იუვალ ფუქსი: "რეგიონში სიტუაცია უკიდურესად არაპროგნოზირებადია"
07-12-2015
იუვალ ფუქსი: "რეგიონში სიტუაცია უკიდურესად არაპროგნოზირებადია"
"ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა დაამარცხებს "ისლამურ სახელმწიფოს"

საქართველოსთვისაც რისკი დიდია, მაგრამ, ვფიქრობ, თქვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს ამ რისკების მინიმუმამდე დასაყვანად

გასულ კვირას "პალიტრამედიას" საქართველოში ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი ეწვია. დიპლომატი მედიასახლის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა და "პალიტრამედიის" მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. სტუმრობისას ელჩმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტიკის თავისუფლება დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მხრივ "პალიტრამედია" მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენთან ინტერვიუში კი ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოში მედია და საზოგადოება ღიაა.

- როგორც, ალბათ, ყველა ელჩი, მეც დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს საქართველოში მოვლენათა განვითარებას. საქართველოში ჩემი პირველი საქმიანი ვიზიტები 6-7 წლის წინ დაიწყო და მე ყოველთვის ვაფასებდი, თუ რამდენად ღია იყო მედია და ზოგადად საზოგადოება, რამდენად ადვილი იყო ღია დისკუსია ნებისმიერ პრობლემატურ საკითხზე. ამით ბევრი ქვეყანა
ვერ დაიკვეხნის.

- რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ელოდებით თუ არა მოვლენების კიდევ უფრო ესკალაციას და როგორ ცვლის ეს დაპირისპირება ძალთა ბალანსს რეგიონში?
- სიტუაცია საკმაოდ რთულია და არის ბევრი დამაფიქრებელი ასპექტი, როგორც ისრაელისთვის, ასევე, ვფიქრობ, საქართველოსთვისაც. ჩვენთან ყოველდღე ვხვდებით ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ აქტებს. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ისრაელის 22 მოქალაქე მოკლეს, 100-ზე მეტი კი დაჭრეს. ძალიან არ გვინდა, ის, რაც სირიაში ხდება, ვინმემ პლატფორმად გამოიყენოს ისრაელზე თავდასასხმელად ან ტერორისტული ორგანიზაციების შეიარაღებით მოსამარაგებლად. რაც შეეხება იმას, თუ რა მოჰყვება შექმნილ დაპირისპირებას, არა მგონია, ამის წინასწარმეტყველება ვინმემ შეძლოს, რადგან რეგიონში სიტუაცია უკიდურესად არაპროგნოზირებადია.

- როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს ეს მოვლენები საქართველოზე და რა უნდა მოიმოქმედოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ პოტენციური რისკები შეამციროს? ასევე მინდა გკითხოთ, თანამშრომლობენ თუ არა ისრაელის სპეცსამსახურები ქართველ კოლეგებთან ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში?

- ჩემი თქმა არ გჭირდებათ იმის მისახვედრად, თუ რა ახლოსაა თქვენი ქვეყანა ამ კონფლიქტურ რეგიონთან. ადრეც ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება. სანამ "ისლამური სახელმწიფო" შეიქმნებოდა, საქართველოს მაშინაც ემუქრებოდა საფრთხე ამ რეგიონიდან. მე ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა დაამარცხებს "ისლამურ სახელმწიფოს", მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი სხვადასხვა ინტერესის მქონე ჯგუფი იბრძვის, ვფიქრობ, სიტუაცია ცალსახად არ მოგვარდება. ძალიან გვინდა, გვქონდეს მშვიდობიანი, უსაფრთხო, ეკონომიკურად ძლიერი ახლო აღმოსავლეთი, მაგრამ რამდენად ახლოა ეს მომავალი, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ასე რომ, საქართველოსთვისაც რისკი დიდია, მაგრამ, ვფიქრობ, თქვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს ამ რისკების მინიმუმამდე დასაყვანად. ამ და სხვა საკითხებზე ჩვენი ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ და ვისურვებდით, კიდევ უფრო გაგვეღრმავებინა ეს თანამშრომლობა.

ვაჟა თავბერიძე
მასწავლე*
08 დეკემბერი 2015 00:05
ქართველთა დაებრაელთა 23საუკუნოვან მეგობრობას ფუჭად არ ჩაუვლია
joi
07 დეკემბერი 2015 17:08
ai namdvilad megobari qveknis elchis, diplomatis namdvilad diplomatiuri interviu.
alamaria
07 დეკემბერი 2015 10:54
დაანაბეთ საქართველოს ტავი! ყველგან ნუ აკვეხებთ ამ საცოდავს!

რედაქტორის რჩევით