"შეაფურთხე და შეაგინე მურუსიძეს" - ირაკლი კაკაბაძე ახალ კამპანიას იწყებს - კვირის პალიტრა

"შეაფურთხე და შეაგინე მურუსიძეს" - ირაკლი კაკაბაძე ახალ კამპანიას იწყებს

"მურუსიძის არჩევით ირინა ენუქიძეს მეორედ მოუკლეს შვილი"

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს, მის კანდიდატურას იუსტიციის სამინისტროს 11 წევრიდან 10 - მა დაუჭირა მხარი. სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რომლის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მწერალი ირაკლი კაკაბაძე დააკავეს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

იხილეთ ასევე: მურუსიძემ პრეზიდენტი ზეწოლაში დაადანაშაულა - იცოდეთ მათი გვარები, ვინც მის უვადო მოსამართლეობას დაუჭირა მხარი

- გამათავისუფლეს ხელწერილით და სასამართლო იქნება ორშაბათს, 28 დეკემბერს 12 საათზე. მურუსიძის დანიშვნა ეს არის სამარცხვინო ფაქტი. მე და ჩემი მეგობრები, ის ხალხი ვინც შეკრებილი ვიყავით იუსტიციის საბჭოსთან, ვიწყებთ კამპანიას "შეაფურთხე და შეაგინე მურუსიძეს". ყველა პატიოსანი მოქალაქის ვალია, რომ მურუსიძის მიერ მიღებულ არცერთ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმოს, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ დაუმორჩილებლობის აქციასაც და მის არცერთ გადაწყვეტილებას არ დავემორჩილებით. არ ვიცი ხელისუფლების რომელმა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი ლევან მურუსიძის კანდიდატურას (იმედია, ასეთი ცოტა იქნება), მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვინც მას მიემხრო არცერთ მათგანს არ ჰქონია სინდისი. ვპირდები მურუსიძეს, მოსამართლეობას კი არა, ცხოვრებას შევაძულებთ!

- რა ფორმით აპირებთ პროტესტის გამოხატვას?

- პროტესტის რა ფორმას გამოვიყნებეთ ჯერ არ ვიცი, მაგრამ სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებები უფრო კარგია, ამიტომაც ალბათ ჩვენც ასე ვიმოქმედებთ. ბატონი მურუსიძე ყოველწამს უნდა ელოდოს რომ ვიღაც შეაფურთხებს და შეაგინებს.

- ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ლევან მურუსიძის არჩევას შეცდომად მიიჩნევს, თუ აქვთ მათ რაიმე ბერკეტი მურუსიძის წინააღმდეგ?

- კი, აქვთ და იმედია გამოიყენებენ. მაგალითად, შესაძლებელია იმპიჩმენტი. სხვათა შორის დღეს პრეზიდენტმა თქვა ,,მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანო" და მურუსიძის დანიშვნას ,,საზოგადოების მიუღებელი" უწოდა. იმედია პრეზიდენტი აასრულებს თავის ნათქვამს … პარლამენტის წევრების იმედიც მაქვს. ეს მხოლოდ გირგვლიანების ოჯახის კი არა მთელი საქართველოს შეურაცხყოფა და დაცინვაა. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ მურუსიძის არჩევით ირინა ენუქიძეს მეორედ მოუკლეს შვილი.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ასევე: "ვინც მურუსიძე აირჩია, ის ქვეყნის მტერია!" - სამართლიანი სასამართლოს დასამარება "ჯილდოების ქვეყანაში"