იცნობდეთ მათ, ვინც მურუსიძეს დაუჭირეს მხარი
28-12-2015
იცნობდეთ მათ, ვინც მურუსიძეს დაუჭირეს მხარი








თამარ ალანია



2010 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ თამარ ალანიას თავმჯდომარეობით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი მუხროვანის სამხედრო ამბოხთან დაკავშირებით.


შოთა გეწაძე



- 2011 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ძალაში დატოვა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. 2012 წელს გეწაძე იხილავდა ოპოზიციური პარტიების დაჯარიმების საქმეებს.

ილონა თოდუა



- 2012 წელს ილონა თოდუას გადაწყვეტილებით კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პოლიტიკური პარტიები 2 383 097 ლარით დაჯარიმდნენ.

პაატა სილაგაძე




- ფიგურირებს ქიბარ ხალვაშის კომპანიების 24 მლნ ლარით დაჯარიმების საქმეში, რის საფუძველზეც 2009 წელს ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს.

ზაზა მეიშვილი



- 2006 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში ზაზა მეიშვილმა ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით კონტროლის პალატის ყოფილი
თავმჯდომარის სულხან მოლაშვილისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ.

კახაბერ სოფრომაძე



- ის შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილე გელა ხვედელიძესთან "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში მუშაობდა, შემდეგ კი იცავდა გელა ხვედელიძის ინტერესებს სასამართლოში.

ევა გოცირიძე



- მისი კანდიდატურა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედაც წარედგინა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა არჩევანი ნინო გვენეტაძეზე გააკეთა. საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს წევრად ის 2013 წელს აირჩია.

მერაბ გაბინაშვილი



- პარლამენტმა მას, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრს, ნდობა ასევე 2013 წელს გამოუცხადა.

ლევან თევზაძე



- 2009-2012 წლებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გახლდათ. იუსტიციის საბჭოს წევრად 2013 წელს აირჩიეს. დღეს ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეა.

ვახტანგ თორდია



- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე პარლამენტმა 2013 წლის 14 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია. იხილეთ ასევე: "შეაფურთხე და შეაგინე მურუსიძეს" - ირაკლი კაკაბაძე ახალ კამპანიას იწყებს

იხილეთ ასევე: "შეაფურთხე და შეაგინე მურუსიძეს" - ირაკლი კაკაბაძე ახალ კამპანიას იწყებს
cico
10 იანვარი 2016 14:38
რა მარტალი ყოფილა გორბაცჰოვა
...
30 დეკემბერი 2015 13:49
მეორე ანეგდოტი: მეხუთე კლასელმა სკოლაში გამოიჭირა მეოთხე კლასელი და უმოწყალოდ სცემს. მეოთხეკლასელმა - რატომ მცემ რას მერჩიო. მეხუთეკლასელმა მიუგო - ერთი საათის წინ მეექვსე კლასელმა მცემა და მაგიტომო.
...
30 დეკემბერი 2015 13:45
ანეგდოტი: სამსახურიდან მოსულ ქმარს ცოლი ეუბნება მეზიზღებიო, და რატომო ქმარმა. ცოლი პასუხობს ეგ ჯერ არ მომიფიქრებიაო.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები