"სააკაშვილმა ისე გამოიყვანა, რომ მან ჩამიყვანა ოდესაში" - რატომ შეხვდა პაატა ბურჭულაძე სააკაშვილს?
"სააკაშვილმა ისე გამოიყვანა, რომ მან ჩამიყვანა ოდესაში" - რატომ შეხვდა პაატა ბურჭულაძე სააკაშვილს?
ჩვენში დიდ გამოხმაურება მოჰყვა ინფორმაციას, რომ ცნობილი მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელიც იმხანად "საქართველოს განვითერების ფონდის" დაარსებისთვის ემზადებოდა, ოდესაში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

პაატა ბურჭულაძე "კვირის პალიტრასთან" 2015 წლის სექტემბერში ოდესაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას იხსენებს:

"ორი წლით ადრე მქონდა დაგეგმილი 2015 წლის სექტემბერში ოდესაში, ახალი ფესტივალის გახსნაში მონაწილეობა. მის გახსნამდე 10 დღით ადრე დაინიშნა სააკაშვილი გუბერნატორად. დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიდოდა კონცერტზე
You must have Flash Player installed in order to see this player.
და ასეც მოხდა. კონცერტის დაწყებამდე ატყდა ერთი ჩოჩქოლი და ალიაქოთი, იძახდნენ: "მოდის, მოდისო!"  - სააკაშვილი პირდაპირ სცენაზე ავიდა და  ნახევარსაათიანი სიტყვა დაარტყა, საბოლოოდ ისე გამოიყვანა, რომ მან ჩამიყვანა ოდესაში... კონცერტის მერე მიმიპატიჟა, მაგრამ ვუთხარი, რომ ორგანიზატორებს გამზადებული ჰქონდათ უკვე სუფრა და აქეთ დავპატიჟე, მოვიდა... სულ ეს იყო".

პაატა ბურჭულაძემ ასევე განაცხადა:
"ძალიან უნდათ "ნაციონალებს", რუსულ პროექტად გამომიყვანონ, "ქართულ ოცნებას" სურს, "ნაციონალების" პროექტად მომნათლოს, მაგრამ ვაცხადებ - მე ვარ ქართველი ხალხის პროექტი".

აპირებს თუ არა მომავალ საპარალამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და რა აუკრძალა თავის დროზე სააკაშვილის მთავრობამ? - ამ კითხვებზე პასუხი შეგიძლიათ ნახოთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში. (იხილეთ)

ბექა
12 მარტი 2016 18:05
რა ქნას ნერვებმა უმტKუნა ჩვენს შემხედვარეს
Vaxo
07 მარტი 2016 19:41
Pirvelad mesmis katsi sakutari xelit angrevdes rats sheuqmnia-saxels. Albat bedia torem chkviani ese ar moiqtseoda,vin itsis...
თათა
05 მარტი 2016 12:01
რა ვიცი რა ვიციიიი :-/
roma
05 მარტი 2016 07:41
დიდი სიკვარული გაკვტ და არ მეგონა ასეტი დაბალი აზროვნების კაცი კოფილხარტ გონს მოდი ტავს რატომ იგუპავ ტკვენ გმერტმა მგერის ნიწი მოგცატ არა პრეზიდენტობის
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?