ჩინეთი კომპენსაციას ითხოვს - კვირის პალიტრა

ჩინეთი კომპენსაციას ითხოვს

ჩინეთი დღეს ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამების მიმართ შეთანხმებული სანქციების წინააღმდეგ გამოდის და ყველანაირად ცდილობს, ამსაკითხის გადაჭრის პროცესის გახანგრძლივებას. ექსპერტების აზრით, დასავლეთისგან დათმობების მიღების სანაცვლოდ ჩინეთი დათანხმდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შერბილებულ სანქციებს.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვი მზად არის თეირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების მხარდასაჭერად. ოფიციალურ პეკინს კი მიაჩნია, რომ საჭიროა დამატებითი მოლაპარაკებები და დიპლომატიური ნაბიჯები. ადრე ჩინეთმა უკვე სამჯერ დაუჭირა მხარი სანქციებს ირანის წინააღმდეგ, მაგრამ ამას ყოველთვის უკანასკნელ წამს აკეთებდა, რათა მაქსიმალურად შერბილებული სანქციები არ შეხებოდა ირანში თავის საკუთარ ინტერესებს.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ჩინეთს აქვს ვეტოს უფლება, რაც საშუალებას აძლევს, რეზოლუციის მხარდაჭერის შემთხვევაში დასავლეთს თავის სასარგებლოდ დათმობები მოსთხოვოს. პირველ რიგში დათმობას ითხოვს ამერიკისგან, რომელსაც ჩინეთის რისხვა დაატყდა თავს ტაივანისთვის იარაღის მიყიდვისა და ჩინური საქონლის იმპორტის მიმართ ანტიდემპინგური ზომების შემოღების გამო.

"ფიგარო", საფრანგეთი