"წულუკიანის პასუხიმგებლობაც იკვეთება იმაზე, რაც სასამართლო სისტემაში ხდება"
04-04-2016
"წულუკიანის პასუხიმგებლობაც იკვეთება იმაზე, რაც სასამართლო სისტემაში ხდება"
"უმაღლესმა საბჭომ კარგად იცის იმ მოსამართლეების გვარები, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დამდგარიყო!"

მოსამართლეთა დანიშვნა-დაწინაურებას სახალხო დამცველის ანგარიშში ვრც­ელი ადგილი დაეთმო. ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და რატომ ვერ ხერხდება სისტემური პრობლემის აღმოფხვრა?! ამ თემებზე "კვირის პალიტრას" სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ესაუბრა.

უჩა ნანუაშვილი: - როდესაც მოს­ამართლეთა დაწინაურებას ან დანიშვნას აპირებენ, აუცილებელია პროცესი გამჭ­ვ­­ირვალე და სამართლიანი იყოს. ჩვენმა­ ოფისმა მოსამართლეების გადაცდომებისა და უხეში პროცედურული დარღვევების გამო არაერთი წერილით მიმართა იუსტი­ციის უმაღლეს
საბჭოს, თუმცა რეაგირება არავის მოუხდენია. ამ ათეულობით მოსამა­რთლიდან ერთიც კი არ დასჯილა, პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია! იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე არც ერთი ჩვენი შენიშვნა თუ რეკომენდაცია არ განუხილავთ, რაც ნამდვილად საგანგაშოა.

- იქნებ რამდენიმე ასეთი "დაუსჯელი" მოსამართლე დაგვისახელოთ?
- პერსონების იდენტიფიკაციას არ მოვახდენ... უმაღლესმა საბჭომ კარგად
იცის მათი გვარები, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დამდგარიყო!

- სავარაუდოდ, თქვენი შენიშვნები ლევან­ მურუ­სიძესაც ეხებოდა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნეს.

- ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებიც კი ლაპარაკობენ. თუმცა ჩვენ მხედველობაში გვყავს გაცილ­ებით ბევრი მოსამართლე და ვფიქრობ, რომელიმე მათგანის­ გვარის დასახელებას აზრი არა აქვს. სისტემური პრობლე­მაა აღმოსაფხვრელი.
უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესი გამჭვირვალე რომ ყოფილიყო, შერჩევის­ კრიტერიუმები კი ჩამოყალიბებული, ძალიან ბევრი მოსამართლე ვერ დაინიშნებოდა ამა თუ იმ თანამდებობაზე და ვერც დააწინაურებდნენ.

- ვინ ხელმძღვანელობდა ამას, ვისი პასუხ­ისმგებლობის საკითხი იკვეთება?

- პირველ რიგში, უმაღლესი იუსტი­ციის­ საბჭოსა და მისი შემადგენლობის. ვგულისხმობ მათ, ვინც უღირსი მოსამა­რ­თ­ლეების დაწინაურებას და დანიშვნას ხმა მისცა. ახლა ერთ-ერთი გამოსავალია, დაჩქარდეს საკანონმდებლო პაკეტის მიღება,­ რომელიც ცვლილებებს გულისხმობს, მათ შორის ელექტრონული წესით საქმეების განაწილებას. სასამართლოს თავმჯდომარეს არ უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, გადაწყვიტოს, ამა თუ იმ სასამართლო პროცესზე რომელი მოსამართლე გამოვა და ა.შ.

- ფაქტობრივად, ამბობთ, რომ მოსამარ­თლეების დანიშვნა-დაწინაურება ობიექტურად და გამჭვირვალედ არ წარმართულა. არადა, იუსტიციის მინისტრმა თავის დროზე მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა დააანონსა, მისი კრიტიკა სწორედ დაბალი კვალიფიკაციის მოსამართლეებს შეეხებოდა.
- იმაზე, რაც სასამართლო სისტემაში ხდება, თეა წულუკიანის პასუხისმგებლობის საკითხიც იკვეთება. ზოგ­ი­ ჯგუფი მთავრობასა­ და ხელისუფლებაში უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს­ მხარს უჭერს! ნაცვლად იმისა, სისტემა გაჯა­ნსაღდეს და ბევრი ახალი კადრი შევიდეს სასამართლოებში, იმავე ჭაობში ვბრუნდებით! ფაქტია, თანამდებობაზე დაინიშნა პირი, ვისთანაც არაერთი კითხვა არსებობდა. ამით პრობლემა გაღრმავდა, რაც ნაყოფს უთუოდ გამოიღებს. ამიტომ არის საჭირო­ რეფორმა მმართველ უმაღლეს საბჭოში, თუნდაც ის, რომ რომელიმე მოსამართლის­ (გადაცდომის გამო) პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ცხადია, რაც ხდება, ამაზე კონტროლი თეა წულუკიანსა და მის უწყებას­ ევალება. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სისტემურ­ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელსაც წლების განმავლობაში მოსამართლეები გადაცდომებისთვის არ დაუსჯია. სისტემის ნაკლოვანებასა და წინსვლაზე მისი ხელმძღვანელია პასუხისმგებელი. თეა წულუკიანს შეეძლო კანონპროექტების მომზადებით ცვლილებების შეტანა ამ სისტემაში. კანონპროექტის განხილვის დაჩქარება წულუკიანს უნდა მოეთხოვა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია.

- მოსამართლეთა ტესტების პასუხების გაჟ­ონვა და სამოსამართლო­ საიდუმლოების გაცემის ფაქტი საზოგადოების მსჯელობის საგანი გახდა. ნინო გვენეტაძის სახელმაც უარყოფით კონტექსტში გაიჟღერა. თუ დაინტერესდით გამოძიების მიმდინარეობით?

- ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, იმედია, ძალიან მალე შედეგი იქნება.

- თქვენი აზრით, პროკურატურა ეფექტიანად იძიებს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეს?
- 3-4 წლის წინ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების საკითხზე კომისიამ იმუშ­ავა, პროკურატურას ათასობით ფაილი და ჩანაწერი გადასცა, მაგრამ არავინ დასჯილა­ უკანონო ჩანაწერების გაკეთებისა და გავრცელების გამო. ამ საქმეზე საფუძვლიანი გამოძიება ადრევე რომ ჩატარებულიყო, დღეს ჩანაწერები აღარ გავრცელდებოდა.

- თქვენი წარმომადგე­ნ­ლები თუ შეხვდნენ ზურაბ ჯამალაშვილსა და ადვოკატ ირაკლი ფხა­ლაძეს, რომლებიც ჩანაწერების გავ­რცელების საქმეში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ?­
- ამ საკითხს ვსწავლობთ და ვაპი­რებთ­ მათთან შეხვედრას.
მაიზერ გელოვანი
11 აპრილი 2016 09:41
კიდევ ერთმანეთის ლანძღვ ა და გინება!!!როდემდე ასე?1მე მაინტერესებს და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას საქართველოს გამთლიანება და გაძლიერება.ეს ხალხი კიდევ რაღაც სისულელეებზე, ანუ ჩანაწერებზე და მოსამართლეებზე ამახვილებს ყურადღებას.დამიჯჯერეთ, არავის ეს თემები არ აინტერესებს და თავს ნუ იგდებთ უხერხულ მდგომარეობაში.ბოლო ხანებში საერთოდ დაივვიწყეთ ტერიტორიების დაბრუნების საკკითხი და გადახვედით რაღას აბსურდებზე.შაბათს გავასვენეთ ბაბუშერიდან გასმოსვენებული გმირი ბიჭები, რომლებიც შეეწირნენ სამშობლოს თავისუფლებას.ამ საქმეს ხელმძღვანელობს სოზარ სუბარი.იქ, სამების ტაძარში რაღაც ვერ ვნახე ის პოლიტიკოსები, რომლებიც ყოველდღე ტელევიზიაში სხედან.თუ იმ დროს იმალებოდით, გმირებს პატივი მაინც ეცით.
მართალა
09 აპრილი 2016 14:37
სიბინძურის ჭაობშია ჩაფლული მთელი საქართველოს ელიტა და მაგას არავითარი ნანუაშვილი არ უშველის, რამეთუ რაც ვერ გააკეთა ბევრისგან “მოძულებულმა“ სააკაშვილმა, ის გააკეთა და დაამკვიდრა ბევრისთვის “საყვარელმა“ ივანიშვილმა, გააღრმავა ყველანაირი სიბინძურე, პირველ რიგში კი შექმნა “საკადრი საძმაკაცოები“ და უნიჭო და “ყურმოჭრილი მონობის“ გრძნობებით შეპყრობილი მეხარკე კადრები “პატრონისადმი“, რომლის ელიტური მაგალითია ქალობის აჩრდილი თ ე ა წ უ კ ლ ი ა ნ ი, რომელიც პირადი ღვარძლისა და ანგარიშსწორებით დაავადებული მინისტრია (თანაც იუსტიციის, საიდანაც უნდა დაინერგოს კანონის უზენასეობა) და სამართლიანობის ფარდას ამოფარებული ებრძვის თავისი ოჯახის პირად მტერს მიშა სააკაშვილს და ერთგულად ემსახურება “ჭორვილელ კარდინალს“!!!
და კიდევ ააქვს ვისმეს იმედი, რომ მაგათ ხალხისთვის შესტკივათ გული და სამართლიანობას დაამკვიდრებენ ხალხოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!!!
კაკო
09 აპრილი 2016 12:51
თუ თქვენ და თქვენი კანტორა მართლა ადამიანის უფლებებს იცავს რატომ ხდება, რომ გახმაურებული, ლგპტ და ნაციონალების დაჩაგრული მანტიას ამოფარებულ პირების გარდა სხვას, უსამართლოდ სამსახურიდან დათხოვნილ და დასჯილ უბრალო ხალხს არ იცავთ,ნაციონალების თავშესაფარი რომ გახადე დამცველის აპარატი.

რედაქტორის რჩევით