"ასეთი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება"
02-02-2016
"ასეთი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება"
"ვნახეთ, რომ მოსკოვის პირველი რეაქცია ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, უარყოფითია, რაც რუსეთის საერთაშორისო ავტ­ორიტეტს კარგ სამსახურს არ გაუწევს"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი­ ლავროვის განცხადებებს, რომელიც შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართვ­ელოსთან დაკავშირებით გააკეთა, დიდი რეზონანსი მოჰყვა. მან ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და პოზიტიური შეფასებების შემდეგ მიზანმიმართული დარტყმაც მოგვაყენა. ლავროვმა თავდაპირველად ილაპარაკა საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკაზე:"რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გაყინვის სტადიიდან გამოდის. ქართველი ხალხი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის მეზობლებთან ურთიერთობაში საფასურს არ უნდა იხდიდეს". ლავროვმა
გამოთქვა მზადყოფნა, შეხვდეს თავის­ ქართველ კოლეგას, თუმცა­ იქვე დასძინა, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა და "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები პანკისის ხეობას წვრთნებისთვის იყენებენ. აშკარა იყო, ეს წინასწარ განზრ­ახული განცხადება გახლდათ, გარკვეული ადრ­ესატებისთვის...

რა სურს რუსეთს, რამდენად რეა­ლურია ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვ­ანელთა შეხვედრა, მზად
არის კი კრემლი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე დიალოგისთვის? ამ თემებზე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ­ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს ვესაუბრეთ:

- რამდენად რეალურია ლავროვ­ჯანელიძის შეხვედრა, როცა რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები­ არ არსებობს?

- ჩვენმა პრემიერმა განაცხადა, რომ ასეთი­ შეხვედრის გამართვა შესაძლოა, განხილვის საგანი იყოს. ამისათვის საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება,­ რაც საგარეო უწყების პრეროგატივაა. დიპლომატიური ურთიერთობის არქონა არ გამორიცხავს ასეთ კონტაქტებს. მთავარია, მიღწეულ იქნას რეალური შედეგები. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემა.

- რუსეთი მცირე მინიშნებას მაინც იძლევა, რომ მზად არის ამ პრობლემაზე იმსჯელოს?
- სამწუხაროდ, ჯერ არ ჩანს, რომ რუსეთი მზად არის ამ ნაბიჯებისთვის. ზოგადად, რუსეთის პოზიცია ნაწილია მისი საგარეო პოლიტიკისა. მას საკმაოდ ხისტი დამოკიდებულება აქვს რიგ საერთაშორისო პრობლემებთან დაკავ­შირებით. თუმცა, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, უნდა შევძლოთ გარკვეული საკითხების მოგვარება სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ­ სფეროებში... ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ვერ შევეგუებით და ვიმედოვნებთ, რომ გარკვეულ ეტაპზე შესაძლებელი იქნება ამ მიმართულებით წინსვლა. ახლა ჩვენ გააზრებულ ნაბიჯებს ვდგამთ და საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერაც გვაქვს.

- ლავროვმა განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრ­ძო­ლები პანკისის ხეობას­ წვრთნებისთვის იყენებენ. ბევრმა ეს შანტაჟად აღიქვა, მათ შორის გია ვოლსკიმ და განაცხადა, - პოზიტ­ივი, რომელიც ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში რუსეთთან ურთიერ­თობაში გამოიკვეთა, შანტაჟის ფორმის განცხადებებით არ უნდა შეიბღალოსო... თუ ეს ასეა, რა არის ამ ეტაპზე რუსეთი­სთვის სამიზნე, იქნებ "გაზპ­რომთან" მიმდინარე­ მოლაპარაკებები ან იქნებ­ სწორედ პანკისის მიმართულებით იგეგმება რაიმე სახის დესტრუქციული ქმედებები?
- არანაირი საფრთხე პანკისის ხეობ­იდან არ მომდინარეობს. არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ან ჩვენს პარტნ­იორს არ დაუფიქსირებია პანკისში ვითარ­ების გართულება. საქართველოს მთავრობა სრულად აკონტროლებს ვითარებას, ამიტომ ზედმეტი აჟიოტაჟი უადგილოა. ლავროვის ამ კომენტარის კავშირს "გაზპრომთან" ვერ ვხედავ, თუმცა­ გეთანხმებით, რომ ასეთი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება.

- როცა კრემლიდან ისმის მეტ-ნაკლ­ებად პოზიტიური განცხადებები, მაგალითად, სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, დიპლომატიური ურთიერთობების აღდ­გენაზე, მით უფრო მაშინ, როცა ჰააგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება­ და 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ნებართვა გასცა, ჩნდება­ ეჭვი, რომ კრემლი­ ცდილობს საქართველოსთან ურთიერთობა წარმოაჩინოს, როგორც მხოლოდ ჩვენ ორს შორის გასარ­ჩევი საკითხი, საერთაშორისო ჩარევის გარეშე...
- ჩვენ რუსეთთან აღვადგინეთ გარკვეული კავშირები, მაგრამ ვიდრე არ მოხდება წინსვლა ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი ვერ დადგება დღის წესრიგში. რაც შეეხება ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმედი გვაქვს, პასუხი გაეცემა ბევრ კითხვას.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ამ გამოძიებამ შესაძლოა გააუარესოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობა.

- ვნახეთ, რომ მოსკოვის პირ­ველი რეაქცია ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, უარყოფითია, რაც რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტს კარგ სამსახურს არ გაუწევს.

ნათია დოლიძე
nikolozas
06 თებერვალი 2016 13:44
ნიკოლოზ მოიხსენი ვარდისფერი სათვალეები და რეალურად იაზროვნე.
ატოჩტო
06 თებერვალი 2016 10:57
ბატონო აბაშიძევ, გვარში ვინმე ხომ არ გყავდათ "კაგებეშნიკი?!" იცით რატომ გეკითხებით? იმიტომ, რომ "სინ კაგებეშნიკა კაგებშნიკ, ბივშიხ, როგორც მოგეხსეენებათ, ნე ბივაეტ". არივედერჩი.
მახარე
05 თებერვალი 2016 21:17
ბატონმა ზურაბ აბაშიძემ არ უღალტა საკუთარ თავს და თქვა ის,რომ არაფერი არ თქვა ჭკვიანური.თურმე სანამ რუსეთი ჩვენს ტერიტორიულ საკითხში პოზიციას არ შეიცვლის,მანამდე სერიოზულ შეხვედრებზე ლაპრაკი არ ღირს.ქართული სპექტაკლი "ლუარსაბ თათქარიძე" გამახსენდა;-"მაგრა დადექი ლუარსაბ-მაგრადა ვდგევარ!" ჰოდა იდგეს საქართველოს მთავრობა გაყინულ პოზაში და ელოდოს,თუ როდის შეაშინებს დასავლეთი რუსეთს.

რედაქტორის რჩევით