"წულუკიანი როდესაც მურუსიძეს "აპრავებს", რომელ სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი?!"
28-03-2016
"წულუკიანი როდესაც მურუსიძეს "აპრავებს", რომელ სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი?!"
"მუდმივად გაბითურებულ მდგომარეობაში როდემდე უნდა ვიყოთ?!"

ზურაბ ადეიშვილის, ერეკლე კოდუასა და დავით კეზერაშვილის­ შემდეგ, ინტერპოლმა კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის, დათა ახალაიას ძებნაც შეწყვიტა. ბრალდებულის ადვოკატების მტკიცებით, საერთაშორისო საპოლიციო ორგანომ დათა ახალაია პოლიტ­იკურ დევნილად მიიჩნია, პროკურატურის ოფიციალური განცხად­ებით კი, ინტერპოლმა ძებნილისთვის ერთ-ერთი ქვეყნის მიერ მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი გაითვალისწინა.

ლია მუხაშავრია, უფლებადამცველი: - ევროპის ერთ-ერთ სა­ხელმწიფოში დევნილის­ სტატუს­ის მინიჭება ნიშნავს, რომ ახალაია აღარ აგებს პასუხს იმ დანაშ­აულზე, რაც ჩაიდინა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ამ
შედეგამდე­ პროკურატურის დოყლაპიობამ მი­გ­ვიყვანა, რადგან წარმოუდგენ­ე­ლია, ერთსა და იმავე შეცდომას უწყება­ გაუცნობიერებლად უშვებდეს.

- რას გულისხმობთ?
- ვიღაცები ძველ ხელისუფლებასთან გარიგდნენ, რათა დამნაშავე ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი მიეჩქმალათ.
2013 წელს, როდესაც მასალებს ანადგურებდნენ, არ მომისმენია არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა გვემხილებინა ის პირები, რომლებიც წლების
განმავლობაში საზოგადო­ებას უკანონოდ უთვალთვალებდნენ. დღეს კი იუსტიციის მინისტრი გვეუბნება, სახელმწიფომ დაზარალებულების პირადი სივრცე გამოძიების ინტერესებზე მაღლა დააყენაო, რაც, რბილად რომ ვთქვათ, გამაოგნებელი განცხადებაა.
დარწმუნებული ვარ, დღესაც ბევრს ხელს არ აძლევს ფირების გამავრცელებლამდე მისვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი უკვე გვექნებოდა.

- პროკურატურამ ამერიკის გამოძიების ფედერა­ლურ ბიუროს მიმართა დახმარე­ბისთვის...
- ბრიუსელის ტერაქტის მეორე დღეს­ვე სამართალდამცავებმა ტერორისტ­ების ორგანიზებული ჯგუფის დაკავება შეძლეს და ათი დღის განმავლობაში იმის დადგენაც კი ვერ ხერხდება, თუ რომელ ქვეყანაში აიტვირთა ვიდეოჩანაწერები?!
სად არის პროკურატურის ან სასამართლოს რეფორმა? ან წულუკიანის დაპირ­ებული ცვლილებები და რეო­რგანიზებული სისტემა? მეტიც, მან იუსტიციის საბჭოს მდივნად მურუსიძის ლეგიტიმაცია მოახერხა, რომელიც დღეს მოსამართლეების ბედს წყვეტს.

წულუკიანი სასამართლო რეფორმის ახალ ტალღას აანონსებდა და წამოსცდა, რომ მურუსიძის კანდიდატურის მომხრე იყო. წულუკიანი როდესაც მურუსიძეს "აპრავებს", რომელ სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი?! ასეთ ვითარებაში დათა ახალაიას ან სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებში საგამოძიებო უწყებების მარცხი არ უნდა გვიკვირდეს.

შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატი:
- თუ "მასტერას" ექსტრადირება მოხერხდა, რატომ ჩაფლავ­და პროკურატურა დათა ახალ­აიას საქმეში? რეალურად, დღეს კოაბიტაციის შედეგებს ვიმკით. თუ ზომები არ მივიღეთ, წინ კიდევ უფრო დიდი უბედურება გველოდება. ძებნილი ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მაღალჩინოსანია, ზურაბ ადეიშვილი თურმე კარგი მენეჯერი, დათა ახალაია უდანაშაულო...
ამიტომაც­ ვამ­ბობ, რომ კოაბიტაციის შედ­ეგს­ ვიმკით. დამნაშავეებს ვუთხარ­ით, შეირგეთ მოპარული ფული და საზღვარგარეთ გაერთეთო. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სახელმწიფო სამსახურებში დღემდე "ნაცმოძრაობის" ზონდერები მუშაობენ. ბოლოს და ბოლოს, გავერკვეთ, გვინდა თუ არა სამართლიანობის აღდგენა?!

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი:
"მუდმივად გაბითურებულ მდგომარეობაში როდემდე უნდა ვიყოთ?! საკანონმდებლო ცვლილ­ებებით დაწყებული, კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობით დამთავრებული, მასშტაბური მოქმედებაა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ბუმერანგივით ისევ ამ ხელისუფლებას დაუბრუნდება".

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები