გოგა ხაინდრავა: "მაუწყებლობა კრემლის ფულით რომ ფინანსდება, არაფერია?!"
07-03-2016
გოგა ხაინდრავა: "მაუწყებლობა კრემლის ფულით რომ ფინანსდება, არაფერია?!"
ბაია გადაბაძე: "ხაინდრავა მთელი ცხოვრება ასოცირებულია რუსეთთან"

"მთელი "მაესტრო" იყო "პა-სეანსი", "მაესტროდ" კი მას შემდეგ გად­აიქცა, რაც ოპოზიციამ დაუჭირა­ მხარი"


"წლების განმავლობაში "მაესტ­როში" ჩადებული ფული რუს­ული ფულია..." - ასე მიმართა "მაე­ს­ტ­როს" ეთერში წამყვანს რეჟისორმა გოგა ხაინდ­რავამ. მის განცხადებას საზოგადოებაში აჟიოტ­აჟი მოჰყვა. "კვირის პალიტრა" გოგა ხაინდრავას დაუკავშირდა:

- მე სიმართლე ვთქვი. აბა, ჩინურია კოტე გოგელიას ფული?! ბიზნესიც ბიზნესია, მაგრამ მას წილი 100%-იანი სახელმწიფო წილის მქონე კომპანიაში - რკინიგზაში აქვს, რომელიც პირდ­აპირ
კრემლის საკუთრებაა და სწორედ ამ ფულით ხდება მანიპულაცია. ჩვენთან ხუთმაგი სტანდარტებია - "გაზპრომის" საკითხზე ლამის შარვლიდან ამოხტეს ნახევა­რი საზოგადოება და სერიოზული მაუწყებლ­ობა რომ კრემლის ფულით ფინანსდება,­ არაფერია?!

- თქვენი აზრით, არხის პოლიტიკაზე ეს "რუსული ფული" აისახება?
- ოდესმე გინახავთ, რომ რუსული ინტერესები სარედაქციო პოლიტიკაზე არ
მოქმედებდეს? რაც მოხდა, ფაქტობრივად, თაღლითობა­ა და წამგებიან ბიზნესში ათეულ­ობით მილიონი იდება­. როცა 2 მილიონი დაკარგეს, ხომ მიხვდნენ,­ რომ წამგებიანი ბიზნესია, რატომ მიიყვანეს ზარალი 50 მილიონამდე? ამას ჰქვია თაღლითობა! არ გამიგია­ ისეთი ბიზნესი, რომ ფულს მხოლოდ კარგავდე. ტელევ­იზია ბიზნესია, თუ ასე არ არის და ფული მაინც იდება, ე.ი. პოლიტიკურად­ ანგაჟირებული ფულია და სხვა ინტერესს ემსახურება. მედიისა და არასამთავრობოების გარკვეული ნაწილი, საქართველოს გარდა, ყველა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, გაა­ჩნია, ფული საიდან მოდის...
ბაია გადაბაძემ დააქცია და გააკოტრა კომპანია და ასეთ მენე­ჯერს დედაბუდიანად იცავენ. ეს არის სარედაქციო დამოუკიდებლ­ობა? "მაესტროს" გამო ჩემი მეგობრები­ და თანამებრძოლები ციხეში მიდიოდნენ, სამაუწყებლო ლიცენზიაც ოპოზიციის სისხლით არის მოპოვებული და არა გადაბაძისა­ და გოგელიასი.
თავის დროზე,­ ევროკავშირის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ხავიერ სოლ­ანამ ჩამოიტანა და ლევან გაჩეჩ­ილაძეს ხელიდან ხელში გადასცა "მაესტროს" ლიცენზია, თორემ­ მთელი "მაესტრო" იყო "პა-სეანსი", "მაესტროდ" კი მას შემდეგ გად­ა­იქცა, რაც ოპოზიციამ დაუჭირა­ მხარი და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით სააკაშვილი იძულებული გახდა, სოლანასთვის მიეცა ლიცენზია.

- "მაესტროს" გენერალური­ დირ­ექტორი ამბობს, ირაკლი რუხაძე­ პატარკაციშვილის ბიზნესს განკარგავს,­ რომელმაც ფული ასევე­ რუსეთში იშოვა და რა უკვირს ხაინდრავასო?
- ბადრი მკვდარია და მან ფული სხვა უამრავ ქვეყანაშიც იშოვა. რუხაძე პატარკაციშვილის ფულს არ განკარგავს, ეს სიცრუეა და რუხაძის ფული რომ შემოდის­ "მაესტროში", ამაში ახალი რა არის? იმედია, "მაესტროს" საქმე მესაკუთრის უფლებების დაცვით დასრულდება.

ბაია გადაბაძე, "მაესტროს" ყოფილი გენერალური დირექტორი: - ხაინდრავა მთელი ცხო­ვ­რება ასოცირებულია რუსეთთან. "ნაცმოძრაობა" მას რუსეთის აპოლოგეტობას აბრალ­ებდა. როდ­ესაც ამბ­ობს, ამერიკულ ფულს ვირჩევო, ჯერ ერთი, ხაინდრავას ასარჩევი­ არ არის, "მაესტროში" ვინ რა ფულს დახარჯავს და მეორეც, ამით, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ დეტ­ალებში იცის ეს საქმე და ისიც კარგად უწყის, რომ ირაკლი რუხაძის ფული შემოდის­ "მაესტროში" და არა სესხი მეგობრისთვის... მესამე - რუხაძისთვის მამას შთამომავლობით არ დაუტოვებია ეს ფული, როგორც ვიცი, პატარკაციშვილის ბიზნ­ესს განკარგავს,­­ რომლისთვისაც ფული ასევე­ რუსეთშია ნაშოვნი. გაა­ჩნია, რას გააკეთებ სადღაც ნაშოვნი­ ფულით, არგებ თუ არა ქვეყანას.
ჩვენ არ უარვყოფთ, რომ ბატონი კოტე რუსეთში მოღვაწეობს... ჩვენთვის მთავარია, არავის ინტერესს არ ვატარებდეთ და ისე არ ვიცვლიდეთ პოზიციებს, როგორც ხაინდრავა იცვლის ხელისუფლებიდან ხელისუფლებამდე, ან წლიდან წლამდე, ან მდიდრიდან მდიდრამდე. დღეს "მაესტროს" დაახლოებით 70% უკვე თავისი ფულით იკვებება და ჩვენი საქმე მეტყველებს იმაზე, ვატარებთ ვინმეს გავლენას თუ არა.

- სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ითქვა, რომ შესაძლოა რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" გენდირექტორად დავის დასრულებამდეც დაარეგისტრიროს...
- სამი საჩივარი მაქვს რეესტრში შეტანილი და ვიდრე დავა არ დასრულდება, არა აქვთ დარეგისტრირების უფლება. თუმცა არა ვარ დარწმუნებული, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედებს. შესაბამისად, შესაძლოა ახალი არეულობის წინაშე აღმოვჩნდეთ. შევახსე­ნებ კორძახიასა და ჩემს ყოფილ მეგობრებს, "მაესტროს" არ გააჩნია ქონება, სადაც ახალი დირექტორი შევა და იმუშავებს­, ამიტომ არ ვურჩევ კერძო საკუთრებაში შემოჭრას და ახალი სკანდალებისთვის საფუძვლის ჩაყრას. ვიბრძოლებთ, რომ "მაესტრო" უკანონოდ არავის ხელში არ გადავიდეს. თუ ასე მოხდა, ამისთვისაც მზად ვართ და გეგმაც გვაქვს შემუშავებული.

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით