოქროს მოწმე იქნებოდა”)
redrum
10 ნოემბერი 2015 17:42
ზაალი კი არა ზალუპა ხარ.
giorgi
10 ნოემბერი 2015 14:50
რამეს რომ გაანადგურო უნდა არსებობდეს რუსტავი-2 ისეტივე თავისუფალი სიტყვის მთქმელია როგორც მე ჩინეთის იმპერათორი და რაც არ არსებობს როგორ გაანადგურებ შეწყვიტედ ეს არეულობა არაფრის გამო
giorgi
10 ნოემბერი 2015 14:35
რუსტავი-2 მიეცა შანსი განტავისუფლდეს სამარცხვინო მონობისგან იმედია გამოიყენებენ

რედაქტორის რჩევით