"დანაღმული ველი" - სტუდენტური პროტესტი
14-03-2016
"დანაღმული ველი" - სტუდენტური პროტესტი
"პროცესი უფრო გამწვავდება, რადგან წინა ხელისუფლებამ უამრავი ნაღმი დატოვა"

"დიახ, როგორც კი ვითა­რება დაიძაბა, დაცვის სამსახურს გამოვუძახე, სხვა რა უნდა მექნა?"


"უნივერსიტეტში ოდეერი მუშ­აობს",­ - ეს განცხადება, სტუ­დ­ე­ნ­ტების პროტესტის ფონზე,­ თსუ-ის­ რექტორმა ლადო პაპავამ გააკეთა და კონკრეტული პირიც დაასახელა - ივა კავსაძე, რომ­ელიც უნივერსიტეტში კანცლერის თანაშემწედ მუშაობს, თუმცა, ბრალდებების მიუხედავად, საზოგ­ადოებაში არ ჩნდება. რა ხდება­ უნივერსიტეტში? სტუდ­ენტთა ნა­წი­ლის საპროტესტო­ ციკლი 7 მარტს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი­ გახდა, რომ თსუ-ის
კანც­ლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის არჩევა იგეგმ­ებოდა. პროცესი სტუდენტების აქციას გასცდა და აქციების ორგანიზებაში უნივერსიტეტის თანამ­შრომლები და ლექტორებიც ჩა­ერ­თვნენ. "კვირის პალიტრას" აქციების ერთ-ერთი­ ლიდერი, ნიკოლოზ მეტრეველი ესაუბრა:

- ეს ჯანსაღი­ პროტესტია იმ პრივილეგირებუ­ლი დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელიც უნივერსიტეტში ჯერ კიდევ­ სააკაშვილის მმართველობისას ჩამოყალიბდა. მათ ხელში­ იყო უნივერსიტეტის
ბიუჯეტი წლების განმავლობაში და სტუდენ­ტებსაც პოლიტიკური ნიშნით არ­ჩე­ვდნენ. უნივ­ერსიტეტის კანც­ლერი დავით ჩომახიძე "ნაცმოძრაობის" საბურთალოს შტაბის ხელმ­ძღვანელი გახლდათ, დღეს კი ცდილობს შემ­ცვლელად გიორგი გაფრინდაშვ­ილი დატოვოს. ივა კავსაძის ოდეერობა თავად რექტორმაც დაადასტურა. ივა კავსაძეს კრიმ­ინალური წარსულიც აქვს. ის 2013 წელს საბაჟოზე მუშაობდა, სადაც­ სამსახურებრივი გადაცდომის გამო დააკავეს. გაფრინდაშვილი და კავსაძე მეგობრები არიან. გაფრინდაშვილი სიამოვნებით მოხსნიდა კანდიდატურას, უბრალოდ, მის უკან უამ­რავი ადამიანი დგას, რომელთანაც ანგარიშვალდებულია.

- როგორ ამტკიცებთ, რომ მათ სპეცსამსახურები მფარველობენ?­
- უშიშროების სამსახურში­ დღემდე მუშაობენ პირები, რომლ­ებიც "ნაცმოძრაობის"­ ხაზს აგრძელებენ. მინისტრებმა­ უნდა გაგვცენ პასუხი, რა დონ­ეზეა მათი ლობირება სპეცსამსახურ­ებში.

- გაფრინდაშვილმა თუ თავისი­ კანდიდატურა მოხსნა, საპროტესტო აქციები შეწყდება?
- მხოლოდ გაფრინდაშვილში­ არ არის პრობლემა. უნდა დადგინდეს, სად იხარჯებოდა თანხები და ვისი ჯიბე ივსებოდა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან. მომავალ ნაბიჯებზე კომიტეტი იმსჯელებს,­ თუმცა ჯერ მთავარი მოთხოვნა უნდა შესრულდეს - გაფრინდაშვილი უნდა ჩამოვიცილოთ.
"კვირის პალიტრა" თსუ-ის კანცლერობის კანდიდატ გიორგი­ გაფრინდაშვილსაც­ დაუკავშირდა:­

- ითქვა, რომ 26 მაისთან და­კავშირებულ აქცი­აზე სტუდენტებს ფოტოებსაც კი უღებდით.
- თუ რომელიმე მათგანი შე­ძლებს ამ ბრალდებების დამტკიცებას, არათუ უნივერსიტეტს, საჯ­არო სამსახურს არასოდეს გავეკარები. 2011 წლის 26 მაისს უნივერსიტეტში სტუდენტებს შორის დაპირისპირება მართლაც მოხდა, თუმცა ეს პოლიტიკურ პროცესებს­ არ უკავშირდებოდა. საუბარია პრეზენტაციაზე, რომელიც სტუდ­ენტთა ნაწილისთვის მიუღებელი­ აღმოჩნდა. დიახ, როგორც კი ვითა­რება დაიძაბა, დაცვის სამსახურს გამოვუძახე, სხვა რა უნდა მექნა? ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება,­ მაგ­რამ­ დღეს უნივერსიტეტის კოლეგიურ გადაწყვეტ­ილებებს ეშლება ხელი, რაც არასწორია. აკადემი­ურმა საბჭომ გადაწ­ყვეტილება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე უნდა მიიღოს.

- რატომ არ მო­ხსენით კანდი­დატ­ურა? ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება თუ გა­მწვავდა, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე­ აიღებთ?
- კანდიდატურა რომ მომეხსნა, ამით დავადასტურებდი იმ ბრა­ლდებებს, რაც ჩემი მისამართით­ ისმოდა. ამ დრომდე ჩემს მხარდამ­ჭერებს მოვუწოდებდი, საკუთარი­ პოზიცია ღიად არ გამოეხატათ, არ მინდოდა პროცესები უფრო გამწვავებულიყო, მაგრამ, ალბათ,­ მომიწევს ყველას დავანახო ის ძალა, რომელიც ჩემ გვერდით დგას. რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამაზე პასუხისმგებელი მე კი არა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა იქნება...
თსუ-ის კანცლერის შერჩევაზე დაწყებული პროცესი ერთი უნივერსიტეტის კედლებს გასცდა­ - პროტესტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც­ შეუერთდნენ.

მიიღებს თუ არა აქციები მასშტაბურ ხასიათს და გადაიქცევა თუ არა პოლიტიკური ბრძოლის არენად უნივერსიტეტი, "კვირის პალიტრას" ექსპერტი არჩილ გამზარდია ესაუბრა:
- რაც ცხრა წლის განმავლობაში უნივერსიტეტში ხდებო­და, იმის ადვილად შეცვლა შეუძ­ლებელია. უმაღლესი სასწავლებლები ნაწილ­ობრივ კვლავ რჩებიან პოლიტ­ი­კურ ინსტრუმენტად. მაგ­ალითად, ილიას უნივერსიტეტი,­ სადაც ყოფილი თანამდებობის პირები მუშაობენ და უნივერსიტეტსაც თავად­ მართავენ. თსუ-ში­ ძალთა­ ბალანსი განსხვავებუ­ლ­­ია და იქ პრობლემები ბევ­რად­ ღრმაა. შესაძლოა ახალგაზრდები გულწრფელად ცდილობენ სისტემის შეცვლას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პროცესი პოლიტიზებულია. ვფიქრობ, პროცესი უფრო გამწვავდება, რადგან წინა ხელისუფლებამ უამრავი ნაღმი დატოვა. რამდენად ეფექტურად გავივლით "დანაღმულ ტერიტორიას", ამაზე საუბარი წინასწარ ძნელია.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით