ღარიბაშვილი ბრუნდება?!
ღარიბაშვილი ბრუნდება?!
პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს გამართავს.

ამის შესახებ კობახიძემ "ინტერპრესნიუსს" იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, დაესწრება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აპრილში დაგეგმილ ყრილობას ან რაიმე ფორმით მიიღებს თუ არა მონაწილეობას პარტიის მომავალ საქმიანობაში.

"ჩვენ აუცილებლად გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად გაირკვევა ის, თუ როგორი იქნება ყოფილი პრემიერის და თავმჯდომარის ჩართულობა ჩვენს სამომავლო საქმიანობაში", - განაცხადა კობახიძემ.

ასეთი კონსულტაციები, მისი თქმით, ჯერჯერობით არ გამართულა.

რამდენიმე
დღის წინ, ექსპრემიერის მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა მეუღლესთან ერთად გადაღებული სურათი დადო "ფეისბუკში", სადაც ჩანს რომ ცოლ-ქმარი გერმანიაში ისვენებს.

როგორც ჩანს, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი უმეტეს დროს ოჯახთან ერთად ატარებს. ცნობილია, რომ ნუნუკა მეოთხე შვილს ელოდება. ღარიბაშვილი-თამაზაშვილის ოჯახს გოგო ეყოლება. წყვილს სულ სამი შვილი ჰყავს. ყველაზე უმცროსი, გაბრიელი მათ გასული წლის აპრილში შეეძინათ.



mzia
27 მარტი 2016 20:57
წესიერი ადამიანია,ვუსურვებ წარმატებებს.ღმერთმა დაგლოცოს.
/////////////
25 მარტი 2016 13:37
ოჰ, რა სათაურია! ბრუნდება თორემ,როდესაც იყო, რამე გაუკეთებია. გააკეთა ჯღარკავებისთვის, თავისი ნათესავებისთვის. სამწუხაროდ, ხალხისთვის და ქვეყნისთვის, არაფერი. კარგი კაცი რომ არის და კარგი ოჯახი რომ ყავს, ხალხს რა, ბუს კვერცხები!
daviti
25 მარტი 2016 13:30
ბიძინას რაც აქვს ცუდი კადრების შერჩევა უჭირს. ღარიბაშვილი იყო ძალიან ახალგაზრდა შსს მინისტრობისთვისაც კი, არათუ პრემიერმინისტრად დასანიშნად. თორემ ნიჭიერი და უნარიანი კაცი რომ არის ამას რად უნდა ლაპარაკი. ვერ გაქაჩა და წავიდა. რთულია იყო ქვეყნის ხელმძღვანელი 30 წლის ასაკში და მერე რაღაც თანამდებობებზე დაგნიშნონ და ვიღაცეებმა თითი გიქნიონ და ზემოდან გიყურონ.

სააკაშვილს იგივე მოუვიდა დაახლოებით, (მის ღარიბაშვილთან შედარებისაგან ღმერთმა დამიფაროს) უბრალოდ ძალიან ახალგაზრდას ძალიან დიდი ძალაუფლება ჩაუვარდა ხელში, მიშას თავში აუვარდა, ირაკლის არა, თუმცა შედეგი ორივესათვის იგივეა, ძალაუფლების პიკი გაიარეს და გაიარეს ძალიან ახალგაზრდა ასაკში. მთელი სიცოცხლე ასეთი ტვირთი აქვს ორივეს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპატრულო პოლიციის მუშაობას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპატრულო პოლიციის მუშაობას?
თვის კითხვადი სტატიები