"აზრთა სხვადასხვაობა", ანუ რისი ეშინია სააკაშვილს?
07-12-2015
"აზრთა სხვადასხვაობა", ანუ რისი ეშინია სააკაშვილს?
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ამ დღეებში საიტმა "უკრაინსკაია რევოლუცია" გოკა გაბაშვილისა და მისი ძმის სავარაუდო სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა.


მკითხველმა იცის ჩანაწერის შინაარსი და ამიტომ მისი გადმოცემით აღარ დავღლით. ჩანაწერი ბევრი თვალსაზრისით არის საყურადღებო.
ჩანაწერი ათწუთიანია­ და ბევრი­ უცენზურო სიტყვაც ისმის. გოკა თანაპარტიელების გინებასაც არ ერიდება, თუმცა, აქ საყურადღებო სხვა მომენტებია:

1) მართალი აღმოჩნდა ხმები, პარტიაში დიდი განხეთქილებააო.
2) გიჟს სააკაშვილს მარტო მისი ოპონენტები არ უწოდებენ.
3) სააკაშვილს ეშინია, რომ
მას პარტიაში ჩააჩოჩებენ.
4) სააკაშვილი ისევ ყოფილ ძალოვანებს ეყრდნობა - ადეიშვილს და ახალაიას, რაც ადასტურებს, რომ მან ვერ­აფერი ისწავლა და ვერაფერი გაიგო.
5) ეს ყოფილი ძალოვანები "პაზორნი­ ტიპებად", თურმე, მარტო ჩვენ არ მიგვაჩნია და "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ლიდერი მაინც გვეთანხმება.
6) არ ცდებოდნენ ოპონენტები, როცა
წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ სააკაშვილს მხოლოდ მონები სჭირდება.­ ყოველ შემთხვევაში, იმავეს ამტკიცებს მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.


ახლა გაურკვეველი მხოლოდ ის რჩება, როგორ განვითარდება მოვლენები პარტიაში. ამ ჩანაწერმა შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის" მომავალი სრულიად შეცვალოს, თუ, რა თქმა უნდა, მიშამ და სხვებმა პოლიტიკური მიზნების გამო არ გადაყლაპეს შეურაცხყოფა და ისე არ გააგრძელეს ცხოვრება, ვითომ არაფერი მომხდარა. ამ ჩანაწერზე კომენტარი ჯერ მხოლოდ აკო მინაშვილმა და ნუგზარ­ წიკლაურმა გააკეთეს. ერთმა - დაგვიმონტაჟესო, მეორემ - რა პრობ­ლემაა, ყველა პარტიაში არსებობს აზრთა­ სხვადასხვაობაო. გაბაშვილი სააკაშვილს გიჟს ეძახის, ადეიშვილს აგინებს, ნახევარ პარტიას პრ...ჭებად მოიხსენიებს და ნუგზარ წიკლაური ამას აზრთა სხვადასხვაობას უწოდებს. ეტყობა, ამას მათ პარტიაში­ ახლა ასე ჰქვია.

იხილეთ ასევე: ბატონო მიხეილ, როგორ წაგართმევდა მარგველაშვილი იმას, რაც არ გაქვთ, ანუ რას ნიშნავს "გიჟი" "ნაციონალების" ენაზე?
simartle
11 დეკემბერი 2015 23:47
)))ბატონო მერაბ და დღეს მონებსვერ ხედავთ მთავრობა-პარლამენტში?მაშინ პრეზიდენტის მონები მაინც იყვნენ,დღეს კი გაურკვეველი ჯიშისა და ფულისმქონე არარაობის მონები არინ ქვეყნის სათავეში.სააკაშვილს თავისი საქმე აქვს გასაკეთებელი და დამიჯერეთ(გიჟია თუ არა) მაინც გააკეთებს-ისევე როგორც საქართველოში მოსპობს უკრაინაში სსრკ-ს,თავისი აზროვნებითა და მსოფმხედველობით.12 წლის წინათ საქართველოში კაცს ვერ წარმოედგინა უფასოდ ან უმაღლესში მოწყობა,ან მართვის მოწმობის აღება.გახსოვთ რამდენჯერ უნდა მისულიყავი სახმართველთან რომ რაღაც აბსურდული ცნობა(10 მანეთის ჩადებით) რომ აგეღო?დაგავიწყდათ რომ გაიშნიკები დილით ადრე გარბოდნენ რომ დღის გეგმაუფროსობისათვის და თავისი ოჯახებისათვის შეესრულებინათ?ბევრი რამ დაგვავიწყდა და ეხლა მიგვაჩნია რომ ასე უნდა ყოფილიყო და წერტილი.აი,უკრაინაში კი შევარდნაძის პერიდზე უარესი სიტუაციაა და დასავლეთს მიაჩნია რომ სააკაშვილს ძალუძს ამ ქვეყნის სწორ გზაზე დალაგება.ვნახოთ გამოუვა თუ არა,მაგრამ ჩავიხედოთ გულის სიღრმეში-სხვა ბევრი შესძლებდა ამის გაკეთებას 12 წლის წინ საქართველოში?თავის ნაკლი ყველას აქვს(ზოგს მეტი,ზოგს ნაკლები) მაგრამ არ გინდათ,ნუ დაეშვებით უბრალო ქოცის დონეზე.თქვენ ხომ ჟურნალისტობაზე პრეტენზია გაგაჩნიათ.
daviti
11 დეკემბერი 2015 13:04
სცორია-სააკასჰვილი რომ ცნობილი გიჯი და სულელია მისი პარტიის ცევრებიც აგიარებენ.რას იზამ ასეტია ეს ცხოვრება!!!!!!!!!!!
აკა
10 დეკემბერი 2015 14:29
სააკაშვილს არაფრის და არავისი ეშინია..დაწყნარდით და თქვენ ჩასვრილ საქმეებს მიხედეთ...
,,,ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“ სააკაშვილმა აქტიურ პოლიტიკურმუშაობის პერიოდში ბევრი მტერი გაიჩინა, განსაკუთრებით ,,წითელი ინტელიგენციის წრეში.. და ქართველ კრიმინალებში...
რობერტ სტურუა, გიორგი შენგელაია, წითელი მწერალთა კავშირის წევრები, წითელი ცნობილი მსახიობები და ა.შ. მათი უკმაყოფილო ქსენოფობიური ინტერვიუები გამსჭვალული, ძირითადად მისი პიროვნული თვისებების კრიტიკით...
მაგალითი ბატონ გიორგი შენგელაიას ინტერვიუდან..."სახტად დავრჩი, როდესაც დავინახე სასამართლოდან დროებით გამოშვეულ უგულავას რამდენი ადამიანი გულშემატკივრობდა. ვინ არიან, რა ჯურის ხალხია, გამაგებინეთ, ნუთუ უკვე დაავიწყდათ სააკაშვილი რამდენ ბოროტებას სჩადიოდა?". .....
ხშირად, სწყინთ, როცა პარალელს ვავლებ, ბატონ ზვიად გამსახურდიასთან...,რომელსაც პრეზიდენტობა ერთი წელიც არ აცალეს...
ზუსტად ასე ... პ ი რ ვ ე ლ პრეზიდენტის გაპრეზიდენტებას, დიდი წინააღმდეგობა გაუწია რ უ ს უ ლ ი კომკავშირისა და კომპარტიის მიერ გამოზრდილმა ე. წ ,,წითელმა ინტელიგენციამ,“ მთელი ქვეყნის კორუმპირებულ კრიმინალებზე და КГБ-ს საიდუმლო ქართველ წევრებზე დაყრდნობით... . მაშინდელ პრესში უპატიოსნეს პატრიოტ ადამიანზე მრავალ საზიზღრობას.წერნენ....;..; ., პარანოიკი“( თქვენთვის გასაგებ ენაზე სააკაშვილივით,,გიჟი), ,,ზოოპარკიდან მოიპარა შვლის ნუკრი,“ ,, КГБ -ს აგენტი“, ,, ხაზინის ქურდი“ ,, მოიპარა 40 კგ ოქრო“ ,,დიქტატორი,, და მრავალი საშინელება.... გამსახურდიას ოპონენტები აკრიტიკებდნენ, "მიუღებელი დიქტატორული ქცევისთვის".... პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა და ორი სხვა მინისტრი გადადგნენ და პროტესტის ნიშნად.ოპოზიციას შეუერთდნენ და, და"დემაგოგსა და ტოტალიტარს" უწოდებდნენ. ერთერთ სატელევიზიო გამოსვლაში, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი მტრები ქვეყნის შიგნით, ჩართული იყვნენ "საბოტაჟსა და ღალატში".
კომკავშირში და კომპარტიაში გაზრილმა, რ უ ს ე თ ი დ ა ნ, გამიზნულად შემოგდებულმა კგბ-ს გენერალმა შ ე ვ ა რ დ ნ აძ ე მ პრეზიდენტ ე ლ ც ი ნ ს პირნათლად შეუსრულა დ ა ვ ა ლ ე ბ ა. - ბატონი ზვიად გამსახურდიას ჯერ პუტჩი მოუწყო, ქვეყნიდან გააძევა და ბოლოს სამეგრელოს მთებში მოაკვლევინა რუსეთის კგბს-ს ქართველ ქილერებს...- იმავ დროს, მოხდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ო კ უ პ ა ც ი ა, ე.წ. ,,სამშვიდობო ძალებით“.
გაპრეზიდენტობისთანავე, შევარდნაძემ საქართველო ყაჩაღების ქვეყნად აქცია ; ყველაფერი გაიქურდა, ქარხნები ჯართად გაიყიდა. ყველა იპარავდა, მინისტრიდან დაწყებული . ჩააბნელა საქართველო; გაჩერდა ტრანსპორტი,. ქუჩებში დაძრწოდნენ შეიარაღებული მხედრიონელები და სხვა ბანდიტები, გამოჩნდა. რ ე კ ე ტ ი ,
.,,ვ ა რ დ ე ბ ი ს“ რევოლუციამ, მართვას ჩამოაშორა შევარნაძე... დაიწყო განათლებული ახალგაზრდა ენერგიული პრეზიდენტის , მიხეილ სააკაშვილის ხანა... ,, ამ სატანა ნაციონალებმა“ მოიპოვეს ელექტროენერგია, გაანათეს, ქალაქები და სოფლები. ჩართეს გაზი, დაიწყეს ინტენსიური აღმშენებლობა . დააგეს თანამედროვე გზები..... , ჩაატარეს რეფორმები, დაამყარეს წესრიგი. ხალხმა ამოისუნთქა.... ქვეყანა სახელმწიფოდ აქციეს.
ა ხ ლ გ ა ზ რ და მთავრობამ, საქართველო გ ა დ ა ა რ ჩ ი ნ ა..
. 2004 წლის იანვარში, პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით შეწყდა გამსახურდიასა და მისი მომხრეების მიმართ 1992 წლის 4 იანვარს აღძრული სისხლის სამართლის საქმე # 7492801 და სისხლის სამართლებრივი დევნა.
სააკაშვილმა შეასრულა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა 2004 წელს –პრეზიდენტი გამსახურდიას მშობლიურ მიწაში დაკრძალვაზე........ პრეზიდენტ გამსახურდიას ნეშტი გროზნოდან გადმოასვენეს და დაასაფლავეს 2007 წლის 1 აპრილს მთაწმინდის პანთეონში
2004 წლის იანვარში, პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით შეწყდა გამსახურდიასა და მისი მომხრეების მიმართ 1992 წლის 4 იანვარს აღძრული სისხლის სამართლის საქმე # 7492801 და სისხლის სამართლებრივი დევნა.
2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
.საქართველო 25 წელია ს ა ე რ თ ა შ ო რ ი ს ო სამართლის ს უ ბ ი ე ქ ტ ი ა. თავისუფლებაში აღზრილი, ახალგაზრდა ქართველები; , სწავლობენ და კვალიფიკაციას იმაღლებენ განვითარებული ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში... მუშაობენ სამეცნიერო კვლევით და კულტურულ ცენტრებში.

რედაქტორის რჩევით