ვინ უთხრის ძირს ვიზა-ლიბერალიზაციას?!
23-11-2015
ვინ უთხრის ძირს ვიზა-ლიბერალიზაციას?!
გასულ კვირას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, "ნაციონალების" ლიდერები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი დასავლეთს მოუწოდებენ, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაცია არ მისცენ.

ეკა ბესელია, ადამიანის უფ­ლებათა დაცვის კომიტეტის თავმ­ჯდომარე:

"როგორც ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან და თავად მსგავსი საუბრების მომსწრე არაერთხელ ვყოფილვართ,­ "ნაცი­ონალები" დასავლეთის რეზოლუციებიდან ყველა დადებითი შეფ­ასების ამოღებასა და მათი ნეგატიური რეკომენდაციებით ჩანა­ცვლებას ითხოვენ. კანდელაკისა­ და ბაქრაძისთვის საქართველო­ არაფერს ნიშნავს, მეტიც, ქვეყნის­ წარმატება სწყინთ­. ევროპელ პარ­ტ­ნიორებს­ არწმუნე­ბენ, საქართველო­ ვიზის
გამარტივ­ებას არ იმსა­­ხ­ურ­ებს­ და თუ საკითხი და­­დებითად­ გადაწყდება, ევროპა­ მთავრობაზე ბერკეტს დაკარგავსო".

დავით ბაქრაძე, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი:


- ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპელ პარტნიორებთან საკმაოდ მწვავედ ვისა­უბრეთ - "ნაციონალური მოძ­რაობა" ცალსახად მხარს უჭერს, რომ ქვეყანამ ვიზა-ლიბერალიზაცია მიიღოს, თუმცა "რუსთავი 2"-ში განხორც­იელებული ქმედებების შემდეგ, ხელისუფლების მიმ­ართ პარტნიორებს
მწვავე კითხვები გაუჩნდათ. მოლაპარაკებები "რუსთავი 2"-ში დაწყებულ ქაოსს დაემთხვა, როდესაც საკონსტიტუციო სასამა­რთლოს გადაწყვეტილებაც არ იყო ცნობილი. მეტიც, ზოგიერთი ევროპელი მეგობარი იმასაც ამბობდა, დეკემბერში საქ­ართველოს ვიზა-ლიბერალიზაციას მივ­ცემთ, მაგრამ ის ძალაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ შევაო. სკეპტიკოსები კი ამ პროც­ე­სის დადებითად გადაწყვეტაზე საერთოდ უარს აცხადებდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ სერიოზული საფრთხისგან გადაგვარჩინა და საბოლოო მესიჯიც შეთანხმდა - დეკემბერში ქვეყანამ ვიზა-ლიბერალიზაცია აუცილებლად უნდა მიიღოს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოპონენტებისთვის ქვების სროლისა და ტელევიზიის ჩახშობის მცდელობაზე ევროპაში­ ადეკვატური რეაქცია ექნებათ. ევროპული დღის წესრიგი ვიზების მიღებით არ მთავრდება, ამიტომ დეკემბრის შემდეგ ხელისუფლებამ არ უნდა ჩათვალოს, რომ ოპოზიციასთან ბრძოლა დასავლეთისგანაც წახალისებული იქნება. ეს იყო ჩვენი საუბრის კონტექსტი.

რუსუდან შელია
Dato d
27 ნოემბერი 2015 00:14
ვინმე ჭკუათმყოფელს ეჭვი გეპარებათ რომ ნაცებს ქვეყნის განვითარება, წინსვლა, ხალხის კარგად ყოგნა,რომ არ უნდათ? ეს მანქურთები ქვეყბის დანგრევაზე,გაჩანაგებაზე ოცნებობენ. საქართველოში ყველა უმსხვილესი კომპანიების უკან ქინძი და მისი ბანდა დგას,უცხოელები ფარად ყავთ. ეროვნული ბანკი ქინძის დაკვეთით საბოტაჟს ეწევა, არ შეასრულებს ქადაგიძე და დაუდებენ 100 ფლეშკას ოჯახში და სხვაგან ინტიმურ კადრებს. ასე ყავთ ყველა გამოჭერილი სპალნებში სანთლები ეკავათ ამ ავამტყოფებს, მერე ქინძთან მიქონდათ და ისიც აწვალებდა, ამხელა კაცია ქალები არ აკლდა მაგრამ წვალება ყველაფერს ერჩივნა და ეს ყველამ იცოდა.
o.k.
25 ნოემბერი 2015 19:52
ჩვენი თავის მტრები ჩვენ თვითონ ვართ, იმდენი უბედურება არც ერთ გარეშე მტერს არ მოუტანია ჩვენთვის რამდენიც საკუთარ თავს მოვუტანეთ ჩვენ თავად.. ეს გამყიდველი პოლიტიკოსები კიდევ არ გამოილია საქართველოში
ezra
23 ნოემბერი 2015 11:07
სამწუხაროდ ასეა საქართველოში, როდესაც რაიმე სასიკეთო საქმე კეთდება მაშინვე გააქტიურდებიან ჩვენი არა კეთილმოსურნეები და ყოველ ღონეს ხმარობენ წინ აღუდგნენ ქვეყნის განვითარებას! ასე იყო 90-იანი წლების დასაწყისშიც, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ქართველი ერის მოძულეები ისტერიკაში ჩავარდნენ და საზღვარგარეთ დაიწყეს წანწალი, სხვა ქვეყნებს არ ეღიარებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა!

რედაქტორის რჩევით