მონეტები მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით - კვირის პალიტრა

მონეტები მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით

უკრაინაში საქართველოს ექს პრეზიდენტის, ამჟამად კი ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებიანი, სასუვენირო მონეტები გამოუშვეს.

როგორც გამოცემა „Думская" გვაცნობებს, მონეტა ნომინალით 1000 ლარი სპილენძისა და ნიკელისგანაა დამზადებული, თუმცა საზოგადოებას სთავაზობენ მონეტის უფრო ძვირადღირებულ ვერსიასაც, ის როგორც ვერცხლის, ასევე ოქროსგანაც არის დამზადებული და ერთ–ერთ უკრაინულ საიტზე იყიდება და კერძო საიუვილერო ფირმის კოლექციაში შედის. პროექტის ავტორთა თქმით, მონეტის შექმნის იდეა სააკაშვილის უკრაინის პრემიერ-მინისტრად შესაძლო დანიშვნას და ასევე მის დაბადების დღეს უკავშირდება.

ავერსზე გამოსახულია მიხეილ სააკაშვილი, ხოლო რევერსზე. როგორც უკრაინულად, ასევე ქართულად მონეტას აწერია: "რეფორმების დროა". რევერსზე შავის ზღვის გეოგრაფიული რუკაა, სადაც უკრაინა და საქართველო ერთადაა ნაჩვენები.

მონეტის ღირებულება 850 გრივნიდან 35 000 გრივნამდეა. მის ფასს შემადგენლობა განსაზღვრავს.

იხილეთ ასევე: "აზრთა სხვადასხვაობა", ანუ რისი ეშინია სააკაშვილს?

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

წყარო