"აფხაზეთში განვითარებული პროცესები აჩვენებს, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეგვიძლია" - კვირის პალიტრა

"აფხაზეთში განვითარებული პროცესები აჩვენებს, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეგვიძლია"

"მოსახლეობა კრიმინალურ გარჩევებს მიჩვეულია და ახლა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება შესაძლოა რაღაც დათმობებზე წავიდეს, რაც ვითარებას დროებით ჩააცხრობს, თუმცა მომავალში ხაჯიმბას გადაყენების საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში"

აფხაზეთში ბოლო ორი კვირა საკმაოდ დაძაბული იყო. ყველაფერი 7 მარტს დაიწყო, როდესაც საგზაო ინსპექციის თანამშრომელმა დრანდის ციხის ყოფილ ხელმძღვანელის, რუსლან ჯელიას ავტომობილის ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, საგზაო მილიციამ რუსლან ჯელიას ავტომობილის გაჩერება მოსთხოვა, რაც მან არ შეისრულა, დაუმორჩილებლობის შემდეგ კი აფხაზმა ძალოვანმა გაფრთხილების ნიშნად ჰაერში გაისროლა. ამ დროს რუსლან ჯელიას მანქანაში ცოლ-შვილიც ეჯდა...

მომხადრის შემდეგ მისმა ახლობლებმა და ნათესავებმა ე.წ. შსს სამინისტროს წინ დე ფაქტო მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, აქცია გამართეს. მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ აქციის მონაწილეებმა მათთან სასაუბროდ ჩამოსული ე.წ. შს მინისტრ ლეონიოდ ძიაპშპას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დიალოგი ვერ შეგდა და ძიაშპმამ თავს გაქცევით უშველა. თუმცა, ყელაფერი ამით არ დასრულებულა. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო და მათ ე.წ. მინისტრზე თავდასხმისთვის პასუხისმგებლობაში მიცემა ემუქრებათ. ამის შემდეგ, საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაიზარდა - მათ აფხაზური ოპოზიციაც შეურთდა, რომელთაც აქციაზე თვით დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომაც კი მოითხოვეს.

რუსლან ჯელია, რომელიც "აფხაზეთის გმირის" წოდებას ატარებს დრანდის ციხის დირექტორობიდან 2015 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს. მაშინ ითქვა, რომ ის ციხიდან საქართველოს მოლაქალაქე ბაჩუკი ლატარიას გაქცევას შეწირა. იმჟამად ჯელიას ქართველებთან ახლო ურთიერთობასა და საიდუმლო კავშირებს აბრალებდნენ. საქმის გამოძიება გრძელდება...

სოციალურ ქსელებში აფხაზები თამამად წერენ, რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, მაგრამ რუსლან ჯელიას იმ დღეს მოძრაობის წესები არ დაურღვევია და ადამიანი, რომელმაც მის მიმართ ცეცხლი გახსნა, ძიაპშპას ახლობელია, ამიტომაც მას არ წირავენ...

დავით ავიძბა, სოხუმელი სტუდენტი:

- ჩინოვნიკები, ვინც არ უნდა იყოს, მინისტრი თუ მისი მოადგილე, უნდა შეეგუონ იმას, რომ ისინი არიან ხალხის სამსახურში და ისე უნდა მოიქცნენ, როგორც ქვეყანას და კანონს სჭირდება. ჩვენ არ გვაინტრესებს ვინ ვისი ახლობელია, კანონის დამღვევი უნდა დაისაჯოს და საერთოდაც, ვიღაცამ აგოს პასუხი, რათა სხვებმა ვიგრძნოთ, რომ აფხაზეთის მოქალაქეები ვართ და ჩვენს უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზრუნავს. აქციის რამდენიმე მოანწილეს შსს და პროკურატურიდან დაუკავშირდენენ, ეს სხვებისთვის ირიბი გაფრთხილებაა, ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?!

რაფაელ ჯელია, სოხუმის მკვიდრი:

- საქმე ის არის, რომ შს სამინისტრომ და ზოგადად სახელმწიფომ იმის ნაცვლად, რომ მაშინვე ადეკვატური ნაბიჯის გადაედგათ, კიდევ ერთი შეცდომა დაუშვეს, მათ ხელი დააფარეს დამნაშავეს. მოგვიანებით კი, მინისტრმა ძიაპშპამ რუსლან ჯელიას დაკავების ბრძანება გასცა და მას კრიმინალურ ავტორიტეტებთან ურთიერთობასი დასდო ბრალი, - სინამდვილეში შს შენობასთნ იდგნენ აფხაზეთის ომის ვეტერანები, მეომრების, რომლები, რომლებიც უპოტრონოდ არიან დარჩენილი. ახლა მათ კრიმინილებს უწოდებენ და ყიველდღიურად აგრძნობინებენ, რომ ქვეყნისთვის ზედმეტი ტვირთი არიან... რუსლან ჯელია არის პოლკოვნიკი, რომელსაც "აფხაზეთის გმირის" წოდება აქვს, ის 30 წელი მეტი მსახურობდა აფხაზურ ძალოვან სტრუქტურაში. ის, რაც ახლა აფხაზეთში ხდება მგონი ღირს დაფიქრებად. არ არის გამორიცხული საქმე ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნამდე მივიდეს...

დავით დასანია, აფხაზი ისტორიკოსი:

- აფხაზეთში განვითარებული პროცესები გვაჩვენებს, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეგვიძლია. არც ერთი სახელმწიფოს სტრუქტურა გამართულად და დამოუკიდებლად არ მუშაობს და რაც ყველაზე უარესია, კანონი ისევ შერჩევითია... იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოგვარდეს, ჯელია მინისტრისგან სახალხოდ ბოდიშის მოხდად ითხოვს, რაზეც მინისტრი უარს აცხადებს. ახლა ჯერი პრეზიდენტ ხაჯიმბაზეა, რომლის მიმართაც ხალხს ძალიან ბევრი პრენტენზია აქვს. მოკლედ, შესაძლოა სიტუაცია ნებისმიერ წუთში აფეთქდეს... გავრცელებული ინფორმაციით, ძიაპშპამ და ჯელია პირისპირ შევხდნენ ერთმანეთს და ისაუბრეს, რაზე შეთანხმდნენ უცნობია, მაგრამ ეს არც არის საინტერესო, რადგან კანონს ისევ გადავუხვიეთ და ისევ პირადი ურთიერთობების დონეზე წყდება საქმე... ამ კვირას აქციის მონაწილეებსა და პირადად ჯელიას, პრეზიოდენტი ხაჯიმბა ხვდება...

აფხაზეთში არსებულ დაძაბულობას ქართველი ექსპერტებიც ეხმიანებიან, - აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე ამბობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. "მილიციური რეჟიმი" ყალიბდება, ჯელიას მისამართით გასროლა კი, ადგილობრიივ მოსახლეობისთვის მოთმინების ბოლო წვეთი იყო.

- ახლა აფხაზეთში კლანებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ციხის ყოფილი უფროსის გამო, ამდენი ადამიანის გამოსვლა მაინცდამაინც მისაღები არ არის, მაგრამ საქმე სხვა რამესთან გვაქვს, - იქ ბევრი პრობლემა დაგროვდა დე ფაქტო შს მინისტრის ლეონიდ ძიაპშპას მიმართ. მილიციელების თავხედობა და მილიციური რეჟიმი, რაც ძიაპშპას ხელმძღვანელობით ყალიბდება, ბევრს არ მოსწონს და "აფხაზეთის გმირის" მიმართ განხორციელებული ქმდება, მოთმინების ასავსებად ბოლო წვეთი იყო. ყოფილ მებრძოლებს ისიც აღიზიანებთ, რომ მათი "ღვაწლი" ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა. ადრე ისინი ყველაზე მეტად დაფასებულები იყვნენ. რაც დრო გადის, მათ ყურადღებას ნაკლებად აქცევენ და ამას ხელისუფლებას ვერ პატიობენ. ხაჯიმბა აფხაზეთში ისედაც არასდროს იყო პოპულარულილ, მას იქ ერთადერთი დასაყრდენი ჰყავს ეს არის მილიცია, ეს იცის ძიაპშპამ და ცდილობს ამით რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს. მოსახლეობა კრიმინალურ გარჩევებს მიჩვეულია და ახლა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება შესაძლოა რაღაც დათმობებზე წავიდეს, რაც ვითარებას დროებით ჩააცხრობს, თუმცა მომავალში ხაჯიმბას გადაყენების საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)