"ჩემ წინააღმდეგ უღირსი ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნება იგეგმება" - კვირის პალიტრა

"ჩემ წინააღმდეგ უღირსი ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნება იგეგმება"

"რა კადრებიც არ უნდა იყოს ამის მიუხედავად, სასამართლო გააგრძელებს კონსტიტუციით ხელმძღვანელობას"

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ უღირსი ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნება იგეგმება. ამის შესახებ გიორგი პაპუაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. "კონფიდენციალურმა წყარომ გუშინ შემატყობინა, რომ აპირებენ ჩემს წინააღმდეგ უღირსი ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებას, ქალბატონი მინისტრი დაჟინებით ითხოვს, რამდენიმე წევრი და შიდაპოლიტიკური ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება. ეს კიდევ ერთი უღირსი საქციელი იქნება და კიდევ გამოაჩენს მათ სახეს. ეს ჩემზე იქნება საჯარო ზეწოლა. რა კადრებიც არ უნდა იყოს ამის მიუხედავად, სასამართლო გააგრძელებს კონსტიტუციით ხელმძღვანელობას და დიდი აზრი არ ექნება, ამიტომ ეს იქნება ძალიან პატარი ადამიანების პირადი შურისძიება", - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა. მისივე თქმით, კადრები რომც გამოქვეყნდეს, სასამართლო გააგრძელებს თავისუფალ რეჟიმში მუშაობას.