შეუსრულებელი დაპირება, ანუ არჩევნები რომ არა, ეს ჩვენი პენსიონერები, ალბათ, არც არავის გაახსენდებოდა
შეუსრულებელი დაპირება, ანუ არჩევნები რომ არა, ეს ჩვენი პენსიონერები, ალბათ, არც არავის გაახსენდებოდა
(მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

მთავრობამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, პენსია 20 ლარით გაეზარდა. რომ არ გაეზარდა, არ გამოდიოდა.


საარჩევნო წელი მოდის, პენსიონერების ხმები კი მნიშვნელოვანია. ისევ 10 ლარით რომ გაეზარდა, ყველა დასცინებდა, ამიტომ გაზარდა 20 ლარით, თუმცა, ექვსი თვე "მოიპარა". პენსია 180 ლარი არა პირველი იანვრიდან, არამედ - პირველი ივლისიდან გახდება. არა, ზოგი მაინც დასცინის, მაგრამ ზოგი მადლობასაც ამბობს. მე კი ერთი კითხვა მაქვს: თუ გაზრდა შესაძლებელი იყო, თავიდანვე
რატომ არ გაითვალისწინეს ეს თანხა ბიუჯეტში? შე დალოცვილო, რაღას ალანძღვინე ხალხს თავი! როგორც კი პრემიერმა პენსიის მომატება გამოაცხადა, გამოვიდა "ნაციონალური მოძრაობა" და განაცხადა, ეს ჩვენი დამსახურებაა, ჩვენ ვითხოვდით პენსიის გაზრდასო. ამ აზრს ნაწილობრივ ვეთანხმები. მათ პენსიის მომატების მოთხოვნით დაწყებული კამპანიით მთავრობას ნათლად დაანახეს, რაოდენ მსუყე
თემა იქნებოდა პენსიები წინასაარჩევნოდ.

არჩევნები რომ არა, ეს ჩვენი პენსიონერები, ალბათ, არც არავის გაახსენდებოდა - არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, ამიტომ პენსიონერებმა თუ ვინმეს მადლობა უნდა გადაუხადონ, მხოლოდ არჩევნების მომგონს. ვერც ერთმა ხელისუფალმა - ვერც წინამ და ვერც ახალმა, ვერ მოახერხა, პენსია საარსებო მინიმუმისთვის მაინც გაეტოლებინა. მე რეალურ საარსებო მინიმუმს ვგულისხმობ და არა - საქსტატის დაანგარიშებულს, რომელიც 2015 წლისთვის ერთ შრომისუნარიან მამაკაცზე 163,3 ლარია. ჯერ კიდევ 2012 წელს ხვდებოდნენ კოალიციის ლიდერები, რომ პენსია 220 ლარი მაინც უნდა ყოფილიყო და ამას ჰპირდებოდნენ კიდეც მოსახლეობას. 2012 წლის მერე, ინფლაციას თუ გავითვალისწინებთ, დღეს 220 ლარიც არაფერია, ესენი კი საარჩევნო ციკლს ისე ასრულებენ, 180 ლარს ძლივს, დიდი დავიდარაბის მერე უწიეს.

ივანიშვილი ამბობს, მე კონკრეტული თანხა არსად მითქვამსო. მართალია, ის პენსიონერებს კონკრეტულ თანხას არ დაჰპირებია, მაგრამ ამბობდა, რეალურ საარსებო მინიმუმს გამოვიანგარიშებთ და პენსიაც იმის მიხედვით გაიზრდებაო. როგორ ფიქრობთ, 163 ლარი და 30 თეთრი რეალური საარსებო მინიმუმია? არაფერიც არ შეუცვლიათ და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ოცნება" ოთხწლიან საარჩევნო ციკლს ისე დაასრულებს, ვერც ამ დაპირებას შეასრულებს.

ჩემთვის ვერც ერთი მთავრობა ვერ ჩაითვლება წარმატებულად, ვინც პენსიონერებს ნორმალურ პირობებს ვერ შეუქმნის. ეს მხოლოდ სოციალური საკითხი არ არის. მას სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს. ხშირად ვამბობთ, ქვეყნის გაერთიანება თუ გვინდა, ეკონომიკურად ისე უნდა განვვითარდეთ, რომ აფხაზებსა და ოსებს ჩვენთან მოუნდეთ ცხოვრებაო. ცხინვალში მცხოვრებ ოს პენსიონერს რატომ უნდა მოუნდეს საქართველოში ცხოვრება,­ როცა მას პენსიას რუსეთი უხდის და ის ქართველი პენსიონერის შემოსავალზე მეტია?!
მკითხველის კომენტარი (20)
დათო
02 დეკემბერი 2015 14:50
უნდა გაუქმდეს ფულადი დახმარებები პენსიონერებზე და დაზოგილი თანხა თანაბრად განაწილდეს ყველა პენსიონერზე.
medi
02 დეკემბერი 2015 10:30
რომელ დაზღბევაზე ლაპარაკობთ თუ კისერი არ მოვიტეხე ან საშინელება არ დამემართა ისე უბრალო პროტრომბინის ანალიზს 10 ლარის გადახდის გარეშე ვერ გაიკეთებ . ასაკოვან ადამიანს სხვა ისეთი ანალიზების გაკეთებაც ჭირდება რაც პროგრამაში არ შედის ელემენტარულზეა ლაპარაკი. მარტო ექიმთან მისვლა რომ კურნავდეს ხომ კარგი წამალი როგორ უნდა შეიძინო მეტზე პრეტენზიას არც გამოვთქვამ აზრი არ აქვს აი თქვენი დაზღვევაც.
ia
01 დეკემბერი 2015 22:30
9 წლის განმავლობაში რამდენით გაზარდეს პენსია ? 1 წელზე 10 ლარიც არ გამოდის.
pensioneri
01 დეკემბერი 2015 19:20
ქმარი ოსის გვარის მყავდა. ახლა ვლაძღავ ჩემს მამამთილს რა მოარბენინებდა საქართველოშში გდებულიყო ჯავაში. ნორმალური ცხოვრება მექნებოდა.
დავითი
01 დეკემბერი 2015 08:47
საკუთარი თავის მტერი უნდა იყო ადამიანი ამ მთავრობის მიერ უბრალო ადამიანებისათვის გაკეთებული კეთილი საქმები რომ არ დაინახო.ჯერ მარტო საყოველთაო დაზღვევა რად ღირს.ნახევარი წლის წინ ერთი ჩემი ნაცნობი პენსიონერი მოხვდა ჯვანიას კლინიკაში,1 კვირა იწვა და ერთი თეთრიც კი არ გადაუხდია.სააკაშვილის ხელისუფლება რომ ყოფილიყო,ან ეს კაცი ცოცხალი აღარ იქნებოდა ან ის და მისი ოჯახი იქნებოდა ახლა უსახლკარო,იმიტომ რომ მოუწევდათ სახლის გაყიდვა.2012 წლის 1 ოქტომბერს პანსია,როგორც მახსოვს,110 ლარი იყო,2016 წლის 1 ივლისს 180 ლარი იქნება ანუ 3,5 წელიწადში 70 ლარით მატულობს და დარწმუნებული ვარ ზრდა მუდმივად გაგრძელდება,იმიტომ რომ მთავრობა და მისი წევრები ადამიანებზე არიან ორიენტირებულნი,მათზე მართლა ზრუნავენ და რაც მთავარია,ხალხის ხმას უსმენენ .ასეთი უნდა იყოს ნამდვილი ხელისუფლება.მართლა საკუთარი თავის მტერი უნდა იყო ადამინი ასეთი ხელისუფლება რომ გადაირჩიო და ხალხზე მოძალადე ადამიანები დააბრუნო ხელისუფლებაში,გიგი უგულავასნაირი მაგალითად.
??????????
30 ნოემბერი 2015 23:28
Rimas angarishit 1.18 tetri sakmarisia bednieri rom iko koveldge da tkemaladzis angarishit 160 lari kovel tve.agar vitsi gavitsino,vitiro tu archevnebi vinatro kovel tve?vinmem itsis?
evropidan
30 ნოემბერი 2015 22:59
მერიკო
30 ნოემბერი 2015 13:52
საპენსიო ადამიანებიც კი გარბიან საზღვარგარეთ, რომ იქაური პენსიები დაინიშნონ.
*************************************************************

ქ-ნო მერიკო, როგორც აქ წერთ ამას დარწმუნებით,ასე დარწმუნებით იცით, რომ იოლად ახერხებენ?
არ არის ეგრე.

ხო აბა, 55 წლის და თუნდაც 40 წლის ქალი რო ჩავა სამუშაოდ, ზუსტად მიართმევენ თავისი მოქალაქეებისთვის განკუთვნილ პენსიას.

ეგრე ადვილად რო ინიშნებოდეს პენსია, მაშინ ნეტავი ჩვენს ნეტარებას.
pensioneri
30 ნოემბერი 2015 21:14
ჩემი ახლობლები ვორონეჟში გადასახლდნენ და დღემდე იქ ბედნიერად ცხოვრობენ. ააქვთ დიდი პენსიები და არ მოდიან. აქ უნდა დავიმარხოთო ამბობენ. საქართველოს გახსენებაც არ უნდათ თავიდან დავცინოდი მაგრამ ახლა ვფიქრობ-რა ჭკვიანები ყოფილან. დროებით ვართ ამ ქვეყანაზე და სულ გაჭირვებაში ყოფნას წადი და იცხოვრე იმ ქვეყანაში სადაც ბედნიერად იქნები. რომელი მიწა დაგეყრება რა მნიშვნელობა ააქვს
pensioneri/
30 ნოემბერი 2015 21:05
არ გიშველით ეგ 20 ლარი. პარლამენთში რომ უსაქმურები გიზით იმათ მიეცით 180 ლარი და რაში ეყოფათ მერე ნახონ. არ გიშველით ეგ გადმოგდებული და დამადლებული 20 ლარი. ჩემისთანებისგან მაინც ვერ მიიღებთ მხარდაჭერას. მერე კიდევ ოთხი წელი მიგვაჩერებთ მაგ 180 ლარს. ჩემო მშიერო დებო და ძმებო პენსიონერებო. ნუ გაბრიყვდებით და ნუ გადაირევით 180 ლარზე. დაგვინიშნონ ის რაც საჭიროა ნორმალური კვებისთვის -წამლისთვის-მკურნალობისთვის. ჩაცმა დახურვა შორს არის ჩვენგან. თუ ვინნმე მდიდარი მოკვდება უცხოეთში იმათ ძონძებს ვიმყოფინებთ.გირჩევთ არჩევნებზე მივიდეთ მაგრამ ყველას მოუხაზეთ და -გადახაზეთ. გირჩევთ თუარა კიდევ უფრო მოგიჭერენ ხუნდებს და ერთბაშად გაგვწყვიტავენ .დაივიწყეთ=43=ნომერი.
პენსიონერი
30 ნოემბერი 2015 20:56
თვითონ. ვერა. ძღებიან. ხელფასით. პრემიებით. დანამატებით. რომ. კითხო. საქმეს. აკეთებენ. რა. გააკეთეს. ქვეყანა. დაღუპეს. რა. ვქნათ. ვინც. ჯერ. არ. დავბერებულვართ. ჯგუფის. პენსიონერებს. არ. გვინდა. მომატება. უნამუსოები.


რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები