"ყველა ცოცხალ პარტიაშია შიდა დაძაბულობები არჩევნების დროს" - გაბაშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ ჩანაწერზე, რომელშიც სააკაშვილს გიჟად მოიხსენიებს - კვირის პალიტრა

"ყველა ცოცხალ პარტიაშია შიდა დაძაბულობები არჩევნების დროს" - გაბაშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ ჩანაწერზე, რომელშიც სააკაშვილს გიჟად მოიხსენიებს

"წესით ჯერ ოდესაზე უნდა ფიქრობდეს, მერე ბიძინაზე და ბოლოს ჩვენზე"

"იმის მაგივრად, რომ მალავდეს და აჩოჩებდეს თავის ყოფილ პაზორნი ძალოვნებს, ისევ იმათ ეყრდნობა და ისევ იმათი იმედი აქვს და იყოს, ახლა, რა ვუყოთ ჩვენ. გიჟია რა, ხელისუფლების გიჟია"

"გოკა გაბაშვილი სააკაშვილს გიჟს უწოდებს, ზურაბ ადეიშვილს დედას აგინებს, ნახევარ პარტიას პრ.... ებად მოიხსენიებს და ამის შემედეგ ნუგზარ წიკლაური ამბობს, ყველა პრატიაში არის აზრთა სხვადასხვაობაო", - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი უკრაინული საიტ uarevo.in.ua-ს მიერ გავრცელებულ გოკა გაბაშვილის სკანდალურ აუდიოჩანაწერს, რომელშიც გოკა გაბაშვილი ლადო გაბაშვილს, "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში არსებული შიდა კონფლიქტისა და კლანების დაპირისპირებაზე ესაუბრება.

როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, მიხეილ სააკაშვილს მის ირგვლივ შემოკრებილი ადამიანები: "სათვალიანი", ვაშაძე, ვარშალომიძე და მურთაზ ზოდელავა გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას ჯგუფს უპირისპირდება. ჩანაწერში გავრცელებული საუბრის მიხედვით, სააკაშვილი ისევ თავის "პაზორნი ძალოვნებს" -  ადეიშვილსა და ახალაიას ეყრდნობა და უგულავა-ბოკერია-გაბაშვილის გუნდის "ჩაჩოჩება" უნდა.

ჩანაწერის თანახმად, გოკა გაბაშვილი უკრაინაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით საყვარელიძეს და სხვებს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს.

"მიშა არის ინიციატორი ამ ყველაფრის, მაგრამ ვითომ არ ჩანს. ადეიშვილი, ვარშალომიძე, მურთაზ ზოდელავა, მაქაური პრ......ბი, საყვარელიძე, ვინც არიან უკრაინაში და ციხიდან ბაჩო და რაღაცა... ყველა ერთად, ბოკერიას, მე, გიგის - ჩვენ სასტავს გვებრძვიან და უნდათ ჩაჩოჩება. ჩვენ ვეუბნებით, რომ შედეგი თუ გინდათ არჩევნებზე, აგერ ვართ და თუ არა და შეიტენეთ ტრ...ში და ვნახავთ რასაც იზამთ თქო თქვენი დედაც მოვ....თო... იმის მაგივრად, რომ ბიძინაზე ფიქრობდეს, ჩვენზე ფიქრობს ტიპი. წესით, ჯერ ოდესაზე უნდა ფიქრობდეს, მერე ბიძინაზე და ბოლოს ჩვენზე. ის კი ჯერ ჩვენზე ფიქრობს და მერე ყველა დანარჩენზე. ეჭვიანობს, რომ ისე დავლაგდებით, ეგ აღარ დაგვჭირდება, ეჭვიანობს, ნუ, გიჟია. რათ უნდა უნდოდეს ბაჩოს და ადეიშვილის დალაგებული პარტია და ხალხი აღფრთოვანებით შეეგებება ქართულ პოლიტიკაში ამ ორი დიდი მოღვაწის გაბლატავებას? იმის მაგივრად, რომ მალავდეს და აჩოჩებდეს თავის ყოფილ პაზორნი ძალოვნებს, ისევ იმათ ეყრდნობა და ისევ იმათი იმედი აქვს და იყოს, ახლა, რა ვუყოთ ჩვენ. გიჟია რა, ხელისუფლების გიჟია. არ უნდა ჯანმრთელი ადამიანები, მონები უნდა. ჩვენ მონები ვერ გავხდებით. ვინც ჰყავს მონები, იმათ ეყრდნობა. სამ კვადრატულ მეტრში მჯდომ გიგის ებრძვის იქიდან და იმდენი ნამუსიც არ აქვს, რომ გიგისთან ბრძოლა არ იკადროს. რეკავს ხალხთან და ეუბნება, რომ უგულავას ხალხია და უგულავას ხალხია", - ამბობს გოკა გაბაშვილი.

გავრცელებულ მასალას გოკა გაბაშვილი "ფეისბუკზე" გამოეხმაურა.

"მეგონა, საღ აზრზე მყოფი ადამიანებისთვის არ გახდებოდა საჭირო დამატებითი განმარტებები, რომ ორი უახლოესი ადამიანის პრივატული საუბრის ნაწყვეტების, კონტექსტიდან ამოგლეჯით, საჯარო სივრცეში გამოფენა იმდენად მდაბიო რამაა, რომ პოლიტიკური განხილვის თემა არ შეიძლება გახსდეს. ყველა დიდ და ცოცხალ პარტიაშია შიდა დაძაბულობები შიდაპარტიული არჩევნების დროს. ნებისმიერი სახის პრაიმერი რეალური დაძაბულობაა ყველგან, ყველა ქვეყანაში. ეს ივლისში გავიარეთ და მას მერე ყველამ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და დღეს ისევ ყველა ერთიანად ვართ კონცენტრირებული მთავარ მიზანზე - ერთად, ერთ გუნდად დავამარცხოთ მავნებელი ოლიგარქი ივანიშვილი და მისი სამარცხვინო ამალა. და ამ ბრძოლაში ყველა ერთად გავიმარჯვებთ! მიშას კი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, 22 წელია ვიცნობ და დამიჯერეთ - ეს აქტი ბიძინას მშვიდ ძილს, ყოველ საღამო ათ საათზე, ვერ უზრუნველყოფს", - წერს გოკა გაბაშვილი.

იხილეთ: ბატონო მიხეილ, როგორ წაგართმევდა მარგველაშვილი იმას, რაც არ გაქვთ, ანუ რას ნიშნავს "გიჟი" "ნაციონალების" ენაზე?

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა