"ინაშვილს სურდა, კოალიციაში რესპუბლიკელების ადგილი დაეკავებინა"
16-11-2015
"ინაშვილს სურდა, კოალიციაში რესპუბლიკელების ადგილი დაეკავებინა"
"რესპუბლიკელები კოალიციის წევრებს აშანტაჟებენ"

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომას, ასევე, საარჩევნო გარემოს შეცვლას პროტესტის რადიკალური ფორმით - შიმშილობით ითხოვს. შიმშილობის შეწყვეტა მას პრემიერმაც ურჩია, თუმცა ინაშვილი ამას არ აპირებს.

"კვირის პალიტრა" "პატრი­ო­ტთა ალიანსის" ლიდერს, ირმა ინაშვილს ესაუბრა:
- საგარეჯოელებმა ნდობა პირადად გამომიცხადეს, მაგრამ ოპონენტებმა, განსაკუთრებით კი, თავდაცვის მინისტრმა, საარჩევნო ხმები ტოტალურად გააყალბეს. მეტიც, სასამართლომ და ცენტრალურმა კომისიამ ჩვენი საჩივრები არც კი განიხილეს. სწორედ ამ
ყრუ კედლის წარმოქმნის გამო ბრძოლის გზად შიმშილობა ავირჩიეთ. ტოტალური გაყალბების მიუხედავად, სახელისუფლებო კანდიდატმა მხოლოდ იორმუღანლოს სოფლებსა და მუხროვანის სპეცუბანზე გაიმარჯვა. ყველა უბნის წინ გამგებელი იდგა და მოქალაქეებს მითითებებს აძლევდა. დღეს უკვე საგარეჯოს არჩევნებზე აღარ ვლაპარაკობთ, ახლა მთავარია, 2016 წლის არჩევნებზეც ანალოგიური ვითარება არ შეიქმნას. მანამდე
კი თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის გადადგომას მოვითხოვთ.

- საგარეჯოს არჩევნებზე უშიშროების წარმომადგენლები რეალურად გეხმარებოდნენ?
- თუ ამდენი ადამიანი, მათ შორის, უშიშროება მგულშემატკივრობდა, იორმუღანლოს სოფლებში ხიდაშელმა როგორ გაიმარჯვა?! მსგავსი განცხადებებით რესპუბლიკელებს კოალიციაში დისონანსის შეტანა უნდათ, ისედაც დიდი ხანია რესპუბლიკური პარტია კოალიციის დანარჩენ წევრებს აშანტაჟებს.

- რეალურად, საიდან გაქვთ დაფინანსება? ძვირად ღირებული მანქანით და დაცვით დადიხართ. როგორც დავით ბერძენიშვილი ამბობს­, საგარეჯოს არჩევნებშიც სახელისუფლებო კანდიდატზე მეტი ფული დახარჯეთ.
- რესპუბლიკელები საბჭოთა კავშირის მენტალიტეტით მოქმედებენ. სააკაშვილიც ყველა ოპონენტს რუსეთის აგენტის იარლიყს აკერებდა. ამ ლოგიკით მეც შემიძლია ვთქვა, რომ ციხეში ყოფნისას რესპუბლიკელების ლიდერებს "ჩამშვებებსა" და აგენტებს ეძახდნენ. თუ ხელისუფლება დიალოგზე დაგვთანხმდება, პრემიერიც შეგვხვდება და გვეტყვიან, რომ ჩვენი მოთხოვნებიდან თუნდაც ერთი პუნქტი დაკმაყოფილდება, შიმშილობას შევწყვეტთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახალხო აჯანყება გარდაუვალი იქნება.

"ინაშვილს სურდა, კოალიციაში რესპუბლიკელების ადგილი დაეკავებინა"

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ლევან ბერძენიშვილი: - ირმა ინაშვილი ამტკიცებს, არჩევნები გამიყალბესო, მაგრამ სასამართლომ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც მისი საჩივრები უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. ამ ადამიანს სურდა, დაემტკიცებინა, რომ რესპუბლიკელებს მხარდამჭერები არა გვყავს, თუმცა ფაქტია, საგარეჯოს არჩევნებზე დაიმსხვრა მითი, რომ პარტიას მხოლოდ 1%-იანი რეიტინგი აქვს...

ინაშვილი ამტკიცებდა, კოალიცია მხარს თამარ ხიდაშელს კი არა, მე მიჭერსო. ინაშვილს სურდა, საგარეჯოს არჩევნების გამოყენებით კოალიციიდან რესპუბლიკური პარტია გაეგდო და ეს ადგილი თავად დაეკავებინა. ამიტომ უნდოდა, მთავრობა მას დახმარებოდა, თუმცა კოალიციამ მხარი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს დაუჭირა. ინაშვილი ყოველმხრივ, მათ შორის, ინტელექტუალურადაც უბადრუკია. ვადასტურებ, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც კოალიციიდან რესპუბლიკელების გაგდებას ცდილობენ და ირმა ინაშვილს გულშემატკივრობენ, თუმცა, მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

რუსუდან შელია
ნოტები დაწერილია!!!
17 ნოემბერი 2015 16:34
რამდენიმე დღეში საპატრიარქოს სახელით "წამებულ მოშიმშილეებს" სთხოვენ, შეწყვიტონ აქცია!
ინაშვილი და მისი (რუსული) რაზმი "იძულებული" შეიქნებიან, გაითვალისწინონ ეს თხოვნა.

გიგა
17 ნოემბერი 2015 01:37
ამხანაგმა ინაშვილმა გვერდი აუარა შეკითხვას, თუ საიდან ფინანსდება

ვინ გაფინანსებს ინაშვილო ?

ვინ აფინანსებს შენს ტელევიზია ობიექტივს ?

საიდან მილიონები ?
გიგა
17 ნოემბერი 2015 01:02
აუფ დიდი ამბავი რუსუთუმე ინაშვილი თუ შიმშილობს

იშიმშილოს რამდენიც უნდა

საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში რუსუთუმეების ადგილი არაა

რედაქტორის რჩევით