”ეროსი ოქროს მოწმე იქნებოდა”
09-11-2015
”ეროსი ოქროს მოწმე იქნებოდა”
”ეროსის ჰქონდა დათო დვალთან კომუნიკაციის სურვილიც, მაგრამ რატომღაც შეხვედრა ვერ მოხერხდა”

ეროსი კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრე ”რუსთავი 2”-ში წილის მოთხოვნას აპირებს


არსებობს ვერსია, რომ მედიამაგნატ ეროსი კიწმარიშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალება ”რუსთავი 2”-ს უკავშირდება. როგორც ცნობილია, ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანიაში კუთვნილ წილზე დავა 2009 წელს დაიწყო პროკურატურაში, თუმცა საქმე ადგილიდან არ დაძრულა.

(იხილეთ ასევე: "ყოფილი პროკურორის ვნებები და ნამდვილი ხალხი" - რას წერს ირაკლი კაკაბაძე "რუსთავი 2"-ზე)

ზურაბ კიწმარიშვილი, ეროსი კიწმარიშვილის ძმა:
- ის
ვერსია, რომ ”რუსთავი 2”-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები უკავშირდება ეროსის გარდაცვალებას, ბევრმა გამოთქვა და მათ შორის ისეთებმაც, რომლებიც სიტყვებს ჰაერში არ ისვრიან და არგუმენტებს ფაქტებით ამყარებენ. ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ შესაძლოა, არც იყოს სწორი ვერსია.
ეროსი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ის მართლაც ოქროს მოწმე იქნებოდა.
მან დავა წამოიწყო ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, დაკითხვაზეც იყო პროკურატურაში და ბევრი რამ განაცხადა. ვიცი, რომ ძალიან ელოდა, როდის დაიწყებოდა ღიად სასამართლო პროცესი ტელეკომპანიის გარშემო.

(იხილეთ ასევე: ”იმედია, გვარამიას ესმის, რომ საკუთარ საქციელზე პასუხს აგებს” - 2-ომ-ტრიალი ”რუსთავი 2”-ში)

პროკურატურაში მისი ჩვენება დევს და, სამწუხაროდ, მე არ მინახავს. მასში დეტალურად წერია, როგორ და რა ვითარებაში გაჩნდნენ ”რუსთავი 2”-ის ახალი მეპატრონეები.
დაკითხვის იქით აღარ წასულა საქმე და ყოველთვის ელოდა, რომ დადგებოდა მომენტი, როცა სხვა მოდავეები გამოჩნდებოდნენ. მას ჰქონდა დათო დვალთან კომუნიკაციის სურვილიც, მაგრამ რატომღაც შეხვედრა ვერ მოხერხდა. ახლახან ბატონმა ქიბარმა გადახდილ მილიონებთან დაკავშირებით ასეთი­ რამ თქვა: თანხა ვიღაცას მივეცი­, იმან სხვას და მერე მივიდა ეროსისთანო. ვინ სად რა მიიტანა, ვერ გეტყვით, მაგრამ ეროსიმდე არაფერი მისულა. ხალვაშს ჰგონია, რომ გადაიხადა, მაგრამ ამას დადასტურება სჭირდება. გადახდები და ყიდვა-გაყიდვა ოფიციალურად უნდა მომხდარიყო და დაფიქსირებულიყო, შემდგომში კითხვები რომ აღარ გაჩენილიყო.

- თქვენი ძმის სამართალმემკვიდრე, ალბათ, აპირებს პროცესებში­ ჩართვას და წილის მოთხოვნას.
- მისი სამართალმემკვიდრე გახლავთ ეროსის მეუღლე, ია. ის ამჟამად კონსულტაციებს გადის იურისტებთან. ვიცი, რომ აპირებს­ პროცესებში ჩართვას და იმ მოთხოვნების წამოყენებას, რასაც სხვა მეწილეები აყენებენ.

ნანა ფიცხელაური
shako
18 ნოემბერი 2015 08:39
sascauli xalxi xart pircavarbnili aferisti, iko kaci, da ra okros mocmeikneboda aferisti da nacionalebis rupori, naxet maestros ras uketebda mishas davalebit, au okros mocme agar aris, utvimoebi xart
meocnebe ixvi
11 ნოემბერი 2015 11:26
ისე ხალვაში არ უნდა იჯდეს გადასახადების დამალვისთვის? ხომ აღიარა უკვე უკანონოდ შევიძინე რუსთავი2-იო.
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
11 ნოემბერი 2015 11:16
გენიოსი აფერისტი იყო ცხონებული, მეტს ვერფერს ვიტყვი, არადა სათქმელი რამდენია. რამდენიიიიიიიიიი

რედაქტორის რჩევით