ვინ ცდილობს "ჩაწყობით" "მთის კანონის" შეღავათების მიღებას?!
22-02-2016
ვინ ცდილობს "ჩაწყობით" "მთის კანონის" შეღავათების მიღებას?!
2016 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შესული "მაღალმთიანი რეგ­იონების განვითარების შესახებ" კანონის თანახმად, 1582 დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა. თუმცა, მოსალოდნელია, ეს რიცხვი გაიზა­რდოს.


ზოგიერთ მუნიციპალიტეტში თვლიან, რომ დაიჩაგრნენ და სტატუსის მინიჭებისას მათი დასახლება გამორჩათ. ზოგსაც ესმის, რომ მათი სოფელი ან რაიონი მაღალმთიანი დასახლების სტატუსს არ იმსახურებს, მაგრამ მაინც ეძებენ გზებს მის მოს­აპოვებლად. ასეთი სტატუსის გვერდითი გზების მაძიებელთა შორის ისეთ პირებსაც ნახავთ, რომელთაც ათეული წლებია მთაში
არათუ არ უცხოვრიათ, წინაპართა საფლავების მოსანახულებლადაც არ ყოფილან, მაგრამ იმედოვნებენ, რომ მთავრობაში "ჩაწყობის" წყალობით მთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსს მოიპოვებენ და სოფელში მინიჭებული შეღავათებით არხეინად იცხოვრებენ ქალაქში. ისეთებსაც შეხვდებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირდაპირ რომ მიმართავენ, კომპანია რომ მთაში დავარეგისტრირო, ტექნიკის ნაწილი იქ ვამუშაო, ნაწილი კი სადაც მინდა, შეღავათები მაინც არ მექნებაო? "კვირის პალიტრა"
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე­ თენგიზ­ შერგელაშვილს ესაუბრა:

- ყველაზე მტკივნეული პრობლემა, მთის სოფლებიდან მიგრაციაა. წინა აღწერიდან ბოლო აღწერამდე, სოფლის მოსახლეობამ 24%-ით დაიკლო. სწორედ ამიტ­ომ, მაღალმთიან რეგიონებში­ მცხოვრები მოსახლეობისათვის დაწესდა სოციალური შეღავათები. კანონს აქვს სამი ბლოკი სოც­იალური და საგადასახადო შეღავ­ათებისა და თვითგანვითარების ფონდის სახით. კანონის ასამოქმედებლად პირველ რიგში საჭირო იყო დასახლებებს მინიჭებოდა მაღალმთიანის სტატუსი და ეს პროცესი არ დასრულებულა.

მუნიციპალიტეტებს აქვთ უფლება, შუამდგომლობე­ბი დააყენონ და ინდივიდუ­ალურად გადაწყდება, კონკ­რეტული დასახლება შევიდეს თუ არა სიაში.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმ­ივად მცხოვრების სტატუსის მინ­იჭების შემთხვევაში როგორც მუნიციპალიტეტებს, ისე ცალკეულ პირებს ინდ­ი­ვიდუალურად შეუძ­ლიათ დააყენონ საკითხი იმ პირის შესახებ, ვინც ბოლო 9 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობდა და მუშაობდა მთაში. მაგ­ალითად, თუ პედაგოგი 9 თვის განმავლობაში სკოლაში მუშაობდა,­ მის შესახებ ინფორმაცია გადაეცემა სერვისების განვითარების სააგენტოს და ნამდვილობის დად­ასტურების შემთხვევაში მოქალაქე­ სტატუსს მიიღებს. 80 ათასზე მეტ მოქ­ალაქეს მიანიჭეს მუნიციპალიტეტებმა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსიდა ეს რიცხვი გაიზრდება.

- კონტროლის მექანიზმი გამორიც­ხავს, რომ კორუფციული გარიგებე­ბით სტატუსს ვერავინ მიიღებს?

- უმკაცრესი მონიტორინგის სისტემა გვაქვს. საკმარისია ერთი ფაქტიც კი, რომ იმ მუნიციპალიტეტის გამგებლის სისხლის სამ­ართლის პასუხისმგებლობის საქმე დადგება. შეღავათიანი გადასახადებით­ ისარგებლებს ყველა, ვინც მაღალ­მთიან დასახლებაში მუდმივად ცხოვრობს. ეს თანხები არ არის იმხელა, რომ ბევრს მოანდომოს მთაში წასვლა, მაგრამ ადგილობრივებს­ გაუ­უმჯობესებს პირობებს.

- ვისთვის არის მომხიბლავი­ მთაში სამუშაოდ ან საცხოვრებლად წასვლა?

- მათთვის, ვინც მზად არის ფერმერული ან სხვა ტიპის წარმოება გახსნას და ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმოს. მწარმოებელი 10 წლის განმავლობაში თავისუფლდება ქონებისა და მოგების გადასახადისგან, ადგილობრივი დასაქმებული კი საშემოსავლო გადასახადს არ გადაიხდის.

- თუ მაქვს ბიზნეს­გეგმა, მაგრამ არა მაქვს ფული, დამეხმარებით?

- ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რა ტიპის პროექტების განვ­ითარებაზე გაიცემა თანხები. მთის განვითარების ფონდში წელს 20 მილიონი ლარი ჩაიდო, რომელიც მთის პროექტებზე იქნება­ ორიენტირებული. მართალია, წყლით მომარაგების პრობ­ლემა ბევრგან მოგვარდა, გზებიც­ გაკეთდა, მაგრამ ხალხს პერსპექტივის განცდის დასაბრუნებლად მეტი სჭირდება. ცხადია, ყველაფერი ჯადოსნური ჯოხის ერთი დაქნე­ვით არ მოგვარდება. ვფიქრობთ, სახელმწიფოს ინიციატივებმა უნდა გაზარდოს ინვესტორებისა და საერთაშორისო დონორების შემოდინება, ამის ნიშნებს უკვე ვხედავთ.

რა შეღავათები დაწესდება

პენსიონერებს დადგენილ საპენსიო თანხაზე 20% დაემატებათ. ადგილობრივ პედაგოგებს ხელფასი 35%-ით გაეზრდებათ. ბარიდან მიწვეული პედაგოგები 50%-ით გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ. ექიმებს ხელფასზე დაემატებათ ორმაგი პენსიის ოდენობის თანხა, ექთანებს კი ერთმაგი პენსიის ოდენობით გაეზრდებათ ხელფასი. ასევე დაფინანსდება მოხმარებული ელენერგიის ნახევარი, თვეში არა უმეტეს 100 კვტ/სთ­. ერთი წლის განმავლობაში ახალდაბადებულის ოჯახი მიიღებს ყოველთვიურად 100-ლარიან დახმარებას. ოჯახში დაბადებული მესამე ბავშვი კი 200 ლარს მიიღებს.
კონსტანტინე შარვაშიძე
26 თებერვალი 2016 17:55
ძალიან კარგია, მთას რომ მიხედეს. ყველა შეღავათები ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, რა დააშავეს იურიდიულმა პირებმა, ჩემის აზრიტ მათ უნდა გაუწიოთ უფრო მეტი დახმარება რათა რაც შეიძლება მეტი ხალხი დაასაქმონ, მეტი საწარმოები შექმნან, რითაც მთაში მცხოვრებ ადამიანებს უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდებათ მთაში დარჩენის და თვითონვე შეძლებენ შემდგომში
თავიანთი სოციალურო პრობლემების მოგვარებას და ბევრად გაუმჯობესებას

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები