”მარგველაშვილი საკუთარი ნებით შენობის დატოვებას არ აპირებს” - როგორ გამოასახლებენ პრეზიდენტს?!
16-11-2015
”მარგველაშვილი საკუთარი ნებით შენობის დატოვებას არ აპირებს” - როგორ გამოასახლებენ პრეზიდენტს?!
თუ დავა ამ ჭრილში გაგრძელდა, შესაძლოა, საქმე სასამართლომდეც კი მივიდეს - წარმოიდგინეთ სასამართლო პროცესი, სადაც პრეზიდენტი და მთავრობა სახელმწიფო ქონებისთვის დაობენ

”პრეზიდენტის სასახლის ხარჯებმა წელიწადში 10 მილიონს გადააჭარბა, ყველაფერს აქვს საზღვარი...… მისი ჯიუტობა უკვე ცინიზმის გამოხატულებაა. ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება იმის მიუხედავად, მას სურს ეს თუ არა”, - ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, ამ კატეგორიული განცხადების პარალელურად, ავლაბრის რეზიდენციიდან პრეზიდენტის გამოსახლებაზე თითქმის ორწლიანი კამათი მთავრობაშიც ახალ ძალას იკრებს. უმრავლესობის წევრებიც
დარწმუნებით აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილს, ”კინაღამ თეთრ სახლზე დიდი” პრეზიდენტის სასახლის დატოვება და ათონელის ქუჩაზე გადასვლა უახლოეს მომავალში აუცილებლად მოუწევს.

როგორც ჩანს, პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა აძლევს თუ არა კანონმდებლობა დაინტერესებულ პირებს­ პრეზიდენტის რეზიდენციიდან იძულებით გამოყვანის შესაძლებლობას და რა მექანიზმი აქვს პროცესის შესაჩერებლად თავად
ქვეყნის მთავარსარდალს, ამ დეტალებში გარკვევა სამართალმცოდნეებთან ვცადეთ. სხვათა შორის, 2013 წლის 4 ნოემბერს პრეზიდენტის პოსტზე ახალარჩეულმა მარგველაშვილმა ქვეყნის პირველი პირის რანგში ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება გაახმაურა და ავლაბრის სასახლეში ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური­ უნივერსიტეტის განთავსებაზე ისაუბ­რა: ”პოლიტსაბჭოზე წამოვაყენე წინადადება, რომ შენობაში უნივერსიტეტი განთავსდეს. ამის შემდეგ მინისტრს, ქალბატონ თამარს ვესაუბრე და ერთად ჩამოვყალიბდით, რომ რეზიდენციაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი უნდა ამოქმედდეს, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან გაიხსნება... მიხარია, რომ ფული, რომელიც ბიუჯეტიდან დაიხარჯა აი, ასეთ ფეშენებელურ შენობაზე, ქართველ სტუდენტობასა და განათლებას მოხმარდება”.

ვახტანგ ძაბირაძე, კონსტიტუციონალისტი: ”საქართველოს­ კანონმდებლობის მიხედვით, სა­ხე­ლმწიფო ქონებას მთავრობა განკარგავს. ამიტომ შესაძლოა, პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოყვანის მიზნით მმართველმა გუნდმა ავლაბრის სასახლე ბიბ­ლი­ოთეკას, უნივერსიტეტსა თუ შინაარსობრივად მსგავსი ტიპის სხვა ორგანიზაციას სიმბოლურ ფასად გადასცეს. არც იმას გამოვრიცხავ, ეკონომიკურმა გუნდმა­ ის სოლიდურ თანხადაც გაყიდოს. ალბათ, მსგავსი სცენარის საბოლოო მიზანი შენობაში პრეზიდენტის ყოფნის უკანონოდ გამოცხადება იქნება, თუმცა აქ სხვა სამარ­თ­ლებრივი ფაქტორებიც უნდა გა­ვითვალისწინოთ - გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა ბრძანე­ბუ­ლება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ადგილსამყოფლად ავლაბარში მდებარე რეზიდენცია განისაზღვრა. ვერ გეტყვით, საკუთარი ინტერესების სამართლებ­რი­ვად გამართვას რომელი მხარე­ უფრო სრულყოფილად მოახერხებს, თუმცა ერთი რამ ნათელია - ყველაფერი მთავრობის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. მმართველი გუნდი მზად უნდა იყოს იმისთვისაც, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მისთვის პოლიტიკურად წამგებიანი იქნება, თანაც, თუნდაც შენობის გაყიდვის ან გაჩუქების შემთხვევაში, სანამ პრეზიდენტი რეზიდენციაში ცხოვ­რობს, შენობას სახელმწიფო დაცვის სამსახური იცავს. ამიტომ ხელისუფლებას იმაზე ფიქრიც მოუწევს, საკუთარი გადაწყვეტილების აღსრულება რა ფორმით უნდა უზრუნველყოს. ერთი სიტყვით, საკმაოდ არაორდინარული ვითარებაა, რომელმაც შესაძლოა ქვეყნის იმიჯი მნიშვნელოვნად დააზა­რა­ლოს”.

ლევან ალაფიშვილი, იურისტი: ”პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით ისე მიდის საქმე, გიორგი მარგველაშვილს იძულებულს გახდიან, სამართალდამცველებს მიმართოს, რომ მის მიმართ იძულების ან იძულების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყონ. დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით და მისი ჩადენისთვის სასჯელის მაქსიმალურ ზომად თავისუფლების ერთი წლით აღკვეთა განისაზღვრება. პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონის ციტირებას ვახდენ: ”ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით”.
ასე რომ, სამართლებრივად პრეზიდენტის გამოსახლება გონივრული გადაწყვეტილება არ იქნება. იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ, რადგან საქმე ქვეყნის მთავარსარდალს ეხება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გადაწყვეტილების მიმღები ამ ქვეყანაში პრეზიდენტი და მთავრობა, ქონებრივ საკითხებზე კი - სასამართლოა. თუ დავა აღნიშნულ ჭრილში გაგრძელდა, შესაძლოა, საქმე სასამართლომდეც კი მივიდეს - წარმოიდგინეთ სასამართლო პროცესი, სადაც პრეზიდენტი და მთავრობა სახელმწიფო ქონებისთვის დაობენ”. ბუნებრივია, ავლაბრის რეზიდენციის ირგვლივ განახლებული აჟიოტაჟის ფონზე გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა პასუხი პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მივიღეთ - მარგველაშვილი საკუთარი ნებით შენობის დატოვებას არ აპირებს.

რუსუდან შელია
glaxuna
19 ნოემბერი 2015 22:43

და რ ა ტ ო მ უნდა გამოვიდეს პრეზიდენტი-პრეზიდენტის სასახლიდან ?!

კრემლის სტრუქტურებიდან ახალი დ ი რ ე ქ ტ ი ვ ა მიიღო ,,მილიარდერმა,, გუბერნატორმა და მიტომ ?!

პრეზიდენტის სასახლე - ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ი ს სიმბოლოა !!!

და სწორად ეს,ხომ არ მოდის თვალში ,,რუსულ ელიტას,, და ...

პრემიები და დანამატები მოიკლოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და მისმა გაზრდილმა ბიუროკრატიამ და პენსიონერებს 50 ლარი მ ი თ მოუმატონ... ... ...

რას პირდებოდნენ ხალხს 2012 წლის არჩევნებისათვის ეს ცინიკოსი და ცბიერი ,,ყოფილი,, კომუნისტები და ...4 წლის მანძილზე მხოლოდ 10 ლარით გაზარდეს პენსია და ეს

35 %-ტიანი ლარის დევალვაციის პირობებში (?!!!)

ხ ა ლ ხ ი ბრიყვი გ გ ო ნ ი ა თ კრემლის

პროპაგანდისტებო და გ გ ო ნ ი ა თ არ იცის და ვერ ხედავს ყოველივეს ?!

რა უ ს ა ზ ღ რ ო ცბიერები და ც ი ნ ი კ ო ს ე ბ ი ხართ ,,ოცნებავ,, ,რასაც თავად ა კ ე თ ე ბ თ 2012 წლიდან,ა ბ რ ა ლ ე ბ თ ნაც-ებს ,
არადა თ ქ ვ ე ნ და თქვენს უკან მდგომი რუსეთუმე ძალები ხართ უ დ ი დ ე ს ი საშიშროება ქართული ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ი ს ა თ ვ ი ს და მასზე მიგითითებთ გამუდმებით მთელი ც ი ვ ი ლ ი ზ ე ბ უ ლ ი დასავლეთი 2012 წლიდან!
ჯემალ რატიანი
18 ნოემბერი 2015 23:19
"ჯიუტი თხების" ანალოგიური საკითხია. თუ ივანიშვილის ხელწერით გაპრეზიდენტებული მარგველაშვილი სიჯიუტეს გააგრძელებს, ეს პირველ რიგში დაღუპავს თავად მას და მეორე მხრივ, დიდი ზიანი მიადგება, ზოგადად ქვეყანას, მის ავტორიტეტს. ღმერთო გაუნათე გონება მარგველაშვილს და უშველე საქართველოს.
nana
18 ნოემბერი 2015 21:11
მთავარსარდალმა საკუთარი ნებით ქვეყნის ტერიტორია არ უნდა დთმოს სანამ ცოცხალი იქნება და არა ფუფუნება

რედაქტორის რჩევით