თეა წულუკიანი: ”თუ გამაგრდებიან, მაშინ...”
09-11-2015
თეა წულუკიანი: ”თუ გამაგრდებიან, მაშინ...”
ვინც ხელს შეუშლის, ან უარს იტყვის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებაზე, დაისჯება სისხლის სამართლის წესით! ეს არის აბსოლუტურად დემოკრატიული მიდგომა. ეს არ არის კუნთების ვარჯიში...

”რუსთავი 2”-თან დაკავშირებული პროც­ესები კინაღამ გადაფარა საქა­რთველოში­ აშშ-ის ელჩის, იან კელისა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუ­კიანის განცხადებებმა. ”აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია ”რუსთავი 2”-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუაღამეს განვითარებული მოვლენებით”, - აღნიშნული იყო ელჩის განცხადებაში.

ეს შენიშვნა­­ გაუგებარი აღმო­ჩნდა თეა წულუკიანისთვის:

”საჯარო რეესტრმა გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიიღო
5 ნოემბერს, 16 საათზე. 7-ის წუთებზე გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. იმის გამო, რომ სამუ­შაო საათები დასრულებული იყო, სასამართლოს გადაწყვეტილება­ საჯარო რეესტრმა 6 ნოემბერს, დილით აღასრულა. გადაწყვეტილების შუალედური, დროებითი ხასიათიდან გამომდინარე, კერძო კომპანიის დროებით მმართველებად დარეგისტრირდნენ დვალი და საყევარიშვილი. ამ დროებითი­ გადაწყვეტილების აღსრულება­ საჯარო რეესტრს
ევალებოდა.­ მეგ­ობრულად ვთხოვ აშშ-ის საელჩოს საქართველოში, განმიმარტოს,­ რას ნიშნავს ”შუაღამისას განვითარებული პროცესები” და ხელი დამიდოს იმ დოკუმენტზე, იმ პროცესზე, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა ღამით. მე პასუხს ველოდები. ის განცხადება, რომელიც აშშ-ის საელჩომ გააკეთა, არაპირდაპირ აკნინებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს, როგორც ინსტიტუტს”.

იუსტიციის მინისტრის ამ განცხადებას აშშ-ის ელჩის მოადგილე­ ნიკოლას ბერლინერი­ გამოეხმა­ურა: ”ნუ მოვახდენთ ფოკუსირებას ელჩის განცხადების დეტალებზე, არამედ ვიფიქროთ იმაზე, რომ საქართველოში ახლოვდება არჩევნები და ამ პროცესის წინ მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებული პროცესები კი მშვიდობიანად და დიალოგის რეჟიმში უნდა განვითარდეს”.
მინისტრი გამოეხმაურა ნიკა გვარამიასა და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების ბრალდებასაც, თითქოს სასამართლოს დადგენილებები, კერძოდ, ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებული საქმეები, იუსტიციის მინისტრის კაბინეტში იწერება.

თეა წულუკიანი:

”დასანანია, როდესაც ”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელს აქვს ამბიცია, თავი გაასაღოს საზოგადოებაში, თით­ქოს დამოუკიდებელია, მაშინ, როდესაც თავად იყო ”ნაციონალური მოძრაობის” განათლების მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, პროკურორი, გენპროკურორი. მას ჰგონია, წარსული გრძელდება, როდესაც მართლაც მის კაბინეტში და ადეიშვილის კაბინეტში სასამართლო გადაწყვეტილებები იწერებოდა. ეს ეპოქა 3 წლის წინ დამთავრდა, როდესაც მე ჩემი საპროკურორო უფლებამოსილებები დავუბრუნე პროკურატურას და მთავარ პროკურორს, როდესაც მოსამართლეები გავათავისუფლეთ იუსტიციის სამინისტროსგან. მართლაც რომ წერდეს, როგორც წარსულში (ღმერთმა დაგვიფაროს), იუსტიციის მინისტრი ან რომელიმე მინისტრი სასამართლოს გადაწყვეტილებებს,­ ალბათ, ჩემი სტრასბურგული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა ვქნა, მაქვს ამის ამბიცია, კიდევ უფრო კარგ გადაწყვეტილებებს დავწერდი, მაგრამ მე არა ვარ მოსამართლე, არ ვაპირებ, ვიყო მოსამართლის შემცვლელი და ეს უპასუხისმგებლო განცხადებები, პირველ რიგში, აზიანებს იმ მართლმსაჯულებას, რომელიც, როგორც იქნა, გათავისუფლდა”.

ამასთან, იუსტიციის მინისტრმა განმარტა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

”თუ დადგა აღსრულების პრო­ცესი და მავანმა - ”ნაციონალების” ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა თქვა, - მე გავმაგრდი­ და აბა, მოდით, თუ ბიჭები ხართო,­ ასეთ შემთხვევაში ჩვენ ისე მოვიქცევით, როგორც ეს მშვიდ, სტაბილურ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ სამყაროშია გაწერილი, ამ პროცედურას არ დავარღვევთ - გავუგზავნით წერილს გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ. ის აღასრულებს, ან იტყვის, რომ არ აღასრულებს. გავუგზავნით მეორედ... შემდეგ დაიწყება იძულე­ბითი აღსრულების პროცესი, რომელსაც თუ არ დაემორჩილება... ოღონდ იძულებითი აღსრულების პროცესი მოვედი-წაგიყვანე არ არის, ეს არის დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ ის არღვევს კანონს­ და ვიწყებ იძულებითი აღსრულების პროცესს. თუ ისევ უარყოფითად უპასუხებ, სისხლის სამართლის დამნაშავე ხდები, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ყველას მოვალეობაა! ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი, ვიდრე მას საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს,­ ძალაშია და ითვალისწინებს - ვინც ხელს შეუშლის, ან უარს იტყვის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებაზე, დაისჯება სისხლის სამართლის წესით! ეს არის აბსოლუტურად დემოკრ­ატიული მიდგომა. ეს არ არის კუნთების ვარჯიში”.


manana
10 ნოემბერი 2015 09:17
დიპლომატიური კორპუსის წარმომად,დგენლებო-ნუ ერევიტ სდაკარტველოს შიდა საკმეებსი.ეს ტკვენ არ გეხებატ.ნუ გგონიატ საკარტველო განვიტარებადი კვეყანა,მას უდიდესი კულტურა გააჩნია,ისეტი,რომ მსოფლიოს ხალხტა ისტორიაში ოკროს ასოებიტ არის შეტანილი.ეს კვეყანა გახლავტ ცივილიზაციის ერტ-ერტისაწყისი.არ დამიბლოკოტ,როგორც ხსირად.
კავკასიელი
09 ნოემბერი 2015 15:59
გვარამია ჰგავს ნარკომანს, რომელიც ნარკოტიკის ყიდვა გაყიდვით ან მოხმარებითაა დაკავებული თვალის ასახვევად მანქანაში ცოლს და შვილებს ჩაისვამს და ამოეფარება მათ. ამით ფიქრობს თვალი აუხვევს დაინტერესებულთ აი ხომ ხედავ მე ცოლშვილი მახლავს რას მაბრალებთო, ამ დროს ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშაა. ზუსტად ამას ჰგავს მისი გამოსვლა ნაც ბანდის მომხრეების მიტინგზე რუსთავი 2-ის ვითომ დასაცავად, ნეტა რა ესაქმება ამ პრანჭია ქიცინას. ყველაფრის მკადრებელია ეს თხა.
კავკასიელი
09 ნოემბერი 2015 10:37
გვარამია ჰგავს ნარკომანს, რომელიც წამლის საყიდლად რომ, მიდიოდა ან ჯიბეში ჰქონდა მანქანაში ცოლს და შვილებს ჩაისვამდა და ამოეფარებოდა მათ. ყველაფრის მკადრებელია ეს თხა.

რედაქტორის რჩევით