"ჩვენი ოპონენტები ხშირად მთხოვენ, რუსული ვიზების აღებაში დავეხმარო"
23-11-2015
"ჩვენი ოპონენტები ხშირად მთხოვენ, რუსული ვიზების აღებაში დავეხმარო"
"ზოგჯერ ჩვენი მოქალაქეები რუსეთში მეზობელი ქვეყნებიდან უვიზოდ შედიან და სამართალდამცავებთან პრობლემები აქვთ..."

პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომად­გენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვ­ედრის მთავარი საკითხი სავიზო ლიბერალ­იზაცია იყო. შეხვედრის დეტალებზე ზურაბ­ აბაშიძე გვესაუბრა:

- კარასინთან საუბარი საოკუპაციო ხაზთან არსებული მძიმე ვითარებით დავიწყე და ისიც განვა­ცხადე, რომ სუვერენიტეტის დარღ­ვევის წინაა­ღმდეგ საქართველო ყვე­ლა საერთ­აშორისო ბერკეტს გამოიყენებს. რაც შეეხება რუსეთში ვიზის გამარტივების საკითხს,
21-ე საუკუნეში ადამიანს გადაადგილების თავისუფლებას ხელოვნურად ვერ შეუზღუდავ...
პრაღაში გამართულ არც ერთ შეხვედრაზე რუსეთში ვიზის ლიბერ­ალიზაციის პედალირება არ მოგვიხდენია, თუმცა, უსამართლო რეალობა მართლაც არსებობს - 2011 წელს საქართველომ რუსეთთან სავიზო მიმოსვლა გააუქმა და რუსეთის მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, ჩვენი მოქალაქეები კი რუსეთში­ გასამგზავრებლად უამრავ სირთულეს
აწყდებიან. ზოგჯერ ჩვენი მოქალაქეები რუსეთში მეზობელი ქვეყნებიდან უვიზოდ შედიან და სამართალდამცავებთან პრობლემები აქვთ. თუ სავიზო რეჟიმი გამარტივდება, ტექნიკური სირთულე­ებიც აღარ შეიქმნება. ამ მხრივ აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან,­ პარალელურად კი, ჩრდილოეთსა თუ სამხრ­ეთში გასამგზავრებლად მოქალაქეებს ხელს მაქსიმალურად შევუწყობთ. ჩვენი ოპონენტები და მათი ახლობლებიც ხშირად მთხოვენ, რუსული ვიზების აღებაში დავეხმარო.

- ვინ გთხოვთ ამას და თუ ეხმარებით?
- არა, ვერ ვეხმარები, რუსეთის ვიზის­ მიღება ადვილი არ გახლავთ. მოწვევა უახლოესი ნათესავის ან რუსული ორგანიზაციისგან ოფიციალურად უნდა მიიღონ.
მათ ვინაობას ვერ დავაკონკრეტებ, თუმცა, ოპონენტებს, რომლებიც საჯაროდ ამ მოლ­აპარაკებების გამო გვაკრიტიკებენ, პირად საუბრებში კი ვიზის მიღებაში დახმარებას გვთხოვენ, რუსეთში ვიზის ლიბერალიზაცია საქმეს გაუიოლებს.
წელს საქართველოში რუსეთიდან 800 ათასი ტურისტი და დიდი რაოდენობით ფული შემოვიდა. ეს იმითაც არის განპირ­ობე­ბული, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის საავიაციო თუ სახმელეთო გადაზიდვების რაოდენობა გაიზარდა...

- ე.წ. აფხაზეთის რკინიგზაზეც ისაუბრეთ?

- ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი ჩვენს შეხვედრაზე არ განიხილება, რადგან მეორე მხარემ ამ საკითხისადმი ჩვენი­ დამოკიდებულება კარგად იცის. გვეუბნებიან, თუ ქართული მხარე რკინიგზის­ აღდგენით დაინტერესებულია, აფხაზებსა და მეზობლებს ესაუბრეთო, ჩვენ კი ვპასუ­ხობთ, რომ მსგავსი ფორმულა მიუღებელია­ და ამით განხილვას წერტილი ესმება.

რუსუდან შელია
კრიმოტორიუმი
25 ნოემბერი 2015 11:03
ბატონო აბაშიძევ, როგორც მოგეხსენებათ "яблоко от яблони далеко не падает" იმას ვგულისხმობ რომ არც თქვენ დაეცით კგბ-ს პოლკოვნიკ მამათქვენისგან ძალიან შორს. ერთნაირად დაცემულები ხართ. დაცემული-კი სასაცილო ბრძანდებით, თუმცა, ასეთი უნდა იყოთ კლოუნადაში მონაწილეები.
irakli
23 ნოემბერი 2015 21:53
წადით ნახეთ რა ხდება ლარსზე თქვე უტვინებო ::)))

5-10 დღე ღამე სატვირთო ავტომობილები დგანან რიგში და ოსები როგორც ყოველთვის ხარკს იღებენ ქართველებისგან 3000-5000 მანეთი მანქანაზე................ გაწამებულები არიან მძღოლები

სულ დაკეტეთ ეგ საზღვარი ნუ აწამებთ ხალხს..........


ამდენი უტვინო დიპლომატი რათ ყავს საქართველოს ვერ გამიგია ......

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები