პრემიერმა განათლების სისტემაში რამდენიმე მიმართულებით რეფორმა უკვე დააანონსა.
რა მიმართულებით საჭიროებს სისტემა გაჯანსაღებას და შეცვლის თუ არა თამარ სანიკიძეს განათლების მინისტრის პოსტზე, "კვირის პალიტრის" კითხვებს ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია პასუხობს:
- განათლების პოლიტიკის მემკვიდრეობითი სისტემა ვერ ჩამოყალიბდა. ვერც პარლამენტი იქცა მის მაკონტროლებელ მექანიზმად, არადა, განათლების კომიტეტი საკანონმდებლო ბაზას უნდა ქმნიდეს, მის აღსრულებაზე კი განათლების სამინისტრო ზრუნავდეს. მხოლოდ ამ პირობის დაცვის შემთხვევაში შევძლებთ განსაზღვრას, სად გავჩერდით, რა გვაქვს გამოსასწორებელი და საიდან
უნდა გავაგრძელოთ მოქმედება. ბოლო 25 წლის განმავლობაში განათლების სისტემის რეფორმირებისთვის სოლიდური ფინანსები ხშირად გაუაზრებლად და ზოგჯერ მავნებლურადაც დაიხარჯა. ფულს ვინ ჩივის, თუმცა ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან უმეტესობა საქართველოსთვის გაცემული კრედიტი გახლდათ, დროც დავკარგეთ. შედეგი კი წლების განმავლობაში ვერ მივიღეთ.
- ეს არ უნდა გახდეს წინა პირობა, რომ მოქმედი მინისტრი თანამდებობიდან გათავისუფლდეს?
- ამ კითხვას არ ვუპასუხებ. ზოგადად, განათლების სისტემის დაფინანსება და საკადრო პოლიტიკა ბევრის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა, მაგრამ ყველაფერი ხომ მაინც შედარებითია, ყოველთვის შეგვიძლია მეტი ვაკეთოთ. განათლების რეფორმა, ვფიქრობ, არასისტემურად და შესაბამისი მონიტორინგისა და საზოგადოებრივი შეფასების გარეშე ტარდებოდა. მაჯაზე ხელის დადებაა აუცილებელი, რომ ვიცოდეთ, რამდენად განათლებულ ახალგაზრდა თაობას ვზრდით.
- რეფორმებს შორის ყველაზე მტკივნეული მასწავლებელთა პროფესიული დონის განსაზღვრა აღმოჩნდა.
- როგორი მასწავლებელი მინდა მყავდეს, ამის განსაზღვრა სწორია, მაგრამ სახელმწიფომ ისიც უნდა განსაზღვროს, შრომის შედეგი კარგ, საშუალო და ცუდ მასწავლებელს შესაბამისად აუნაზღაუროს. სახელმწიფო მასწავლებელს განვითარების შესაძლებლობასაც უნდა აძლევდეს.
- მასწავლებელთა სახლები ამ მხრივ არაეფექტურია?
- სამსაათიანი ტრენინგისგან რა უნდა მიიღოს მასწავლებელმა? ჩვენთან სულ 60 ათასამდე მასწავლებელია, შესაბამისად, მასწავლებელთა სახლებში გამტარუნარიანობაც მცირეა. რეფორმამ გამოავლინა, რომ მასწავლებელთა 90% სასერტიფიკაციო გამოცდებში იჭრება, საუბარია იმის შემოწმებაზე, რას ასწავლის პედაგოგი ბავშვს და რა მეთოდოლოგიით. 90% ჩაჭრილი მასწავლებელი რა უბედურებაა?! ასეთი მასწავლებლებისგან ხშირად მსმენია, პედაგოგობის 30-წლიანი სტაჟი მაქვსო. ეს საამაყო კი არა, სახელმწიფოს სირცხვილია. თუ უხარისხოდ მუშაობ, სტაჟი ინდულგენცია არ არის. მასწავლებლებში მოტივაციაც დაბალია. მოგეხსენებათ, დღეს სკოლები ვაუჩერული პრინციპით ფინანსდებიან და სახელმწიფო ერთ ბავშვში წელიწადში 350 ლარს იხდის. რა ქნას იმ სკოლამ, სადაც მოსწავლეების რაოდენობა მცირეა, მოკვდეს? ამასთან, სკოლის დირექტორს არა აქვს რესურსი, რომ კარგი მასწავლებლის იდეები დააფინანსოს. სახელმწიფოსგან გადარიცხულ თანხებს კომუნალური ხარჯები და სკოლის ადმინისტრაციის სახელფასო ფონდი "ჭამს".
- ამიტომაც დაიწყო სკოლებში ე.წ. ფონდის ფულის აგროვება?
- სამწუხაროდ, საზოგადოება კორუფციაზე უარს თავად არ ამბობს. ხშირად მხოლოდ სიტყვით გვინდა პრობლემების გადაჭრა. ჯერჯერობით მენტალობის ცვლილება მაინც ვერ მოვახერხეთ. მეტიც, არავინ კითხულობს, რა წერია დოკუმენტში ზოგადი განათლების მიზნის შესახებ. მაგალითად, მუსიკის სტანდარტში ეწერა, რომ მე-11 კლასის მოსწავლემ სიმფონიური ორკესტრის დირიჟორობა უნდა შეძლოს. ლიტერატურის სტანდარტში კი ისეთი მოთხოვნებია, მის დაკმაყოფილებას სულ რამდენიმე ლიტერატორი თუ შეძლებს. რა უბედურებაა ეს, ან გვაძლევს კი ამის შესაძლებლობას სკოლის სახელმძღვანელოები?
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ განათლების მინისტრის პოსტზე თამარ სანიკიძეს შეცვლით.
- ასეთ ამბებზე დიდი ხანია მეღიმება. მოლა ნასრედინს უთხრეს, შენი ცოლი სხვებთან დადის და იქნებ ყურადღება მიაქციოო, მოლამ უპასუხა, ტყუილია, თორემ ერთხელ ჩემთანაც შემოივლიდაო... მსგავსი შინაარსის საუბარი ჩემთან არ ყოფილა.
რუსუდან შელია
რა მიმართულებით საჭიროებს სისტემა გაჯანსაღებას და შეცვლის თუ არა თამარ სანიკიძეს განათლების მინისტრის პოსტზე, "კვირის პალიტრის" კითხვებს ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია პასუხობს:
- განათლების პოლიტიკის მემკვიდრეობითი სისტემა ვერ ჩამოყალიბდა. ვერც პარლამენტი იქცა მის მაკონტროლებელ მექანიზმად, არადა, განათლების კომიტეტი საკანონმდებლო ბაზას უნდა ქმნიდეს, მის აღსრულებაზე კი განათლების სამინისტრო ზრუნავდეს. მხოლოდ ამ პირობის დაცვის შემთხვევაში შევძლებთ განსაზღვრას, სად გავჩერდით, რა გვაქვს გამოსასწორებელი და საიდან
- ეს არ უნდა გახდეს წინა პირობა, რომ მოქმედი მინისტრი თანამდებობიდან გათავისუფლდეს?
- ამ კითხვას არ ვუპასუხებ. ზოგადად, განათლების სისტემის დაფინანსება და საკადრო პოლიტიკა ბევრის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა, მაგრამ ყველაფერი ხომ მაინც შედარებითია, ყოველთვის შეგვიძლია მეტი ვაკეთოთ. განათლების რეფორმა, ვფიქრობ, არასისტემურად და შესაბამისი მონიტორინგისა და საზოგადოებრივი შეფასების გარეშე ტარდებოდა. მაჯაზე ხელის დადებაა აუცილებელი, რომ ვიცოდეთ, რამდენად განათლებულ ახალგაზრდა თაობას ვზრდით.
- რეფორმებს შორის ყველაზე მტკივნეული მასწავლებელთა პროფესიული დონის განსაზღვრა აღმოჩნდა.
- როგორი მასწავლებელი მინდა მყავდეს, ამის განსაზღვრა სწორია, მაგრამ სახელმწიფომ ისიც უნდა განსაზღვროს, შრომის შედეგი კარგ, საშუალო და ცუდ მასწავლებელს შესაბამისად აუნაზღაუროს. სახელმწიფო მასწავლებელს განვითარების შესაძლებლობასაც უნდა აძლევდეს.
- მასწავლებელთა სახლები ამ მხრივ არაეფექტურია?
- სამსაათიანი ტრენინგისგან რა უნდა მიიღოს მასწავლებელმა? ჩვენთან სულ 60 ათასამდე მასწავლებელია, შესაბამისად, მასწავლებელთა სახლებში გამტარუნარიანობაც მცირეა. რეფორმამ გამოავლინა, რომ მასწავლებელთა 90% სასერტიფიკაციო გამოცდებში იჭრება, საუბარია იმის შემოწმებაზე, რას ასწავლის პედაგოგი ბავშვს და რა მეთოდოლოგიით. 90% ჩაჭრილი მასწავლებელი რა უბედურებაა?! ასეთი მასწავლებლებისგან ხშირად მსმენია, პედაგოგობის 30-წლიანი სტაჟი მაქვსო. ეს საამაყო კი არა, სახელმწიფოს სირცხვილია. თუ უხარისხოდ მუშაობ, სტაჟი ინდულგენცია არ არის. მასწავლებლებში მოტივაციაც დაბალია. მოგეხსენებათ, დღეს სკოლები ვაუჩერული პრინციპით ფინანსდებიან და სახელმწიფო ერთ ბავშვში წელიწადში 350 ლარს იხდის. რა ქნას იმ სკოლამ, სადაც მოსწავლეების რაოდენობა მცირეა, მოკვდეს? ამასთან, სკოლის დირექტორს არა აქვს რესურსი, რომ კარგი მასწავლებლის იდეები დააფინანსოს. სახელმწიფოსგან გადარიცხულ თანხებს კომუნალური ხარჯები და სკოლის ადმინისტრაციის სახელფასო ფონდი "ჭამს".
- ამიტომაც დაიწყო სკოლებში ე.წ. ფონდის ფულის აგროვება?
- სამწუხაროდ, საზოგადოება კორუფციაზე უარს თავად არ ამბობს. ხშირად მხოლოდ სიტყვით გვინდა პრობლემების გადაჭრა. ჯერჯერობით მენტალობის ცვლილება მაინც ვერ მოვახერხეთ. მეტიც, არავინ კითხულობს, რა წერია დოკუმენტში ზოგადი განათლების მიზნის შესახებ. მაგალითად, მუსიკის სტანდარტში ეწერა, რომ მე-11 კლასის მოსწავლემ სიმფონიური ორკესტრის დირიჟორობა უნდა შეძლოს. ლიტერატურის სტანდარტში კი ისეთი მოთხოვნებია, მის დაკმაყოფილებას სულ რამდენიმე ლიტერატორი თუ შეძლებს. რა უბედურებაა ეს, ან გვაძლევს კი ამის შესაძლებლობას სკოლის სახელმძღვანელოები?
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ განათლების მინისტრის პოსტზე თამარ სანიკიძეს შეცვლით.
- ასეთ ამბებზე დიდი ხანია მეღიმება. მოლა ნასრედინს უთხრეს, შენი ცოლი სხვებთან დადის და იქნებ ყურადღება მიაქციოო, მოლამ უპასუხა, ტყუილია, თორემ ერთხელ ჩემთანაც შემოივლიდაო... მსგავსი შინაარსის საუბარი ჩემთან არ ყოფილა.
რუსუდან შელია
ჩვენ გვყავს ჯანსაღი, განათლებული მასწავლებლები, მაგრამ ხელისუფლების სათავეში მოსულ ატლანტის ოკეანის წყალდალეულ პერსონებს ხელს არ აძლევს მათი სკოლებში შენარჩუნება, და წარმოიდგინეთ, არც სწავლების ხარისხი, თუმც დღედაღამ გაჰყვირიან, რომ ატარებენ რეფორმებს სწავლების მაღალი ხარისხის მისაღწევად, ობიექტურად თავიანთი იდიოტური რეფორმებით ანგრევენ განათლების სისტემას, როგორც ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედს. მათი ამოცანაა შეასრულონ დამკვეთის დავალებები- ამოძირკვონ ახალგაზრდებიდან ეროვნული ცნობიერება, ანაქრონიზმად გამოაცხადონ ზნეობა, სამშობლოსადმი, მოყვასისადმი სიყვარული, ოჯახის ფენომენი და მათგან შექმნან თავიანთი მტაცებლური ზრახვების იდეოლოგიური დასაყრდენი.
მასწავლებელთა 90% გამოცდა ვერ ჩააბარაო! ეს არა იმიტომ, რომ მასწავლებლები გაუნათლებელი არიან, არამედ იმიტომ, რომ მოთხოვნები, რომელსაც მასწავლებელს უყენებენ აბსურდულია, პირდაპირ იდიოტურია, ვიღაც ტვინნაღრძობის მიერ შეთხზული,რომელიც მასწავლებლისაგან უზარმაზარ ენერგიას, დროსა და სახსრებს მოითხოვს და მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებს; ეს მაშინ, როცა მასწავლებელს ძალიან მწირი რესურსები გააჩნია ამ მოთხოვნების შესასრულებლად, საერთოდ არ არსებობს შესატყვისი ინფრასტრუქტურა. თუმც აქვე უნდა გავიმეორო, რომ მოთხოვნები, რომელსაც მასწავლებელს უყენებენ იდიოტურია, არაფრის მომცემი. ისინი არ ემსახურებიან მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, არამედ მათი ხელფასის ზრდის შეკავებას. იმავდროულად ზემოთ იქმნება სპეციალური სამსახურები ამ აბსურდული სქემების შესამუშავებლად, განსახორციელებლად და ფულის მოსახვეტად. ისინი ხომ 24 საათი მუშაობენ, რითაც უმაღლეს რანგში აიყვანეს ქაღალდომანია, კომპიუტერომანია, ფორმალიზმი, რისთვისაც "დამსახურებულად ეკუთვნით მაღალი ხელფასი, პრემია, სახელფასო დანამატი. აი, რისთვის ხდება მასწავლებელთა ავტორიტეტის შელახვა- "გაუნათლებელ" მასწავლებლებს გამოცდები უნდა ჩაუტარდეთ, რომ მავანთ აკეთონ ფულები და თან გამოიყვანონ ახალი ჯიშის ქართველები-რომელთაც მონური სიყვარული ექნებათ ატლანტის ოკეანის, მაგრამ ზიზღი მშობლიური მიწისადმი.
რეპეტიტორობამ გაიდგა ფესვებიო, აცხადებენ და ამას მასწავლებლის დაბალ კვალიფიკაციას აბრალებენ. აბა, ჭკუათმყოფელო ხალხო, ვისაც ოდნავ რამე გაგეგებათ, გადაშალეთ ნებისმიერი სახელმძღვანელო და შეაფასეთ რამდენადაა ეს სახელმძღვანელოები ვარგისი სწავლისა და სწავლებისათვის!_ მათი თემატიკა, ენა, აგების პრინციპი! მარტო სახელმძღვანელოების წონა რად ღირს,-წელს რომ მოსწყვეტს ბავშვს, ახლა შინაარსს არ იკითხავთ? მხოლოდ მოზარდის ტვინების გამოსარეცხად თუ გამოდგება. მიეცით მოსწავლეებს შესაფერისი სახელმძღვანელოები, მასწავლებელს მაღალი ხელფასი და არ იქნება რეპეტიტორობა. რას ითხოვთ მშიერი მასწავლებლისგან?