28-12-2015
დაიბარებენ თუ არა პროკურატურაში ჯანყარაშვილს, შავლიაშვილს, ზედელაშვილს და ცაბუტაშვილს?!არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, პროკურატურაში ყოფილი მაღალჩინოსნები დაიბარონ. პროკურატურა ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ადასტურებს. თუმცა, ექსპერტი მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ წინ არაერთი სკანდალური საქმე გველის. "წინ არაერთი ხმაურიანი დაკითხვა და დაკავება გველოდება. მით უმეტეს, ეს პროცესი კოალიციისთვის წინასაარჩევნოდაც მომგებიანი იქნება. საერთოდ, ირაკლი ღარიბაშვილის ახლობელი იქნება თუ ჩემი, ნებისმიერი დამნაშავე სათანადოდ უნდა დაისაჯოს. საზოგადოებაში ე.წ. კახური კლანის შესახებ, დიდი ხანია, მითქმა-მოთქმა არ წყდება,
ნარმანიაც გადადგება?!

დავით ნარმანიას საქმიანობა არა მხოლოდ საზოგადოებაში, მმართველ გუნდშიც უკმაყოფილებას იწვევს. მერიამ მიმდინარე წელს ასი მილიონის ათვისება ვერ შეძლო, ანუ, ვაკის რაიონის გარდა, ფაქტობრივად, სხვა გამგეობებმა განსაზღვრული გეგმის შესრულება და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება ვერ მოახერხეს. კითხვები კორუფციის თვალსაზრისითაც არსებობს, ტენდერები, პრაქტიკულად, ვერ ტარდება, ანუ ჯამში, მერიაში მენეჯმენტი აბსოლუტურად მოშლილია. სწორედ ამიტომ არსებობს მოთხოვნა, რომ ნარმანიამ პოსტი ვადაზე ადრე დატოვოს. არ არის გამორიცხული, თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდეს, თუმცა, თუ "ქართულ ოცნებას" საზოგადოების გულის მოგება სურს, ნარმანია დროულად უნდა გადააყენონ.
რუსუდან შელია