"კოდუამ ჩემს ძმას წამალი ჩაუდო და უთხრა: ახლა შენს ძმას დაურეკე, იმ მანქანის ფული არ გადამახდევინოსო" - ინტერპოლის შერჩევითი სამართალი?!
07-12-2015
"კოდუამ ჩემს ძმას წამალი ჩაუდო და უთხრა: ახლა შენს ძმას დაურეკე, იმ მანქანის ფული არ გადამახდევინოსო" - ინტერპოლის შერჩევითი სამართალი?!
სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყდა. ინტერპოლმა ეს გადაწყვეტილება კოდუას ადვოკატების მიმართვის საფუძველზე მიიღო.

სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყდა. ინტერპოლმა ეს გადაწყვეტილება კოდუას ადვოკატების მიმართვის საფუძველზე მიიღო.

ოთარ კახიძე, ერეკლე კოდ­უას ადვოკატი: - ყოფილი მაღალჩ­ინოსნების, მათ შორის ერეკლე­ კოდუას მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. ამის საფუძველზე ინტერპოლმა კეზერაშ­ვილისა და ადეიშვილის ძებნის შეწყვეტის გად­აწყვეტი­ლება მიიღო, სააკაშვილისთვის დევნის გამოცხადებაზე­ კი უარი გამოგზავნა. ახლა მიიღო­ გადაწყვეტილება, რომ
კოდუას დევნის საფუძველიც არ არსებობს.­ ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუ­ხლით აკრძალ­ულია ინტერპოლის ინსტრუმენტების გამოყენება პოლიტიკური საფუძვლებით.

- ჩვენი ინფორმაციით, მან უნგრეთს სთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი­ და დღესაც იქ იმყოფება.­ აპირებს ჩამოსვლას?
- თუ დაბრუნდება, დააკავებენ­ და არა მგონია, ციხეში თავისი ფეხით წავიდეს. მისი ადგილსამყოფელი კი საიდუმლოა, ვერ
გავამხელ. კოდუა იმყოფება ევროკავ­შირის წევრ სახელმწიფოში, რომელმაც ის პოლიტიკური ნიშნით დევნილად აღიარა.

სოსო ცისკარიშვილი, დამოუკიდებელი ექსპერტი: "პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რატომ ამოიღო ინტერპოლმა ძებნილთა სიიდან არა მარტო კოდუა, არამედ ადეიშვილი, რომელიც "ნაციონალური" ბორ­ოტების მამამთავარია. წინა მოწვევის პარლამენტის­ წევრმა, ბათუმის მაჟორიტარმა და ბიზნესმენმა თემურ ჩარკვიანმა­ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მაგ­რამ არსებ­ობს მისი წერილი, თუ რატომ­ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჩარკვიანი ხელს ადებს პროკურორ-მინისტრ­ ადეიშვილს. წერილი ოჯახიდან მეორე დღესვე წაიღო პროკურატურამ და რეაგირება - ნული. არც საქმე აღძრულა, არც ვინმეს გამოუჩენია ინტერესი.

კეზერაშვილის შემთხვევაში, როცა საფრანგეთში მივლინებულ პროკურორს დაუსვეს საკითხი: კი მაგრამ, როგორც თქვენ ბრძანეთ, თუ ყველაფერი ისე იყო, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ იღებდით ხმასო, ამ ჩვენს გაგზავნილ პროკურორს არ ეყო ცოდნა­ და არც გამბედაობა, რომ დაეხასიათებინა ის პერიოდი,­ რომელზეც იყო საუბარი. მან თვალი­ დახუჭა და პასუხგაუცემლად წამ­ოვიდა, ვერ მოახერხა ეთქვა, რომ ქვეყანაში დიქტატურა იყო... ჩვენ უნდა მოვიძიოთ ის პირები, რომლებიც ცალსახად დაადასტურებენ მათ ვერაგობას. ალბათ, ეს ინტერპოლის შერჩევითი სამართალია საქართველოს მიმართ.

პროკურატურის ინფორმაცი­ით,­ კოდუამ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, გარკვეულ პირებს ძვირად ღირებული ავტომანქანები­ მოსთხოვა. "კვირის პალიტრა" ერთ-ერთ დაზარალებულს, "ტოი­ოტას ცენტრის" დირექტორს, ირაკლი გურჩიანს დაუკავშირდა:­

"კოდუას მიმართ საქმე თა­ღ­ლითობის მუხლით აღიძრა, თუმცა, ჯერჯერობით, გაჩერებულია. სასამართლო "ნაცებით" არის სავსე­ და არ გამიკვირდება,­ კოდუა რომ გაამართლონ. 2009 წელს მან "ტოიოტას"ცენტრიდან" 92.000-ლარიანი "ტოიოტას" მარკის ავტომობილი წაიყვანა, თუმცა თანხა არ გადაუხდია. მითხრა, დედაჩემისთვის მანქანა მინდა და ვიყიდიო. იაპონელებს ვთხოვე, ფასი დაეკლოთ. კოდუამ მითხრა, ერთ თვეში ან წლის ბოლომდე გადავიხდიო, მაგრამ... ამის შემდეგ დააკავეს ჩემი ძმა, გიორგი გურჩიანი, რომელსაც კოდუას ბრძანებით, ნარკოტიკი ჩაუდეს (კოდუამ აიყვანა კაბინეტში, ჩაუდო წამალი და უთხრა: დაურეკე ახლა შენს ძმას, იმ მანქანის ფული არ გადამახდევინოს და ახლავე გიშვებო). ჩემმა ძმამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექვსი თვე გაატარა, რის შემდეგაც მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სანაცვლოდ, კოდუამ კიდევ ერთი "ტოიოტა" მოითხოვა".

ამ საკითხზე 2012 წელს საქმის განხილვა გაიმართა, რომელიც ღაჭავა-კოდუების გამარჯვებით დასრულდა. ლაურა ღაჭავა აცხადებდა, რომ ავტომანქანის საფას­ური თავად გადაიხადა(?!).

ნანა ფიცხელაური
MARINA
10 დეკემბერი 2015 02:52
ოთო კახიძე დიდი გაიძვერა სადისტი ნაცხროველია, ეს კაცი უნდა მოაშოროთ საზოგადოებას, მახსოვს საზიზღარი და უხამსი კომენტარები ამ არაკაცისგან
amiko
09 დეკემბერი 2015 20:01
კოდუა რომ წლების მანძილზე ხალხს ამწარებდა და ნარკოტიკებს უდებდა ე ყველასთვის ცნობილია!
dachi
09 დეკემბერი 2015 20:00
ადრე თუ გვიან ყველა დაისჯება იმ დანშაულებებისთვის რასაც წლების მანძილზე ჩადიოდნენ

რედაქტორის რჩევით