"არა ხარ ვახუშტი, მაგრამ მაინც კარგი ბიჭი გაფუჭდი, ნარმანია" და "ნაციონალები" ვითარაცა წმინდანათა კრებული
23-11-2015
"არა ხარ ვახუშტი, მაგრამ მაინც კარგი ბიჭი გაფუჭდი, ნარმანია" და "ნაციონალები" ვითარაცა წმინდანათა კრებული
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

კარგი ბიჭი იყო დავით ნარმანია, როცა "ახალგ­აზრდა ეკონომისტებს" ხელმძღვანელობდა.


ხშირად მყავდა გადაცემაში სტუმრად. საინტერესოდ აკრიტიკებდა მაშინდელი ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას. მერეც კარგი იყო, ინფრასტრუქტურის მინისტრობა რომ ჩააბარეს. რაც დასაგები­ იყო, აგებდა, რაც ასაშენებელი იყო, აშენებდა. თუმცა ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ ჩათვალა ივანიშვილმა ეს ყველაფერი საკმარისად, რომ ის მერის პოსტზე წარედგინა!

ის თბილისელებისთვის თავიდანვე თავს მოხვეული კანდიდატი იყო. "ქ
ართული ოცნების" მხარდამჭერებსაც კი არ მოსწონდათ. ზოგს იმიტომ, რომ თბილისელი არ იყო, ზოგს იმიტომ, რომ პოლიტიკური ფიგურა არ იყო და ა. შ., მაგრამ ახლა რა მნიშვნელობა აქვს? ივანიშვილმა მაშინ, ფაქტობრივად, იძალადა საკუთარ მხარდამჭერებზე, როცა მათ იმ კანდიდატის
არჩევა აიძულა,­ რომელიც არ მოსწონდათ. დიახ, აიძულა, რადგან სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. "ოცნების" მხარდამჭერები სხვა პარტიის კანდიდატს ხომ არ აირჩევდნენ?!

ეს ნიშნავდა, რომ მას პატარა შეცდომებსაც არ აპატიებდნენ და საკუთარი პარტიის მხარდამჭერებიც არ გამოიდებდნენ თავს მის დასაცავად. "ნაციონალური მოძრაობა" ისედაც მზად არის,­ ყველა ცოცხლად შეჭამოს და ნარმანიას რას უზამდა?! ამას თავად ნარმანიას უსიცოცხლობაც დაემატა, რომელმაც ივანიშვილსაც კი ათქმევინა, ნელა მუშა­ობსო. რამდენჯერმე გამოუცვალეს­ გუნდი, რამაც ცხადი გახადა, რომ გადაწყვეტილებებს ის კი არა, სხვა იღებდა. ახლაც რომ ჰკითხო, კონკურსი გამოაცხადა, მაგრამ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე­ ივანიშვილის კომპანია "ელიტა ბურჯის" თანამშრომელი აღმოჩნდა. ამას ქალაქში არსებული პრობლემები დაუმატეთ, რომელთაგან ზოგი შეიძლება ობიექტური მიზეზებითაც არის გამოწვეული, მაგრამ ეს ვის აინტერესებს, როცა მერი ამბობს, გახშირდა ქალაქში ქუჩების თვითნებური გადათხრაო და ამით, ფაქტობრივად, თავის უძლურებას გვაჩვენებს­, მერე კი მაგარი ბიჭობის დასამტკიცებლად "ძერსკობს" და ოპოზიციას უტევს, მაგათ ბიუჯეტის რა იციანო. მოკლედ, საითაც უნდა წავიდეს, ყველგან იქცევა! ნარმანიას, სამწუხაროდ, ფეხზე მყარად დგომა უჭირს. იმ დონემდე მივიდა საქმე, რომ უკვე ყველაფერი ნარმანიას ბრალია! მაგალ­ითად, ვაჟაზე ნერგებს ღობეები შემოავლეს, შედეგად ზოგი ადგილი საფლავს დაემსგავსა და ატყდა ვაი-უშველებელი! აგინებენ ნარმანიას, არადა, შეიძლება მანაც ეს ღობეები სკანდალის მერე ნახა! ასეა, როცა ლეგიტიმაცია გეკარგება, შენი ბამბაც ჩხრიალებს! შედეგად, ნარმანიას ორმოების მერე ნარმანიას საფლავები მივიღეთ!

და აი, დადგა დრო, როცა საკრებულოში უმრავლესობის წევრებიც მის წინააღმდეგ გამოვიდნენ. უფრო სწორად, მისი შემოტანილი ბიუჯეტის წინააღ­მდეგ. ახლაც ხომ იმავეს ვერ იტყვის, რაც ოპოზიციაზე თქვა, მაგათ ბიუჯეტის რა იციანო? როგორც ჩანს, "ოცნების" დეპუტატებსაც ამოუვიდათ ყელში მის მაგივრად საყვედურების მიღება. ამბობენ, იმპიჩმენტზეც ლაპარაკობენო, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ საქმე­ აქამდე მივა. "ოცნებას" ახლა ახალ არჩევნებში ჩართვის თავი არა აქვს. მერის გადაყენების შემთხვევაში ახალი მერი ორ თვეში უნდა აირჩეს! ამიტომ გამორიცხული მგონია. აი, საპარლამენტო არჩევნების წინ შეიძლება. ორი თვით ადრე თუ გადააყენებენ (ოფიციალურად, თავისით გადადგება, ალბათ), ქულებსაც დაიწერენ და ბარემ ერთ არჩევნებში გამოვლენ!

ყველაზე სწორი ის იქნებოდა, რომ თავად ნარმანია არ დათანხმებოდა თავის დროზე ივანიშვილის წინადადებას. იქნებოდა ინფრასტრუქტურის მშვენიერი მინისტრი. ახლა კი შეგვიძლია მხოლოდ დანანებით ვუთხრათ: "მართალია, არა ხარ ვახუშტი, მაგრამ მაინც კარგი ბიჭი გაფუჭდი, ნარმანია!"

(იხილე ასევე: ნარმანიას ნოუ ჰაუ)

რავა იკადრებდნენ!

"ნაციონალები" მაგას რავა იკადრებდნენ! საერთოდ, ევროპისკენ მაგათ მიგვატრიალეს და ახლა იმაზე იჩალიჩებდნენ, რომ ჩვენ ვიზა-ლიბერალიზაცია არ მოგვცენ? არ მჯერა!­ მიგვატრიალეს კი არა, ევროპა საერთოდ მაგათ აღმოაჩინეს! მარტო­ რუსეთზე ვლოცულობდით და აი, მოვიდა მიშა და დაგვანახა­ ახალი გზა - გზა ევროპისკენ და ახლა თქვენ რაებს აბრალებთ, რომ ამ პარტიის წევრები ბრიუსელში დადიან და იხვეწებიან, საქართველოს უვიზო რეჟიმი არ დაუწესოთ, თორემ მერე ზეწოლის ბერკეტები აღარ გექნებათო? ვინ? კანდელაკი და ბაქრაძე იკადრებდნენ მაგას?! ევროპას რომ თავი დავანებოთ, ქვეყანას არ უზამდნენ მაგას! მერე რა, რომ შიშობენ, "რუსთავი 2"-ს თავი ხელისუფლებამ დროებით დაანება, ვიდრე უვიზო­ რეჟიმს მოგვცემენ და მერე როგორც კი გავინაღდებთ ვიზა-ლიბერალიზაციას, ისევ წაგვართმევენო.

მერე რა, რომ ეს არცთუ შორსაა სიმართლისგან, განა "ნაციონალები" თავიანთ პარტიულ ინტერესს ქვეყნის ინტერესზე მაღლა დააყენებენ? ასეთი რამ როგორ იფიქრა ჩვენმა პრემიერმა?­ კაი, კანდელაკზე იფიქრა, მაგრამ ბაქრაძე? "ნაციონალები" უმალ თავს გაწირავენ, ვიდრე ქვეყნის ინტერესებს! ჩვენმა პრემიერმა კი, ხალხის მტრებიო, ძირგამომთხრელი საქმიანობაო. ძირს თქვენ უთხრით, ბატონებო, ამ პარტიის წმინდა იმიჯს, მაგრამ არ გამოგივათ! მერე რა, რომ პარტიის თავმჯდომარემ დაუტევა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა და მიიღო სხვა! აქ არ აძლევთ სამშობლოსთვის სამსახურის უფლებას და იქ შორეულ უკრაინაში ებრძვის ქვეყნის მტრებს!
დიდმა მიშამ ევროპულ რელსებზე ისე მკვიდრად დაგვაყენა, რომ ივანიშვილმა პუტინის მიერ ნაბოძები 2 მილიარდის მიუხედავად, ამ გზიდან მაინც ვერ გადაგვახვევინა და ქე შერჩა ხახვივით ეს ორი მილიარდი! მანაც მადლობა მიშას უნდა უთხრას! და საერთოდ, ყველამ უნდა ვუთხრათ მადლობა მიშას! თქვენ კი მის პარტიას ხალხის ინტერესის ღალატში სდებთ ბრალს! ეს რა ბრალდებებია?! 37-იანი წლებია?! ბერია მოგენატრათ?! პრინციპში, რა გასაკვირია, სტალინის ძეგლებს ხომ დგამთ ისედაც! მოვა მიშა და შეგმუსრავთ­ ყველას! ყველას, ვინც ასეთ უწმი­ნდურობას დააბრალებს ამ წმინდა კრებულს!

იხილეთ ასევე: "მოსწრებაზე არიან..." - მერიაში სერიოზული სკანდალი მწიფდება?!
giorgis
26 ნოემბერი 2015 14:50
ვანო თუ ღირსეული პიროვნებაა, როგორც თქვენ მოიხსენიებთ, მაშინ მართლაც ფურთხის ღირსი ყოფილა საქართველო
maia
25 ნოემბერი 2015 17:55
Shadrevnebi dzalian lamazi iko da qalaqs evropul saxes adzlevda,Ar sheidzleba Kvelaprs erti xelis mosmit mospoba.
giorgi
24 ნოემბერი 2015 16:42
მერაბ, ნაცების დაცინვით რომ ცდილობ ქოცებთან თავის მოწონებას თუ თავის გამართლებას (როცა ქოცებზე ცუდს ამბობ, მაშინათვე ნაცებსაც უარყოფითად მოიხსენიებ), ამაში ჩანს შენი "ვაჟკაცობა". ერთხელ ისე გააკრიტიკე ქოცები, რომ იქვე ნაცებზე არ გაიარ-გამოიარო.
ისე, რომ იცოდე, საქართველოში ისევ ის დროა, როცა ან შამფური უნდა დაწვა, ან მწვადი, თორემ ნაცების ზოგიერთ ნაკლს მეც ვხედავ. ამიტომ დღევანდელი მწვადის, ანუ ქოცების დაწვა მირჩევნია. შენ კი ეტყობა ჭამა გყვარებია, ამიტომ გინდა ვითომ ობიექტური იყო. არ გამოგდის!

რედაქტორის რჩევით