სევასტოპოლი სტატუსს იცვლის - კვირის პალიტრა

სევასტოპოლი სტატუსს იცვლის

სევასტოპოლის საქალაქო ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციას განსახილველად გადაეცა

დოკუმენტები სევასტოპოლისათვის თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ქალაქის ხელისუფლების მიერ მომზადებული წინადადებები ემყარება ახალ ადმინისტრაციულ შესაძლებლობებსა და საგადასახადო შეღავათებს, მაგრამ მხოლოდ იმ საწარმოებისთვის, ვინც შეძლებს თავისი საინვესტიციო პროექტის დაცვას, თვითონვე მოიძიებს სახსრებს და იკისრებს მის რეალიზაციას.

ამ პროექტს ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს, მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება უკრაინელი და რუსი ოლიგარქების ინტერესებს იცავს და არა სევასტოპოლელებისას. ვიქტორ იანუკოვიჩს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცა სევასტოპოლელთა 85%-მა. მისი პარტიის წევრი, უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი ნ. ახმეტოვი კი სევასტოპოლში ტვირთის გადამზიდი უდიდესი კომპლექსის აშენებას აპირებს და საგადასახადო შეღავათებიც, პირველ რიგში, მას სჭირდება.

"კომერსანტი", რუსეთი