"რუსეთი შეეცდება მისი დასაყრდენი ძალები როგორმე მოხვდნენ პარლამენტში" - რას ნიშნავს კარასინის მუქარა?! - კვირის პალიტრა

"რუსეთი შეეცდება მისი დასაყრდენი ძალები როგორმე მოხვდნენ პარლამენტში" - რას ნიშნავს კარასინის მუქარა?!

"ჯარიაშენი, კარასნის განცხადება... რუსეთი კვლავაც საქართველოს გონზე მოყვანს ცდილობს"

"საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ ცივილიზებული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს რუსული საფრთხის წინააღმდეგ. ნორმალურ საზოგადოებაში ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და დასძინა, რომ ამ ფონზე, რუსეთი ჯერ არ აპირებს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას.ეს განცხადება კარასინმა ქართველ ჟურნალისტებს პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის "მიუღებელია" საქართველოს ხელისუფლების ანტირუსულ რიტორიკა.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში:

-ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან ჩვენს წინააღმდეგ რაიმე ტიპის სამხედრო აქტიურობას არ ველოდები, მით უფრო, რომ რუსეთ-თურქეთ სამხედრო დაპირისპირების საფრთხე ძალიან შემცირდა. აქამდე ვშიშობდით, რომ ამ შემთხვევაში, დაპისპირება საქართველოს ტერიტორიაზე გადმოინაცვლებდა. თუმცა ამავდროულად დარწმუნებულო ვარ, ამ განცხადების გავრცელებამდე რაც მოხდა, ვგულისხმომ სოფელ ჯარიაშენში განვითარებულ პროცესებს, ეს სწორედ მოსკოვის ბოლო დროინდელი განწყობის გამოხატულებაა. საოკუპაციო ხაზთან რუსული ბატალიონიოს საინჟინრო დანაყოფის წარმომადგენლების გამოჩენა და საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლების მხრიდან ასე დემონტრაციულად დაიწყებული გზის გაყვანის სამუშაოები, ეს შემთხვევითი გზავნილი არ არის, ისევე, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება.

- კიდევ რა ტიპის პროცესებს შეიძლება ველოდოთ ჩრდილოელი მეზობლისგან?

- სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ ვართ მორიგი სპეკულაციების მოწმე, ეს მომავალშიც გაგრძელდება, ანუ როგორც კი საქართველოს სახელმწიფოს სტრუქტურებში რუსეთის მისამართით ხმამაღალი და ანტირუსული განცხადებები გაკეთდება, ამას მაშინვე მოჰყვება სამხედრო სპეკულაციები ცხინვალის რეგიონში. საკმარისია, რიტორიკა შემცირდეს, რომ სიტუაცია მაშინვე მეტ-ნაკლებად დარეგილურდება. მოკლედ, ასე ცდილობენ ქართული მხარის გონს მოყვანას.

- ბატონო მამუკა, საზოგადოების ერთი ნაწილი, ბოლო დროს, საქართველოში განვითარებული მოვლენებში, ვგულისხმობ, პოლიტიკოსების მიმართ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, პირდაპირ და ირიბ მუქარას, ზოგადად აერულობის მცდელობას, რუსეთის ხელს ხედავს...

- თუ გავითვილისწინებთ იმას, რომ საარჩევნო წელია,  ბუნებრივია, რომ ზოგიერთი ჩვენი მეზობელი შეეცდება სიტუაციის არევას და შემდეგ, პროცესების სათავისოდ გამოყენებას. რატომ არ უნდა უნდოდეს რუსეთს, მისი დასაყრდენი ძალები მოხვდნენ პარლამენტში?! დიახაც, რუსეთს ეს სურს და შესაბამისად, ეცდება ამას რამენაირად ხელი შეუწყოს.

ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელიც მუდმივად სტრესულ ვითარებაშია, თუნდაც დაკარგული ტერიტორიების გამო. ზუსტად რთულია თქმა, მაგრამ რუსეთი მით უფრო ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესისთვის ხელის შესაშლელად, რასაკვირველია, შეეცდება საქართველოზე გავლენა როგორმე გაზარდოს, ეს იქნება პოლიტიკოსებზე ზეწოლა მუქარა, სტუდენტებში შეტანილი განხეთქილება თუ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ ვითარების დაძაბვა. ფაქტია, რომ მას აქვს ჩვენზე ზემოქმედების ბერკეტები და შესაბამისად, არც "შესაბამისი ღოსნიძიებების" გატარება უჭირს. ჩვენ რამდენად ადეკვატურები ვმოქმედებთ, სხვა საკითხია...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)