კახა ოქრიაშვილი: "მაქვს გეგმა, გავხდე დეპუტატი და გავხდები კიდეც"
18-01-2016
კახა ოქრიაშვილი: "მაქვს გეგმა, გავხდე დეპუტატი და გავხდები კიდეც"
"ენზელ მკოიანი ნინოწმინდაში, გოდერძი ბუკია კი ხობში მაჟორიტარ კანდიდატებად წარდგენას გეგმავენ. გოგი ლიპარტელიანს ლენტეხში კენჭის ყრა აღარ უნდა"

საპარლამენტო ფრაქცია "უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარების" თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი ადასტურებს, რომ ფრაქციის წევრებს მომავალ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი აქვთ:

- მინდა, დმანისში კენჭი მეოთხედ ვიყარო. ფრაქციის დანარჩენი წევრებიც ჩემს აზრზე არიან. კერძოდ, ენზელ მკოიანი ნინოწმინდაში, გოდერძი ბუკია კი ხობში მაჟორიტ
არ კანდიდატებად წარდგენას გეგმავენ. გოგი ლიპარტელიანს ლენტეხში კენჭის ყრა აღარ უნდა, გია გოზალიშვილი კი ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

- მმართველ გუნდში შესაბამისი მხარდაჭერა გაქვთ?

- არ ვიცი, სიებს ვინ ადგენს,­ მაგრამ ჩვენ პოზიციას არ ვმალავთ.­

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანანა კობახიძე "ნაციონალურ მოძრა­ობასთან" ასოცირებული პოლიტიკოსების ახალ სიაში მოხვედრის წინააღმდეგია.

- ჩვენ პარტიულები არასოდეს ვყოფილვართ, თუმცა მხარდამჭერები ნამდვილად ვიყავით. მე შევარდნაძის პერიოდში
მოვიგე არჩევნები, როგორც დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა.

- თქვენი 12-წლიანი დეპუტატობიდან დმანისმა რა კონკრეტული შედეგი მიიღო?
- პარლამენტში სერიოზულ კანონებზე ვიმუშავე.

- თუ "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელი აღმოჩნდით, ოპოზიციურ პარტიებთან ითანამშრომლებთ?

- მაქვს გეგმა, გავხდე დეპუტატი და გავხდები კიდეც, რადგან მაღალი რეიტინგი მაქვს.

რუსუდან შელია
Dabali cico
03 თებერვალი 2016 00:42
მოვითხოვთ რობინ ჰუდს დმანისის მაჟორიტარად ნუ თუნდაც სიით იყოს მთავარია რობინი იყოს :) მომწონს (:) 73 რობინ ჰუდი ხმა მიეცით ფიფლლლლლლ
მარუსია
01 თებერვალი 2016 20:11
ენზელ მაკოიანი ნინოწმინდაში გოდერძი ბუკია ხობში კგია გოზალიშვილი ჯერ არ ჩამოყალიბებულა სულ რომ საკუთარ თავზე ფიქრობთ და ტქვენ რა გინდათ იმაზე საუბრობთ ერთხელ თუ მაინც გიკითხიათ საკუტარ თავისთვის ქვეყანას რა უნდა სულ როგორ გინდათ რომ შენი და შენი პორტირებული მეგობრობის მანდატებით გქონდეტ სავაწრო თემა ხელისუფლებასთან და ნუ აყვედრი ხელისუფლებას ვითომდა გვერდით უდგეხარ ხვალ რომ ნაცები მობრუნდნენ ისევ იქით გადახტები გადაიხდი თანხას და ისინიც ტაშ ფანდურით შეგხვდებიან ჩვენ დმანისელებსდა ალბათ არც არავის არ უნდა არა ერთგული და მოთამაშე ადამიანი
xx -s
27 იანვარი 2016 15:25


გამკვირვებია ბატონი კახასი. კარგი ბიზნესმენია,ერთ ერთი უმდიდრესი ადამიანია. სიკვდილამდე დეპუტატობა რაში სჭირდებაო? არავინ რომ არ შეუმოწმოს წამლების ხარისხი და ნაანგარიშები მოგება!

რედაქტორის რჩევით