რას ამბობს უშიშროების გენერალი ოდეერების ინსტიტუტზე
23-03-2016
რას ამბობს უშიშროების გენერალი ოდეერების ინსტიტუტზე
"როგორ გგონიათ, უცხოეთის დაზვერვას არ სჭირდება სტუდენტების გადაბირება?!"

უნივერსიტეტში მიმდინარე პრ­ო­­­­­­ცესებმა აქტუალური გახადა ე.წ. ოდეერების თემა. განათლების­ სის­ტემაში მათ ყოფნას სტუდენტები­ საბჭოურ გადმ­ონაშთად მიიჩნევენ.

ანზორ მაისურაძე, უშიშროების გენერალ-მაიორი: - ოდეერი ყველა ქვეყანას ჰყავს­. სახელმწიფოს თუ დასჭირდება, ის პრეზიდენტთანაც იქნება, მინი­ს­ტრთა კაბინეტშიც და უნივერსიტეტშიც. მათ აქვთ ორი ფუნქცია. ერთი, რომელსაც იყენებს­ დაზვერვა­ და მეორე, რომელსაც იყენებს კონტრდაზ­ვერვა. დაზვერვის ოფიცრები ყოველთვის არიან საგარეო საქმეთა სამინისტროში. მაგ., ინგლისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში იმდენი ოფიცერია,
ვერ გაარჩევ, ვინ სამინისტროს თანამშრომელია და ვინ მოქმედი რეზერვის ოფიცერი. ოდეერი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის არის შექმნილი და არა ჩვენს მისაყურადებლად. უნივერსიტეტში ჩემს დროს არ იყო ოდეერი, მაგრამ ახლა თუ არის, ე.ი. სახელმწიფოს დასჭირდა. მისი მიზანი ის კი არ არის, გაიგოს, რა უთხრა ნანამ ნინოს, არამედ დაიცვას
შენობა, მაგალითად, ტერორისტებისაგან. ასე რომ მოხდეს, ხალხი ხომ ატეხს ერთ ამბავს, სად იყო უშიშროების სამსახურიო? საყოველთაოდ ცნობილ მაგალითსაც მოგიყვანთ: გასული საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა კავშირმა კემბრიჯის უნივერსიტეტიდან სტუდენტები გადაიბირა.­ ეს იყო ცნობილი"კემბრიჯის ხუთ­ეული, რომელიც დიდ ბრიტანე­თში დიდი ხნის განმავლობაში­ საბჭოთა აგენტურის­ ქსელის ბირთვი იყო. ისინი შემდეგ საბჭოთა სპეცსამსახურების ფარული ხელშეწყობით ინგლისის სახელმწიფო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე დაწინა­ურდნენ. ზოგი აქტიური მამათმავ­ალი იყო, ზოგი - ფარული, ერთი კი - აღიარებული ჰომო­სექსუალი. ამით დააშანტაჟეს და ისინიც წლების განმავლობაში აწვდიდნენ საბჭოთა­ დაზვერვას ცნობებს თავიანთი­ ქვეყნისა თუ სხვა სახელმწიფოების საიდუმლოებათა შესახებ. როგორ გგონიათ, უცხოეთის დაზვერვას არ სჭირდება სტუდენტების გად­ა­ბირება? ეს არ უნდა იცოდეს კონტრ­დაზვერვამ? როგორ გაიგებს, თუ არ ეყოლება თავისი­ აგენტურა? ამის გარდა, ის ხალხი, ვინც დაზვერვიდან საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდის, ხომ არ იტყვის, დაზვერვიდან ვარო? ზოგი იტყვის, უნივერსიტეტში ვმუშაობო და არის კიდეც იქ გაფორმებული, სინამდვილეში კი უშიშროებაში მუშაობს. ან ვინ ჩამოვა საქართველ­ოში და გეტყვის, თურქეთის ან ინგლისის დაზვერვის თანამშრომელი ვარო?

"ოდეერები წყვეტდნენ, ვინ მიეღოთ სამსახურში და ვინ - არა..."

ვახტანგ მაისაია, ექსპერტი:
- "ნაციონალების" დროს ოდეერის ინს­ტიტ­უტს ევალებოდა სახე­ლმწიფო პოლიტიკის გატარება­ და ე.წ. რბილი პოლიტიკური პრეს­ინგი. ისინი გადაწყვეტი­ლებების მიღებაშიც მონაწილეო­ბდნენ. მაგ., საგარეო საქმეთა სამინისტროში­ ისინი წყვეტდნენ, ვინ მიეღოთ სამსახურში და ვინ - არა. დღესაც­ ასეა. განათლების­ სისტემაშიც არსებობდა ოფიცერი, რომლის მიზანი სისტემის სპეცსამსახურების კად­რებით შევსება იყო...

მეფის ოდეერები...

ოდეერის ინსტიტუტი აღმაშენებლის დროსაც კი არსებობდა. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ამბობს: "არც რა ქვეყანასა შიგან არსებობდა, რაიცა მეფისთვის საცნაურ არ იყო. ცოლსა ქმრისთვის ვერა ეთქვა რა და ქმარს - ცოლისთვის, თითქოს კედლებსაც ყური ჰქონდა გამობმული". იმ ეპოქაშიც მუშაობდა აგენტურა. აღმაშენებლის მსტოვრებიც შენიღბულნი მიდიოდნენ მეზობელ ქვეყნებში და მეფემ ყოველთვის იცოდა, რა ხდებოდა საქართველოს გარშემო. ქვეყნის უსაფრთხოებას სჭირდება ოდეერის ინსტიტუტი. სახელმწიფო ძლიერი რომ იყოს, ასეთი ინსტიტუტი უნდა ჰქონდეს.

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით