"ქრთამი შემომთავაზეს" - დაკარგულ 2 მილიონ დოლარს უკრაინაში საყვარელიძესთან ერთად ეძებენ...
"ქრთამი შემომთავაზეს" - დაკარგულ 2 მილიონ დოლარს უკრაინაში საყვარელიძესთან ერთად ეძებენ...
უკრაინის გენპროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დავით საყვარელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, დაკითხვაზე დაიბარეს. განყოფილებაში მისვლამდე, ჟურნალისტებთან შეხვედრისას მან ქრთამის თაობაზე ისაუბრა:

„ქრთამი  შემომთავაზეს, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. ვინც ქრთამი შემომთავაზა „მაკარენკოს კაცად“ გამეცნო. მას ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა, ადრე ალბათ შევხვედრილვარ კიდეც. მითხრა, - დიდ თანამდებობაზე ხარ - არის სქემები და თუ შენ შეგიძლია ამ სქემებს უხელმძღვანელო, საინტერესო საკითხებიც გაჩნდება და საჭირო ხალხთან მორიგებაცა შესაძლებელია, რათა ნავთობპოდუქტები გაიყიდოსო, - გაუმხილა
პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ 29 მარტს რადას დეპუტატებმა, გენპროკურორი ვიქტორ შოკინი თანამდებობიდან გადააყენეს, თუმცა სანამ პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას ოფიციალურად მიიღებდა, შოკინმა საყვარელიძის გაათავისუფლება მოასწრო.

თანამდებობის დატოვების შემდეგ, ქართველი პოლიტიკოსი 2 მილიონი დოლარის გაქრობის ფაქტზე პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხეს.

„გამოვცხადდი დაკითხვაზე. ერთად მოვძებნით 2 მილიონ დოლარს.
დაკითხვისას უკვე ოფიციალური ფორმით დავასახელებთ იმ მიზეზებსა და გარემოებებს, რის გამოც ვერ იმუშავა რეფორმებმა, დავასახელებთ იმ პირებს, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა", - განაცხადა საყვარელიძემ.


ჟურნალისტის კითხვაზე, ენდობა თუ არა გენპროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე პროკურორ სუსის გამოძიებას, მან უპასუხა რომ პროკურორი როგორც ყოველთვის დაკვეთებს ასრულებს.

„ეს ის კაცია, ვინც აშანტაჟებდა ჩვენი გუნდის ბიჭებს, ემუქრებოდა და თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა“.

რაც შეეხება დაკითხვას, საყვარელიძემ განმარტა, რომ ეს მხოლოდ ფორმალობაა, რადგან გამოსაძიებელი არაფერია.

„ჩემთვის ეს ფორმალური პროცედურაა. თავს არ მოვიტყუებ და არ დავიჯერებ იმას, რომ ამ საკითხში გამოძიება ობიექტურობას გამოიჩენს. აქ გამოსაძიებელი არაფერია, მათ სურთ ამ საქმეში მხოლოდ ფორმალური აღნიშვნის გაკეთება, რომელიც ამჯერადაც უნდა გადავლახოთ. თუმცა მე მზად ვარ მივცე ჩვენება“...

წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

უკრაინაც
04 აპრილი 2016 18:19


"News Front"-ის ექსპერტი(ანდრეი კნიაზევი) წერს, რომ აშშ თანახმაა უკრაინული კრიზისის დასრულების მიზნით მოხდეს უკრაინის გახლეჩა ოთხ ნაწილად.
ოდესა და მის ჩრდილოეთით არსებული ტერიტორიები გადავა რუსეთის დაქვემდებარებაში.
უნგრეთს და პოლონეთს გადაეცემათ უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიის ნაწილი.
უკრაიანის დანარჩენი ტერიტორია იქნება ფორმალურად დამოუკიდებელი.(ეს რასაც ნიშნავს, ახსნა არ სჭირდება).

მოკლედ, მიშამ და მისმა ბანდამ უკრაინაშიც შეასრულა ჩვეული მისია ქვეყნის დახლეჩვისა.
ოდესა რუსეთსო.
ეს განა არ ნიშნავს, რომ ეს მაღალი "ანტირუსი" სწორედ რუსეთის ბიჭია?

უკრაინა თუ გამოაგდებს, არ გაგიკვირდეთ, თუ მათ რუსეთი შეიფარებს და ხელისგულზეც ატარებს......
ის ვინატროთ, რომ იმავე რუსეთმა ისევ საქაღტველოში არ დაგვასვას თავზე ძლივსმოცილებული ჯილა ნეოფაშისტები.


ანდა, შესაძლოა, რუსეთის მიერ განხორციელებული წარმატებული ანტიტერორისტული ოპერაციების გამო აშშ-მ დაუკმაყოფილა რუსეთს სურვილი უკრაინის ანექსიისა და ნაცების ოდესიდან შესაძლო გამორეკვის კამპანიაც ამის ანარეკლია.
ნანა1-ს
03 აპრილი 2016 22:23
ჩემო ძვირფასო !?-ო,მიუნჰაუზენი (მიუნ ჰაუზენი) უნდა დაგეწერა,ისე ჯობია წიგნები წაიკითხო,განათლება მიიღო და კომენტარები მერე წერო.


სერგია-ს
03 აპრილი 2016 22:21
მაინტერესებს მიუზ ჰაუზენი1 ვინაა.ბარონ მიუნჰაუზენს (მიუნ ჰაუზენი) ხომ არ გულისხმობთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?