"ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, კობახიძეს გადაცდომა მოუვიდაო"
"ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, კობახიძეს გადაცდომა მოუვიდაო"
"გუგული მაღრაძე მართლა ადგა და ივანიშვილის მაგიდასთან გადავიდა. ისე, მეც კი გადავინაცვლე მეორე მაგიდასთან, მასაც შეუძლია ჩემზე იგივე განაცხადოს. სხვათა შორის, მე "რაშა ორერას" ვმღეროდი, გუგული - "მხოლოდ შენ ერთს".

გასულ კვირას პარტია "ქართული ოცნების" წევრებმა ყოფილ პრემიერებთან - ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე მოქმედ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ახალი წელი საგურამოში აღნიშნეს. შეკრების დეტალებზე გლდანის მაჟორიტარი სოსო ჯაჭვლიანი საუბრობს:

- საახალწლო სუფრისთვის­ 100-100 ლარი შევკრიბეთ. რა
You must have Flash Player installed in order to see this player.
გაუჭირდა "ქართულ ოცნებას" ისეთი, რომ თანხა ჩვენ დაგვადებინა? ეს, ხუმრობით, თუმცა არა მხოლოდ ჩემი, ჩემი მეუღლის თანხაც მე დავდე. არადა, საგურ­ამოში მარტო მივედი. როდესაც კოლეგებმა მკითხეს, მეუღლე სად არისო, ვუპასუხე, ცოლმა მითხრა, სირცხვილით როგორ წამოვალ, მსახიობები და რეჟისორები არ ნდომებიათო და კონცერტზე წავი­და-მეთქი. მართლა ასე მოხდა.

- საახალწლო სუფრასთან პოლიტიკურ საკითხებზე თუ ისაუბრეთ?

- დარბაზში ორ 30-კაციან მაგიდასთან ვისხედით. სუფრა რომ მთავრდებოდა და წამოვიშა­ლეთ, ყველა, მათ შორის, ყოფილი და მოქმედი პრემიერები გავაჩერე, და ხუმრობით ვუთხარი: ამბობენ, სიის საკითხი უკვე გადაწყვეტილია.
ვინც ბიძინა
ივანიშვილის მაგიდასთან მოხვდა, ბედნიერია, რადგან სიაში მოხვდება, ვინც სოსო ჯაჭვლიანის მხარეს აღმოჩნდა, ყველა "გადაყრილიაო". ეს რომ გუგული მაღრაძემ გაიგონა, წამოხტა, ვაითუ, სიაში ვერ მოვხვდეო და გიტარით ხელში ბიძინა ივანიშვილის სუფრასთან გადაინაცვლა, თუმცა როდესაც ივანიშვილმა სოსო ჯაჭვლიანზე დადებითად ისაუბრა, მაშინვე დაუბრუნდა საკუთარ ადგილსო.

- ახლა ამ ხუმრობით გუგული მაღრაძის სურვილებს ახმოვანებთ?
- ხუმრობაა, მაგრამ გუგული მაღრაძე მართლა ადგა და ბიძინა ივანიშვილის მაგიდასთან გადავიდა. ისე, მეც კი გადავინაცვლე მეორე მაგიდასთან, მასაც შეუძლია ჩემზე იგივე განაცხადოს. სხვათა შორის, მე "რაშა ორერას" ვმღეროდი, გუგული - "მხოლოდ შენ ერთს".

- შეკრებაზე არ იყვნენ ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე?
- ისეთი ფორმატის შეკრება იყო, კობახიძე
არც უნდა ყოფილიყო. მისი ახალგაზრდობით რაც მოხდა - მოხდა, მე არავის "შევეტენები", "დავაი, რა", მაგრამ კობახიძის განცხადება პირდაპირი შეურაცხყოფა გახლდათ.

- ბიძინა ივანიშვილმა მხარდაჭერა თქვენ აღგითქვათ?

- ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, კობახიძეს გადაცდომა მოუვიდაო და მეტი არაფერი.

- თემურ ჭკუასელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი სხვადასხვა სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა მათ, ვინც საარჩევნო სიაში ვერ მოხვდება. თქვენ სად უნდა დასაქმდეთ?
- ჩვენ ერთი გუნდი ვართ. მნიშვნელობა არა აქვს, სამთავრობო­ სტრუქტურებში ვიქნებით, თუ პარ­ლამენტში, თუ დღეს თავდას­ხ­მაში ხარ, უნდა ამოისუნთქო და სა­თადარიგოთა რიგებში გადაინაცვ­ლო.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (34)
ლილი
01 თებერვალი 2016 10:51
ჯერ იყო... მიშა და მისი კახპები გვაჯდნენ, ახლა ეს ხიხოები
mzia
28 იანვარი 2016 15:53
სამარცხვინოები/ვაი ცჰვენს პატრონ ვის ვადზლევტხმას.როგორ სჰეიდზლება ესენი კვეკნის მარტვის სადავეებტან მიუსჰვა, ამაზრზეია ტკვენი კმედება გონს მოეგეტ, გირსეულად მოიკეციტ, რას ტინგიცობტ.
nini
26 იანვარი 2016 06:38
ეჰ კიდევ ბიძო?? კიდევ პარლამენტი, კიდევ ნაც-კოცების გარჩევა, გეგონება რომელიმე სჯობდეს ერტმანეტს მაინც? :-) ვაი საკარტველო, ამედენი "მატხოვარი-უნამუსო და სინდის-ნამუს გარეცხილი მოკალაკის ჩატვლიტ რომ გეყოლება". ამიტომ მიდის კარგად საკმე, ტორემ რა უნდა ამ პატარა ღვტიტ კურტხეული კვეყნის მოვლას?? ამდენი რესურსი გკონდეს და შიმშილიტ სული გძვრებოდეს?? მაგრამ ასე აწყობტ კარტველ ტუ გარეშე პიპრს. ივანისვილს მხოლოდ სააკაშვილის და მისი ცოლიასტვის, ნაც მოძრაობისტვის, "ელიტისტვის" და ემეტებოდა/ემეტება პული, ტორემ მას მარტლა რომ კვეყნის მშენებლობა დაესახა მიზნად ასე არ ვიკნებოდიტ და ხელს მაინც არ შეგვიშლიდა ამ კოჰაბიტაციიტ და რესპებიტ. ის ამერიკის მოგზავილი და დასმულია ხალხნო გაიგეტ, შეიბერტყეტ ტავები , და ამიტომაც არის ცხოვრება რომ არ გამოსწორდა საკარტველოში. არ გადაიდგა ნაბიჯები კვეყნის სასიკეტოდ
glaxuna
20 იანვარი 2016 23:23


მეოცნებეებო-ღრუსეთუმეებო
არც კი იციან ,რომ ბოლოს ერთი ვირთხა ყველას გ ა გ ყ ი დ ი თ,ჯერ გ ა მ ო გ ი ყ ე ნ ე ბ თ და მერე გ ა გ ყ ი დ ი თ,ისე როგორც გ ი ყ ი დ ა თ !!!

მტერთან
ერთი ადგილის მუდამ მოთამაშე ნაც-ების მოძულეები რომ ...ნაც-ებზე დაიწყებენ საუბარს(?!!!)

წ ა დ ი თ დაიმალეთ ,წადით...4 წელია ბ რ უ ტ უ ნ ო ბ თ და მეტს ვერაფერს და არაფერს აკეთებთ და გადააქციეთ საქართველო ურუსეთის ყოვლად უპერსპექტივო გ უ ბ ე რ ნ ი ა დ -

როდის იყო მ ხ დ ა ლ ი და მშიშარა,მით ხარბი და უვიცი ბუნებიდან წამოსული მტერთან ფარისევლებით ღ ი რ ს ე უ ლ ი შეიქმნებოდე და მით შემოქმედი ბუნება განემტკიცოს ა ღ მ შ ე ნ ე ბ ლ ო ბ ი ს ა თ ვ ი ს?!

არა,თან ნაც-ების მოძულეები 260 წლოვან მტერს ურუს-მონღოლეთს,ანუ მუდამ ,,მონების ქვეყანას,, რომ ე ფ ა რ ი ს ო ვ ლ ე ბ ი ა ნ და თან ...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები