დაუჯერეთ "გიჟს"!..
ესეც ორი! მესამე რიგში დგას. ალბათ მეოთხეც გამოჩნდება! სიმართლე გითხრათ, ასეთი იმედგაცრუებული აქამდე არასოდეს ვყოფილვარ. ყოველთვის მეგონა, ქართველებში თავმოყვარეობის გრძნობა გამძაფრებული იყო; მეგონა, საქართველოს ისტორიაში საკმარისად იყო მაგალითები საიმისოდ, რომ გვესწავლა...

თუმცა, ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილმა თავში კეტი ჩამცხო და გამომაფხიზლა. როდესაც პუტინის კაბინეტში ჩამომსხდარ და თავდახრილ ქართველ პოლიტიკოსებს ვუყურებ, ყოველთვის ვფიქრობ: რა საჭირო იყო ეროვნული მოძრაობა? ვისთვის იყო ეს საჭირო? ვისთვის ან რისთვის დაიღვარა 9 აპრილს სისხლი. იმისთვის, რომ ჩვენ
ისევ რუსეთთან მივხოხებულიყავით? მახსოვს, წლების წინ ჟირინოვსკი "რუსთავი 2"-ის ეთერით გვემუქრებოდა: მოვა დრო და ქართველები მუხლებზე მოხოხდებით ჩვენთანო.

იგი ამ ფრაზას ხშირად იმეორებდა და ყოველთვის ვფიქრობდი, გიჟია ეს ოხერი-მეთქი. ისიც მახსოვს, მაშინ დავწერე: ამას ვერასოდეს ეღირსებით, ვლადიმირ ვოლფოვიჩ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქ
ართველებმა ხოხვა არ იციან-მეთქი. ახლა საკუთარ თავზე და საკუთარ გულუბრყვილობაზე მეცინება. მართალი ყოფილა ბატონი ჟირინოვსკი. როგორც ჩანს, იგი უკეთ იცნობს ჩემი ერის წარმომადგენლებს.

არ ვიცი, რა დაემართა ჟირინოვსკის, მაგრამ იმ დღეს, როდესაც ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ჩავიდა, ანუ მისი წინასწარმეტყველება ახდა და ქართველებმა რუსეთთან მიხოხება დაიწყეს, მან უჩვეულო რამ თქვა: "არ არის საჭირო კრემლის კარზე მიკაკუნება. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენას მივესალმები, მაგრამ თქვენ გინდოდათ თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

თქვენ გყავთ კარგი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და არ არის საჭირო ერთიმეორის მიყოლებით ოპოზიციის წარმომადგენლების მოსკოვში ჩამოსვლა და ქედის მოხრა". არ ვიცი, როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა, ვლადიმირ ვოლფოვიჩი ხუმრობის ხასიათზე იყო, გულწრფელობის შემოტევა დაემართა, თუ ისიც კი შეაძრწუნა ქართველების საქციელმა. ვერ გეტყვით, მაგრამ ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა სურვილი, მას დავთანხმებოდი. დღემდე ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჟირინოვსკის ნათქვამზე ხელის მოწერის სურვილი გამიჩნდებოდა.

ერთადერთი, რის გამოც მას შეიძლება ამ შემთხვევაში ეკამათო, არის ის, თუ რამდენად კარგი პრეზიდენტია სააკაშვილი! დანარჩენი ისეა ნათქვამი, ვისურვებდი, ქართველ პოლიტიკოსებს მისთვის ყური დაეგდოთ. ჟირინოვსკის ამას წინათ ძალზე საინტერესო გამოსვლა ჰქონდა დუმაში, როცა მან რუს პოლიტიკოსებს მიმართა, - თქვენ გგონიათ, სააკაშვილია ჩვენი პრობლემა და თუ სააკაშვილს მოვიშორებთ, ქართველები ჩვენთან ყოფნას მოინდომებენ? დაივიწყეთ! ქართველები არასოდეს იქნებიან ჩვენთან; მათ ჩვენ არასოდეს ვუყვარდით. მთელი ორასი წელი ვეზიზღებოდითო. შეიძლება ამ ნათქვამში რაღაცები გაზვიადებულია, მაგრამ ვისურვებდი, რომ ამ შემთხვევაში მისთვის ყური რუს პოლიტიკოსებს დაეგდოთ და საქართველოს დაბრუნების მცდელობაზე ხელი აეღოთ. მაგრამ ვინ დაუჯერებს "გიჟ" ჟირინოვსკის?

ავანსი
როგორც სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფს, ირაკლი ალასანია დღეს ოპოზიციაში ყველაზე რეიტინგული ფიგურაა. რას ემყარება მისი რეიტინგი? მას ჯერ საზოგადოებისთვის წესიერად საკუთარი პროგრამაც კი არ გაუცნია. არც სერიოზული კამპანია უწარმოებია. ეს რეიტინგი თითქმის მთლიანად არის ავანსი, რომელიც ალასანიაზე ქართველი საზოგადოების ნაწილმა გასცა, იმ ნაწილმა, რომელსაც პოლიტიკაში ე.წ. "გიჟების" და ექსცენტრიკული ლიდერების ყურება მოჰბეზრდა და სურს ჭკუადამჯდარი, რაფირინებული ლიდერი იხილოს. მოკლედ, დღეისათვის ალასანიას მთელი რეიტინგი დგას იმაზე, რომ იგი "გიჟი" არ არის.

სხვა მას ქართველი საზოგადოებისთვის ჯერ არაფერი შეუთავაზებია. არადა, დროა შესთავაზოს. ლიდერის ტვირთისთვის მხოლოდ რაფინირებულობა საკმარისი არ იქნება. მან ქართველ საზოგადოებას თავი სხვა კუთხითაც უნდა გააცნოს, უნდა აჩვენოს, რომ შეუძლია გადამწყვეტ მომენტში გადაწყვეტილების მიღების სიმძიმე საკუთარ თავზე აიღოს; მას შეუძლია იყოს მტკიცე და არ ირწეოდეს, "ვითარცა ლერწამი ქართაგან". წინა ორი კვირის განმავლობაში მისმა საქციელმა ამ კუთხით კითხვის ნიშნები ნამდვილად გააჩინა. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მასზე იმედს ამყარებს, მისგან ბუნებრივია, მეტ წინდახედულობას და სიმყარეს ელოდება.

ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თვითონ არ სჯერა ბოლომდე საკუთარი ძალების. არ სჯერა, რომ მას ეს შეუძლია. ვიდრე შენ არ ირწმუნებ, ბუნებრივია, სხვას ვერ დაარწმუნებ, რომ გამოგყვეს. წინა კვირას ვერის საკალათბურთო დარბაზში ალასანიას საზოგადოების ერთი ნაწილის სახელით რაგბის ბურთი გადასცეს და ხელისუფლების ჩათვლის მოედანზე დამიწება მოსთხოვეს.

რატომ რაგბის ბურთი და არა კალათბურთის ან ფეხბურთის? იმიტომ, რომ ტოტალური იმედგაცრუების ფონზე სწორედ ქართველმა მორაგბეებმა დაუბრუნეს ხალხს საკუთარი თავის რწმენა. სწორედ მორაგბეებმა აჩვენეს, რომ ყოველგვარი პირობების გარეშეც (ზოგჯერ წესიერი სავარჯიშო მოედანიც კი არ ჰქონდათ) გამარჯვება შეიძლება და ხალხი სტადიონზე მიიყვანეს. ალასანიამ ბურთი ჩაიბარა. ვნახოთ, გადაედება თუ არა მას მორაგბეების მებრძოლი სული.
მკითხველის კომენტარი (10)
voodoo
14 მარტი 2010 14:23
ტვინი რომ ქონოდათ საზღვარს არ გახნიდნენ სვის გამო ყველა თავის პოსტზე ფიქრობს ჯობია ისევ ირანს დავუბრუნდეთ)
kkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkkk
13 მარტი 2010 19:42
jirinovskis sitkvebs rom daetanxmeba adamiani jirinovskize meti intelekti ar ekneba imas..jirinovskim miafurtxa ese gamodis burjanazes da es dedakaci etanxmeba!!!!!!!!!
zura
10 მარტი 2010 23:03
ვაი პოლიტიკოსების მუხლებზე ხოხვა.(მოღალატეობა, სამწუხაროდ ჩვენი ისტორიის თანმდევია)
marina
09 მარტი 2010 16:27
ბურჯანაზეს და ნოღაიდელის დრო წავიდა. სადაც უნდა იქ ირბინონ! თუკი ხალხი მაინც მოტყუვდა, მაშინ მე უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო საერთოდ ქართველებზე?!
elguja niqabadze
09 მარტი 2010 13:15
ვთქვათ და ეს ნოღაიდელი და ფქვილვოვნა მიშამ გაგზავნა, მარა დავიჯერო პუტინს მეტი საქმე არა აქვს მიშას გამოგზავნილს ხალხს რო ხვდება?
მეორეს მხრივ, თუ ესენი მიშამ გაგზავნა და ყველამ იცით ეს ამბავი, რატო გრეჩიხამ, დავითაშვილმა და ძმანმა მათმა არ იციან? თუ ეგენიც სააკაშვილის ხალხი არიან?
გარდა ამისა დააკვირდით ვის გარშემოა ოპოზიცია გაერთიანებული.
ნოღაიდელი, ბურჯანაძე ( "რადიკალები" მათთან არიან ), ალასანია "ზომიერების" ლიდერია, ნოემბრის მოვლენები ოქრუაშვილის დაქყებულია ფაქტიურად.
ამ ხალხს თუ რამის თავი ქონდათ ხელისუფლებაში არ იყვნენ?
ძალაუფლება არ ქონდათ თუ გავლენა?
ამხელა თანამდებობებზე იყვნენ და ვერაფერი გააკეთეს და ახლა რატო უნდა ვენდო ნეტავი?
ცუდია ხელისუფლებაო გაყვირიან ერთხმად.
აქ ორი ვარიანტია:
1 - შენც იყავი ამ ხელისუფლების ერთ-ერთი რგოლი ( თან ძალიან მნიშვნელოვანი ) და შენც იღებდი მონაწილეობას.
2 - თუ მონაწიულეობას არ იღებდი და ვერაფერს ვერ აკონტროლებდი, მაშინ ვერ ყოფილხარ "მაგარი" ( სხვა გამოთქმაც შეიძლება მივუსადაგოთ ).


p.s. ნეტავ როდის მორჩება ქვეყნის ინტერესების 37 მანეთად და უფასო ნატაშად შეფასება?!
xatuna08
09 მარტი 2010 13:14
როგორც ყოველთვის მეტრეველი ტავის დონეზეა რა! ყოჩაღ!!!!!!!!!!!!!!!!!!
iri_ira
09 მარტი 2010 11:05
გეთანხმები ბარნაბა! კარგად ვხვდებით ვისი გაგზავნილიც არიან პუტინტან!!! სამივე გაიტანეთ!!!
tamo
09 მარტი 2010 10:52
სტატია მაღალ შეფასებას იმსახურებს. მეტრეველი კარგად წერს. ვისიამოვნე.მადლობა.
robi
09 მარტი 2010 01:12
უსინდისო კალია

არავიტარი რეიტინგი არააკვს საკარტველოსჰი და იმიტომ ცჰავიდა მოსკოვსჰი
ბარნაბა
08 მარტი 2010 13:19
რად გვინდა ჟირინოვსკის გამონათქვამი,რომ დავიჯეროთ ნაცები რუსების აგენტები არიან.ან როგორ ვერ ხვდება ეს მონა ქართველები რომ ნოღაც და ანზოროვნა ჩვენმა"გიჟმა"გააგზავნა პუტინთან და ყველანაირ კვიპროსი ან ფინეთის ვარიანტზეც თანახმაა ოღონდ კრესლო შეინარჩუნოს:((

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?