"არავის უნდა შეეპაროს ეჭვი "ქართული ოცნების" "დასავლური ორიენტაციისადმი ერთგულებაში"
04-04-2016
"არავის უნდა შეეპაროს ეჭვი "ქართული ოცნების" "დასავლური ორიენტაციისადმი ერთგულებაში"
"საპარლამენტო არჩევნების წელია და შესაძ­ლოა, რუსეთმა სიურპრიზები მოგვიმზად­ოს,­ გაიზარდოს რუსული პროპაგანდის, ე.წ. რბილი ძალის ფონი"

"ევროპის სახალხო პარტიის" საპატიო პრეზიდენტის, ჯოზეფ დოლის განცხადებამ, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია არჩევნების შემდეგ უნდა მიიღოს, როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ საერთაშორისო პარტნიორების უკმაყოფილება გამოიწვია. ისიც კი ითქვა, რომ ჯოზეფ დოლმა "ნაციონალური მოძრაობის" სურვილი გაახმოვანა. არსებობს თუ არა რისკი,­ რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი შემო­დგომისთვის გადავადდეს, ამ კითხვას­ საგ­არეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე პასუხობს:

- სავსებით
გასაგებია ქართული პოლიტიკური სპექტრის, საზოგადოებისა და მასმედიის მძაფრი ინტერესი ევროპის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟ­იმის გაუქმებასთან დაკავშირებით. ეს სენსიტიური, დელიკატური ხასიათის, ზედმეტად პოლიტიზებული თემაა. საქართველო დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს აღნიშნავს. ევროპაში კარის შეღება საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ოცნებაა. ამიტომ, "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი­ წევრის მიერ ამ პროცესის
დამუხრუჭების მცდელობა არაადეკვატურია და ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს. ევროკავშირმა თავისი პოლიტიკა ყველა ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ მიმართუ­ლებით ბევრი რამ გააკეთა, ამას ვაღი­არებთ, თუმცა მათი მმართველობის დროს არსებობდა დემოკრატიასთან­ დაკავშირებული პრობლემები. მოდი, ასე ვთქვათ: 2012 წლის შემდგომ ევროპული და ევროატლა­ნტიკური ინტეგრაციისთვის ჩვენი ხელის­უფლება ატარებს არა ემოციურ, არამედ თანამიმდ­ევრულ, პრაგმატ­ულ და რაციონა­ლურ პო­ლ­იტიკას.

"ქართული ოცნების" ხელ­ისუფ­ლებაში მოსვლის შემდეგ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას და, ამასთან, ინსტიტუციონალური­ დემოკრატიის, რეფ­ორმებისა და მოდერნ­იზაციის აღმშენებ­ლობას არ შეიძლებოდა შედეგი არ მოეტ­ანა ვიზალიბერალიზაციის საქმეში. ევროპის შესაბამისმა სტრუქტურებმა, სადაც წამყვან თანამდებობებზე "ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენლებიც არიან, საქართველოსთან უვიზო მიმოს­ვლას უკვე დაუჭირეს მხარი. ახლა დარჩენილია დეტალები ინპლემენტაციისათვის. დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში ეს საკითხები დადებითად გადაწყდება.

- "ევროპის სახალხო პარტიის" საპატიო თავმჯდომარემ ჯოზეფ დოლმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად ივნისი მაღალ თამასად მიიჩნია.
- "ევროპის სახალხო პარტიამ" და პირადად დოლმა იციან, რომ ჩვენი ქვეყანა­ აღმოსავლეთპარტნიორობის პროგრამაში­ აღიარებული ლიდერია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია მსხვერპლად არ შეეწიროს პოლიტიკურ ამბიციებს და არ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად. არ გამოვრიცხავ, რომ ბატონი დოლი თავის განცხადებებში ეფუძნება მისთვის არასწორად მიწოდებულ ინფორმაციას. გვაქვს გამოწვევები და მათ დასაძლევად სწორედ­ ევროპელი პარტნიორების დახმარება გვჭირდება. აღსანიშნავია, რომ დოლის საპასუხოდ ორმოცზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება. იცით, რომ არასამთავრობო სექტორი კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მათ განაცხადეს, რომ მიუხედავად ზოგიერთი პრობლემისა, ხელისუფლება ბოლო წლებში პოზიტიურ ნაბიჯებს დგამს და საქართველოს ევროპასთან დაახლოება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინა პირობაა.

- ჯოზეფ დოლი დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს შეხვდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ დასავლელ პარტნიორებს დღესაც აქვთ კითხვები ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიასა­ და გიგი უგულავას პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე?
- ჩვენ ვეუბნებით უცხოელ პარტნიო­რებს, რომ ჯობია თავად ნახონ, როგორ მუშაობს დემოკრატია საქართველოში, ვიდრე­ შორიდან გამოთქვან ეჭვები ან ჩაერიონ საშინაო საქმეებში. 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობას განსაკუთრებით აკვირდებიან. არავინ დგას ჩვენს ქვეყანაში კანონზე მაღლა. დარწმუნ­ებული ვარ, "ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენლებიც ანალოგიურ პოზიციაზე არიან, თუმცა ბატონ დოლს მინდა შევახსენო, რომ ის საზარელი ვიდეოჩანაწერები,­ რომელთაც ასე მტკივნეულად აღიქვამს საზოგადოება, გადაღებულია სააკაშვილის მმართველობისას. იქნებ დაინტერესებულიყვნენ და თავიანთ პარტნიორებთან გაერკვიათ, რა მიზანს ემსახურებოდა საქართველოში ტოტალური შანტაჟისა და თვალყურის სისტემა.
დასვას "ევროპის სახალხო პარტიამ" კითხვა, ვის შეიძლება აწყობდეს საქართველოში­ დესტაბილიზაცია. სხვათა შორის, მისი განცხადებები ვიზიტის დასრულების შემდეგ­ გაცილებით ობიექტური იყო...

- საინტერესოა ის გზავნილებიც, რაც აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ფორმატში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააჟღერა. არის თუ არა მუქარა, როდესაც გრიგორი კარასინი მიანიშნებს, რომ რუსეთი არჩევნებს აკვირდება, მანამდე კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებებით უკმაყოფილოა?
- ზურაბ აბაშიძემ ღირსეული პასუხი გასცა ბატონ კარასინს. შესაბამისად, მკაცრი იყო ჩვენი პრემიერისა და პარლამენტის წევრების რეაქციაც. ჩვენ გვაქვს პრაგმატული და რაციონალური დიალოგი რუს­ეთთან, რომელსაც მხარს უჭერენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ჩვენ არ გადავკვეთთ დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წითელ ხაზებს.
რუსეთმა პატივი უნდა სცეს ჩვენს არჩევანს და ისწავლოს ჩვენთან (და არა მხოლოდ!) საუბარი როგორც თანასწორ პარტნიორთან.
საპარლამენტო არჩევნების წელია და შესაძ­ლოა, რუსეთმა სიურპრიზები მოგვიმზად­ოს,­ გაიზარდოს რუსული პროპაგანდის, ე.წ. რბილი ძალის"ფონი, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო გაუძლებს ამ გამოწვევებს.

- აქვს თუ არა რუსეთს ბერკეტი, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციაზე საბო­ლოო გადაწყვეტილება შეაფერხოს? მით უმეტეს, რომ წინ ვარშავის სამიტიც გველოდება.
- საქართველო კარგად ართმევს თავს "საშინაო დავალებებს" და დამსახურებულ შე­ფასებას მიიღებს ვარშავაში. რა თქმა უნდა, გლობალურ პოლიტიკაში დასავლეთს უწევს რუსეთის ინტერესების გათვალისწინ­ება, მაგრამ არავის აქვს უფლება, ვეტო დაადოს საქართველოს მოსახლეობის არჩე­ვანს.

- როგორ შეაფასებდით კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე მოვლენებს?
- წამყვან ევროპულ ქვეყნებშიც კოალ­იციური პარტნიორები სწავლობენ კომპრომისზე წასვლას, ინტერესთა ბალანსის­ დაცვას და ამასთან, არ კვეთენ სტრატეგიულ ხაზებს. რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილება, მისი სუვერენული უფლებაა. ვაფ­ასებ მათთან თანამშრომლობას. როდესაც იცავ ქვეყნის ინტერესებს, პარტიული­ შეხე­დულებები მეორეხარისხოვანი ხდება. "ქართული ოცნება" გამოიყენებს მთელ შიდაპოლიტიკურ რესურსს, ცოდნასა და კავშირებს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გასამყარებლად. არავის უნდა შეეპაროს ეჭვი "ქართული ოცნების""დასავლური ორიენტაციისადმი ერთგულებაში. ძალისხმევას არ ვიშ­ურებთ არა იმიტომ, რომ ვინმეს ვეკეკ­ლუცოთ, ნახეთ, რა მაგარი დემოკრატები­ ვართო,­ არამედ იმიტომ, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება ხალხის­ დაკვეთაა.

რუსუდან შელია
.......
08 აპრილი 2016 13:22
Statia ar wamikitxia marto satauri wavikitxe da momeshala nervebi,tqven ukve gagizianebas iwvevt xalxshi,vis aq tqveni imedi?tqven araseriozuli xalxi xart

რედაქტორის რჩევით