კვირიკაშვილი ინტერნეტ-კაზინოების წინააღმდეგ - აიკრძალება ონლაინ აზარტული თამაშები?!
კვირიკაშვილი ინტერნეტ-კაზინოების წინააღმდეგ - აიკრძალება ონლაინ აზარტული თამაშები?!
"თუ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი რეგულაციების აღსრულება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, სხვა ტიპის ზომებიც მივიღოთ"

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის აზრით, ე.წ. ინტერნეტ-კაზინოების მიმართ ძალიან მკაცრი რეგულაციები უნდა დაწესდეს.

"აზარტულ თამაშებს რაც შეეხება, თქვენ ახსენეთ ინტერნეტ-კაზინოები. მე საფუძვლიანად შევისწავლი ამ საკითხს. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი, თუ არ იქნა ძალიან მკაცრი რეგულაციები. მე უბრალოდ მინდა გავერკვე, როგორ შეიძლება ამ ტიპის ბიზნესში მკაცრი რეგულაციების აღსრულება. თუ ჩვენ მივედით
იმ დასკვნამდე, რომ ასეთი რეგულაციების აღსრულება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, სხვა ტიპის ზომებიც მივიღოთ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საფუძვლიანად შევისწავლით ამ საკითხს და შევეცდებით, რომ ის ზიანი, რომელიც მოქალაქეებისთვის მოაქვს ამ ბიზნესს, თავიდან იქნას აცილებული
", - განაცხადა კვირიკაშვილმა დღეს მიმდინარე პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ
სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

რაც შეეხება ფიზიკურ კაზინოებს, კვირიკაშვილის თქმით, თუ არის რაიმე ტიპის დამატებითი რეგულაცია საჭირო, მთავრობა ამას შეისწავლის, თუმცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, ამ ბიზნესს არაფერი უნდა დაემუქროს, რადგან ის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრიისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

"ინტერპრესნიუსი"
bacho
30 დეკემბერი 2015 06:38
აკრზალე ყველგან გარდა საკურორტო ზონებისა.
darejani
29 დეკემბერი 2015 23:03
ბატონო გიორგი,უფალი გაგაძლიერებთ,თუკი კაზინოებს აკრძალავთ,რამდენი ოჯახის სიმშვიდე ,ეკონომიკა ,ჯანმრთელობა შეიწირა ამ სატანისეულმა ჩანაფიქრმა.ერთეული ადამიანების გამდიდრების არაადამიანურმა იდეამ ოჯახები დაანგრია,ადამიანები გააუბედურა,თუკი ამ საქმეს არ მიეხედა,ვინ იცის რა ელის ჩვენს მომავალს!
...
29 დეკემბერი 2015 21:31
კაზინოები ცუდია, მაგრამ ხალხი დასაქმებულია და მათი გაუქმება ბევრს დააკარგვინებს სამუშაოს და ამდენი უმუშევრობის ფონზე ამის აკრძალვა არ იქნება კარგი. ხალხი რამე სხვას იპოვის მაინც.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა