მამუკა ახვლედიანი: "გარიგება შემომთავაზეს... ჩუმად იყავი და შენთვის სასურველ მოსამართლეს დავნიშნავთო"
29-02-2016
მამუკა ახვლედიანი: "გარიგება შემომთავაზეს... ჩუმად იყავი და შენთვის სასურველ მოსამართლეს დავნიშნავთო"
"იქნებ დაინტერესდეთ, რის ხარჯზე მიიღეს არამოსამართლე წევრებმა მურუსიძისგან პრემიები?"

სასამართლო სისტემაში პროცესები დრამატულად განვითარდა - როგორც მოსალოდნელი იყო და "კვირის პალიტრაც" სასამართლოში კონფლიქტის დაწყებისთანავე წერდა, იუსტი­ციის უმაღლესმა საბჭომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს უფლებამოსილება შეუჩერა. ახვლედიანი ანგარიშსწორებაზე­ ლაპარაკობს, თუმცა საბჭოს წევრები მის გათ­ავისუფლებას "საერთო სასამართლოებ­ის შესახებ" ორგანული კანონის მოთხოვნებს­ უკავშირებენ. მამუკა ახვლედიანი­ გად­აწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს და თანამდებობაზე აღდგენასაც არ გამორიცხავს:

- იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საღამოს 10 საათზე მეილით წერილი გადმომიგზავნა,
სხდომაზე მობრძანდითო, თუმცა­ მალევე ვაცნობე, საკითხში გასარკვევად დრო მჭირდება და იქნებ სხდომა რამდენიმე­ დღით გადადოთ-მეთქი. როგორც ველ­ოდი, ჩემი თხოვნა არავის გაუთვალისწინებია და მეორე დღესვე უფლებამოსილება არა მხოლოდ როგორც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, არამედ კოლეგიის ხელმძღვანელსაც შემიჩერეს. თუ ცუდი მენეჯერი ვარ და საქმეებს ვერ ვანაწილებ, კოლეგიის თავმჯდომარის
უფლებამოსილება რატომ შემიჩერეს? ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საბჭომ მათ წინააღმდეგ გაჟღერებული განცხადებების გამო შური იძია. რაც მთავარია, მაქვს გეგმა და თუ მისი განხორციელება შევძელი, არ არის გამ­ორიცხული, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დავბრუნდე. პარადოქსია, რომ ამ პროცედურების დასაწყებად საბჭოსგან ჩემი გათავისუფლების ბრძა­ნებას ვითხოვ, მაგრამ მსგავსი დოკუმენტი ბუნებაში არ არსებობს.

- ბევრი ბრალდება მოვისმინეთ თქვენს წინააღმდეგაც. მოსამართლეების განცხადებით, სასამართლო მეუღლის ნათესავებით დააკომპლექტეთ, საქმეების განხილვაზე უარს ამბობდით და სასამართლოს ბიუჯეტით ბევრს მოგზაურობდით, რამაც სისტემაში მენეჯერული კრიზისი შექმნა. ისიც კი ითქვა, რომ სკანდალურ სა­ქმეებში მონაწილე მოსამართლეებს ლობირებთ.

- საზღვარგარეთ თუ ხშირად დავდიოდი, ამას მარტივი ახსნა აქვს - სხვადასხვა სახელმწიფო ექსპერტის რანგში მიწვევდნენ და სასამართლოს მართვაში გამოცდილების გაზიარებას მთხოვდნენ. რაც შეეხება ლობირებას, როგორ უნდა დამენიშნა კონკრეტული მოსამართლეები, როდესაც საბჭოში წარმომადგენელიც კი არა მყავს. ყველა მოსამართლეს თანაბრად ვგულშემატკივრობ. პირიქით, საბჭოს არამოსამართლე წევრმა მითხრა, ჩუმად იყავი და შენთვის სასურველ მოსამართლეს დავნიშნავთო.

- არ დაასახელებთ, ვინ შემოგთავაზათ გარიგება?
- კონკრეტულად მხოლოდ მაშინ ვისაუბრებ, როდესაც საჭიროდ ჩავთვლი. ფაქტია, რომ საბჭოში მოსამართლეებით ვაჭრობენ. ჩემი გადაყენებით ტესტების გაჟონვის ფაქტის გადაფარვაც უნდათ­, პარალელურად, მოსამართლეებსაც აშინებენ - ხომ ხედავთ, სასამართლოს თავმჯდომარე იოლად გადავაყენეთ, თუ დაგვიპირისპირდებით, არც თქვენი მოშორება გაგვიჭირდებაო. კიდევ ერთ საინტერესო დეტალს გაგიმხელთ:
იქნებ დაინტერესდეთ, რის ხარჯზე მიიღეს არამოსამართლე წევრებმა მურუსიძისგან პრემიები? ან რა დამსახურებისთვის გამოუწერა მურუსიძემ საბჭოს არამოსამართლე წევრებს პრემიები?

- მიანიშნებთ, რომ მურუსიძემ არა მოსამართლე წევრები პრემიებით მოისყიდა?
- ერთ-ერთ სხდომაზე, რომელსაც თავადაც ვესწრებოდი, არამოსამართლე წევ­რმა იკითხა, უამრავი შტატი გვაქვს თავის­უფალი და ვაკანსიებს რატომ არ ვაცხადებთო? მდივანმა კი უპასუხა, ამ თავისუფალი შტატებიდან რა თანხაც გვრჩება საბჭოში, პრემიებს სწორედ ამის საშუალებით გირიგებთო. ანუ, მდივანს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები უკანონოდ მოაქვს და მას, ასევე უკანონოდ, საბჭოს წევრებს უნაწილებს.

სასამართლო სისტემაში არსებული დაპირისპირების ფონზე მთავარი მოულოდნელობა მაინც მურუსიძე-გვენეტაძის ტანდემი აღმოჩნდა. წლების წინათ ნინო გვენეტაძის სასამართლოდან გათავისუფლებაში ერთ-ერთი მთავარი როლი სწორედ მურუსიძემ შეასრულა, დღეს კი ორივე სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე მხარდამხარ ლაპარაკობს.­ მეტიც, სულ რამდენიმე თვის წინათ ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში გამწესებას ნინო გვენეტაძემ მხარი არ დაუჭირა.

რას პასუხობს ნინო გვენეტაძე მამუკა ახვლედიანს

დეტალების გასარკვევად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს­ დავუკავშირდით:

- უკავშირდება თუ არა მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება რევანშს და ხომ არ იქნება ეს პრეცედენტი სხვა მოსამართლეებისთვისაც, რომლებსაც სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საჯაროდ საუბრის სურვილი გაუჩნდებათ?

- ახვლედიანის გათავისუფლება "საე­რთო­ სასამართლოების შესახებ" ორგან­ული კანონის შესაბამისად მოხდა. ის, როგორც სასამართლოს თავმჯდომარე, არასათანადოდ ასრულებდა ან ვერ ასრულებდა მენეჯერულ ფუნქციებს. თავმჯდომარის გათავისუფლება დროში ემთხვევა, მაგრამ არ უკავშირდება მის საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს.

- აჟიოტაჟი მოჰყვა არამოსამართლე წევრებისთვის პრემიების გაცემასაც?

- არამოსამართლე იუსტი­ციის საბჭოს წევრების პრემიების საკითხი კანონმდებლობით არის დარეგულირებული და ეს ადვილი გადასამოწმებელია.

რუსუდან შელია
ლევანი
04 მარტი 2016 15:37
შემოგთავაზეს კი არა და ,,ფლავი" ახვიე ძონძები და მორჩი ქალივით ჭორიკნობას, მაისაშვილივით,მგინია ორივენი ნაცების სექტის წევრები ხართ იმდენს ჭორიკნობთ. ამიტომ არის აუცილებელი კანონი ცილისწამებაზე, რომელიც ნაცებმა გააუქმეს კვლავ მიიღონ.
sisvi
04 მარტი 2016 11:51
არ გათეთრდების ყორანი.........

რედაქტორის რჩევით