"ქართული ოცნების" მხიარული არიფანა - ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი და სხვები... - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" მხიარული არიფანა - ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი და სხვები...

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა, ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ძველით ახალი წელი საგურამოში, გურამიშვილების მარანში აღნიშნეს.

შეკრებას ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლეებთან ერთად ესწრებოდნენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმრავლესობიდან საახალწლო თავყრილობას მხოლოდ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები ესწრებოდნენ, ისე, რომ იქ პარლამენტის თავმჯდომარეც კი არ გამოჩენილა. "ჩვენ დღეს ძველით ახალ წელს აღვნიშნავთ. არანაირი პოლიტიკური საკითხები შეხვედრაზე არ განიხილება", - აცხადებდნენ უმრავლესობის წევრები. გავრცელებული ინფორმაციით, სუფრას თემურ ჭკუასელი თამადობდა.

თავყრილობის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე პოლიტიკურ საკითხებზე მინიმალური დოზით ისაუბრეს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არის "ქართული ოცნების" გუნდის წევრი და ის ღონისძიებას სწორედ ამ სტატუსით დაესწრო. "ახალი წელი მივულოცეთ ერთმანეთს. იყო მოკრძალებული სუფრა და ვფიქრობ, კარგი საღამო გამოვიდა. უახლოეს დღეებში, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია კოალიციურობა და სიები, ყველაფერზე გექნებათ პასუხები. დღეს იყო ახალი წლის აღსანიშნავი საღამო. სპორტსმენები იქნებიან სიებში, მსახიობები, ზეინკლები, თუ იურისტები, ეს, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობა მოითხოვს, ისე იქნება ჩვენი გუნდის მხრიდან. ეს არის გუნდი, რომელიც არის უშლელი და ირაკლი ღარიბაშვილიც იყო სტატუსით, რასაც ჰქვია მეგობარი და ამ გუნდის წევრი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გურამიშვილების მარანთან "ქართული ოცნების" წევრთა თავმოყრის კადრები ტელეკომპანია "პრველმა" გაავრცელა, გთავაზობთ ფოტოგალერეას.

იხილეთ ფოტოგალერეა

ვიდეო