იცნობდეთ მათ, ვინც მურუსიძეს დაუჭირეს მხარი - კვირის პალიტრა

იცნობდეთ მათ, ვინც მურუსიძეს დაუჭირეს მხარი

თამარ ალანია

2010 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ თამარ ალანიას თავმჯდომარეობით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი მუხროვანის სამხედრო ამბოხთან დაკავშირებით.

შოთა გეწაძე

- 2011 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ძალაში დატოვა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. 2012 წელს გეწაძე იხილავდა ოპოზიციური პარტიების დაჯარიმების საქმეებს.

ილონა თოდუა

- 2012 წელს ილონა თოდუას გადაწყვეტილებით კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პოლიტიკური პარტიები 2 383 097 ლარით დაჯარიმდნენ.

პაატა სილაგაძე

- ფიგურირებს ქიბარ ხალვაშის კომპანიების 24 მლნ ლარით დაჯარიმების საქმეში, რის საფუძველზეც 2009 წელს ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს.

ზაზა მეიშვილი

- 2006 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში ზაზა მეიშვილმა ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ.

კახაბერ სოფრომაძე

- ის შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილე გელა ხვედელიძესთან "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში მუშაობდა, შემდეგ კი იცავდა გელა ხვედელიძის ინტერესებს სასამართლოში.

ევა გოცირიძე

- მისი კანდიდატურა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედაც წარედგინა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა არჩევანი ნინო გვენეტაძეზე გააკეთა. საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს წევრად ის 2013 წელს აირჩია.

მერაბ გაბინაშვილი

- პარლამენტმა მას, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრს, ნდობა ასევე 2013 წელს გამოუცხადა.

ლევან თევზაძე

- 2009-2012 წლებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გახლდათ. იუსტიციის საბჭოს წევრად 2013 წელს აირჩიეს. დღეს ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეა.

ვახტანგ თორდია

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე პარლამენტმა 2013 წლის 14 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია. იხილეთ ასევე: "შეაფურთხე და შეაგინე მურუსიძეს" - ირაკლი კაკაბაძე ახალ კამპანიას იწყებს

იხილეთ ასევე: "შეაფურთხე და შეაგინე მურუსიძეს" - ირაკლი კაკაბაძე ახალ კამპანიას იწყებს