"რესპუბლიკელი" მინისტრები დღეს რეალურად "დროებითი მინისტრები" არიან"
"რესპუბლიკელი" მინისტრები დღეს რეალურად "დროებითი მინისტრები" არიან"
"ჩვენ ვსვამდით კითხვის ნიშნის ქვეშ კოალიციაში დარჩენა-არდარჩენას, მაგრამ "კონსერვატორები" კოალიციიდან წასვლას გამორიცხავდნენ

"რესპუბლიკელების" განცხადების პარალელურად ცნობილი ხდება, რომ არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა კოალიციაში შემავალ სხვა სუბიექტებსაც მოუწევთ. ამის შესახებ განცხადება თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა, რაც როგორც ჩანს, თავად კოალიციაში გაერთიანებული პარტიებისთვისაც კი მოულოდნელი იყო. მითუმეტეს, რომ "კონსერვატორებმა" ცოტა ხნის წინ ყრილობა ჩაატარეს და საკუთარი პოლიტიკური მომავალი კოალიციას ოფიციალურად დაუკავშირეს.

ახლა მთავარ კითხვად მხოლოდ ის რჩება, როდის დატოვებენ მაღალ თანამდებობებს
"რესპუბლიკელი" მინისტრები.
სანახევროდ გაერთიანებაში ყოფნა რომ არ გამოვა, ამას თავად პარტიის ლიდერებიც ადასტურებენ. დავით ზურაბიშვილმა აღნიშნა კიდეც, რომ "რესპუბლიკელი" მინისტრები დღეს რეალურად "დროებითი მინისტრები" არიან. პოლიტიკურად ყველაზე საინტერესო პროცესი კი, ალბათ, სწორედ მას შემდეგ დაიწყება, რაც კოალიციიდან გასული პარტიები არჩევნებისთვის "თანამგზავრის" ძებნას დაიწყებენ - დიდი
ალბათობით, ახალ პოლიტიკურ რეალობაში რამდენიმე ახალი საარჩევნო ბლოკი შეიქმნება. რაც მთავარია, სავარაუდოდ, ახალი გაერთიანება 2012 წლამდე შექმნილი კოალიციისგან თვისობრივად განსხვავებული იქნება. მაგალითად, "მრეწველების" ლიდერმა ზურა ტყემალაძემ უკვე განაცხადა კიდეც, რომ ლიბერალებთან ერთ პოლიტიკურ ალიანსში ყოფნას არ აპირებს. ვინ სად ხედავს საკუთარ პოლიტიკურ ბედს, ამის გასარკვევად ჯერ კიდევ კოალიციაში მყოფი პარტიების ლიდერებს დავუკავშირდით:

გიგა ბუკია, კონსერვატორული პარტია: ბუნებრივია, წინა დღეებში ამ საკითხებზე კოალიციის შიგნით ვსაუბრობდით. ისიც ითქვა, რომ ცუდი არ იქნებოდა პარტიები არჩევნებზე დამოუკიდებლად გავსულიყავით. ბუნებრივია, ჩვენი მიზანი იყო კოალიცია გაერთიანებული ძალებით წარდგენილიყო არჩევნებზე, მაგრამ რადგან ეს ვერ მოხერხდა, ჩვენც გარემოების შესაბამისად ვიმოქმედებთ. პარტიის ეროვნული კომიტეტი სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს. არ არის გამორიცხული ახალი კოალიცია გაჩნდეს, ან სხვა ფორმატზე ვიმსჯელოთ. ყველაფერი დროთა განმავლობაში გაირკვევა.

ანი მიროტაძე, "ეროვნული ფორუმი": კოალიციაში მიმდინარე პროცესებს არ შევაფასებ, მაგრამ ერთი კი ნათელია - "ეროვნული ფორუმი" ჯერ კიდევ იანვარში სვამდა კითხვის ნიშნის ქვეშ კოალიციაში დარჩენა-არდარჩენის საკითხს. მაშინაც კი, როდესაც სხვა პარტიები, მაგალითად, "კონსერვატორები" კოალიციიდან წასვლას გამორიცხავდნენ. გიდასტურებთ, რომ ჩვენთან განსხვავებული განწყობები არსებობდა. ფაქტია, რომ 3 აპრილიდან ჩვენი პარტიისთვის განსხვავებული პოლიტიკური ცხოვრება იწყება.

ზურა ტყემალაძე, "მრეწველები": ჯერ არ ვიცით, რა სახით წარდგება პარტია საპარლამენტო არჩევნებში, ამაზე "მრეწველების" ყველა წევრთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ. ფაქტია, რომ კოალიცია დაშლილია. "რესპუბლიკელებისგან" განსხვავებით, ჩვენ პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე კი არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)
abg
03 აპრილი 2016 15:05
იქნებ საარჩევნო კანონში თეთრზე შავით დაწერონ ,რომ ყველა პარტია არჩევნებში უნდა მონაწილეობდეს დ ა მ ო უ კ ი დ ე ბ ლ ა დ,ჩვეულებრივი პენსია დეპუტატს და არავითარი სადებუტატო პენსია ,არავითარი იმუნიტეტი ,არავითარი საბანკო და სესხის შეღავათი.ა.შ და ა.შ დეპუტატებს აქვთ საკმაოდ მაღალი ხელფასი და იყვნენ კარგი დეპუტატები ,რომ ხალხმა მხარი დაუჭიროს .რა გამოდის ერთხელ შეძვრებიან პარლამენტში და სიცოცხლის ბოლომდე პენსიას იღებენ.საკმარისია ა რ ა ვ ი თ ა რ ი კ ო ა ლ ი ც ი ა ყველა პარტია დ ა მ ო უ კ ი დ ე ბ ლ ა დ არჩევნებზე. პარლამენტს 50(ორმოცდაათი)დეპუტატიც ეყოფა და ხაზინაცსაც შეღავათი მიეცემა დაზოგილი თანხა კი ქვეყანას და მოსახლეობას მოხმარდეს.სულაც არ მინდა როდესაც მხოლოდ ერთი პარტია მომწონს და ჩემი მხარდაჭერით ჩემთვის არასასურველი პარტიებიც სარგებლობენ
წიე
02 აპრილი 2016 18:52
ეს ძ ი ძ ი გ უ რ ი საერთოდ რისი მაქნისია.ამის გაკეთებული არავი უნახია.
Dato
02 აპრილი 2016 17:26
Chven kvelani droebiti vart am dedamitsaze ministrebits da ubralo xalxits.visats es esmis bednieria.ministroba dgesaa da xval vis ra elodeba aravin itsis.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?