"29 მილიონად რამდენი დევნილისთვის მოხერხდებოდა ბინის ყიდვა"?!
11-04-2016
"29 მილიონად რამდენი დევნილისთვის მოხერხდებოდა ბინის ყიდვა"?!
"არ შეიძლება 6-7 მილიონის გადახდა მაშინ, როდესაც არტისტის ჩამოყვანა სამ მილიონადაც შეიძლება"(?!)

რამდენიმე დღის წინ გასაჯარ­ოვდა კულტურის სამინისტროს პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. როგორც მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გან­აცხადა, საქარ­თველოს რამდენიმე ა-კლასის მომღერალიც ესტუმრება: ეროს რამაზ­ოტი, რობი უილ­იამსი, ჯგუფი "Maroon 5", ხოსე კარერ­ასი. ეს სიამოვნება კი 29 მილიონი­ ლარი დაჯდება, რაც მთავრობის სარეზე­რვო­ ფონდიდან გამოიყოფა.

საზოგადოების ერთი ნაწილი დადებითად შეხვდა საქართველოში ვარსკვლავების ჩამოსვლის ამბავს,­ თუმცა მეორე მხრიდან კითხვები მაინც დაისვა:
გვაქვს კი იმის ფუფუნების უფლება, რომ კონცერტებში ათეულობით მილიონი ლარი ვხარჯოთ?!

"კონცერტებში მილიონების დახარჯვა ჩვენნაირი გაღლეტილი ქვეყნისთვის დიდ ფუფუნებად მიმაჩნია"

გოგი ხოშტარია, ხელოვნებათმცოდნე: - ქვეყანას უჭირს, ჯერ უნდა დააპურო და მერე გაართო მაღალბიუჯეტიანი კონცერტებით. პირადად მე ამ 29 მილიონს ცოტა სხვანაირად განვკარგავდი. კარერასის ან დანარჩენების
წინააღმდეგი რატომ ვიქნები, მაგრამ კონცერტებში მილიონების დახარჯვა ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნისთვის დიდ ფუფუნებად მიმაჩნია. კარგია, რომ მსოფლიოს აჩვენებ, სტაბილური ვარო, მაგრამ, მოდი, ჯერ სოციალური მდგომარეობით გახდი სტაბილური და შემდეგ დახარჯე ამხელა თანხები.

"2-3 მილიონი საკმარისი იქნებოდა ქართული ხელოვნების ახალ რელსებზე გადასასვლელად"

დავით ანდრიაძე, კრიტიკოსი, კულტუროლოგი: - შეიძლება მხოლოდ გაოცდე ან გაიკვირვო, იმიტომ, რომ 29 მილიონი ასეთი გაჭირვებული ქვეყნისთვის ძალიან დიდი თანხაა. ამას წინათ ვსაუბრობდით იმაზე, რომ 2-3 მილიონი საკმარისი იქნებოდა ქართული ხელოვნების მთლიანად ახალ რელსებზე გადასასვლელად. თუკი იქნებოდა ამის ნება, რომელიც არ არსებობს. ჩვენ არ ვიცით კულტურაში ფულის ხარჯვა, არა გაქვს პრიორიტეტები. კი ამბობენ, ა-კლასის მომღერლები იმიტომ ჩამოგვყავს, რომ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რამდენად სტაბილური და უსაფრთხო მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაშიო, მაგრამ ეს იაფფასიანი რიტორიკაა. სტაბილურობის ჩვენება სხვა რამეებითაც შეიძლება. ხომ წარმოგიდგენიათ, მაგალითად, ამ 29 მილიონით რამდენი დევნილისთვის მოხერხდებოდა ბინის ყიდვა?! სხვა პრიორიტეტები არ არის?! მაგალითად, 30 წელია დგას თბილისში კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი, რომელიც ბეტონშია ჩამოსხმული (თენგიზ კიკალიშვილის ნამუშევარი) და ამ ხნის განმავლობაში ვერა და ვერ გამოჩნდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ამ ბრწყინვალე ქანდაკებას ბრინჯაოში გადაიტანდა. ამ საქმეს მაქსიმუმ 30 ათასი ლარი სჭირდება, ამ დროს კი 29 მილიონი იხარჯება ერთ­ჯერად პოლიტიკურ შოუში.

"ა-კლასის ვარსკვლავების ჩამოსვლა მსოფლიოსთვის მკაფიო მესიჯია ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ"


მიხეილ გიორგაძე, კულტურის მინისტრი:
- ბათუმში­ არაერთი კულტურული ღონისძ­ი­­ება ჩატარდა. ამ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ შიდა ტურიზმიც უფრო აქტიურდება. მაგალით­ად, 2015 წელს,­ წინა წლის იმავე პერ­იოდთან შედარებით, ზაფხულის 1 თვეში 55 მილიონით მეტი შემ­ოსავალი ნახა ბათუმმა. წელს ეს პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ფართოვდება. ეს უფრო ეკო­ნომიკური პროექტია, ვიდრე კულტურული­. კულტურული ღონისძიებები ინსტრუმენტია­ საიმისოდ, რომ გაიზარდოს ქვეყნის პოპულარობა საზღვარგარეთ. ეს პოტენციური ინვესტორებისთვისაც პოზიტიური გზავნილია. ჩვენთან ა-კლასის ვარსკვლავების ჩამოსვლა მსოფლიოსთვის მკაფიო მესიჯია ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ. მერწმუნეთ, ეს ვარსკვლავები ყველაზე წინ სწორედ უსაფრთხოების საკითხებს აყენებენ და შემდეგ გადადიან სხვადასხვა დეტალის შეთანხმებაზე.

- აქცენტი გაქვთ ტურისტულ სეზონზე, თუმცა ა-კლასის ვარსკვ­ლავების გრაფიკს თუ გა­დავხედავთ, ყველაზე გვიან, 18 ივნისს გვსტუმრობს კარერასი, დანარჩ­ენები სეზონის დაწყებამდე.

- ეს პროექტი არ არის მხო­ლ­ოდ ამ 4 ვარსკვლავის კონცერტი.­ იწყება აპრილში, მთავრდება წლის ბოლოს და აერთ­იანებს უამრავ კულტურულ აქტივობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამწუხაროდ, ვარსკვლავებს თარიღებს ჩვენ ვერ ვკარნახობთ.

- ვარსკვლავებთან მოლაპარ­ა­კებას­ კულტურის სამინისტრო აწარმოებდა თუ "ისთერნ­ პრომოუშენი"?
- "ისთერნ პრომოუშენი" არაფერ შუაშია.

- გამართლებულია,­ ამ პროექტზე­ 29 მილიონი ლარი დაიხარჯოს?
- მაშინ რატომ იხარჯება­ თან­ხები ინფრასტრუქტურულ­ პროექტებზე? ეს არის მთავ­რო­ბის ინიციატივითა და მხარდაჭერით გამოცხადებული პრო­ექტი. მასში ბევრი­ სახელმწიფო უწყებაა­ ჩართული: კულტურის, ეკონომიკის­, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის სამინისტროები, კერძო ბიზნესი... ტურისტული კომპანიები ვერ აუდ­იან ჩარტერული რეისების მოთ­ხოვნას, გარდა რეგულარული რეისებისა. ამ ყველაფრის გამოცხადებამ პირველივე­ დღიდან დიდი ეფექტი მოგვცა.­ დარწმუნებული ვარ, თანხებს, რომლებიც ბიუჯეტიდან დაიხარჯება, რამდ­ენიმეჯერ გადააჭარბებს ის შემოსავალი, რომელსაც ქვეყანა მის შედეგად მიიღებს.

- Check-in Georgia წინასაარჩევნოდ დაგეგმილი პროექტია?
- ეს პროექტი შარშან დაიწყო, წლის ბოლომდე გრძელდება და ტრადიციად დამკვიდრდება...

- ამ ეტაპზე სახელმწიფოს წილი რამდენია იმ 29 მილიონი ლარიდან?

- დღესაც ვიღებთ შემოთავაზებებს კერძო სექტორებისგან. ახლა უცბად ვერ შეგიჯამებთ, არ მინდა არასწორი ციფრი ვთქვა. როგორ განაწილდება ეს ფინანს­ური უზრუნველყოფა, მოგვიანებით­ გამოჩნდება. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება.

"ნებისმიერი არტისტის იმის ნახევარ ფასში ჩამოყვანაა შესაძლებელი, ვიდრე ახლა სთავაზობენ..."

დავით ცინცაძე, Tbilisi Open Air-ის პროდიუსერი: "თითქმის ყველა მეგა არტისტის მოლაპარაკებების შესახებ ვიცი, რა და როგორ ხდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ხალხი მე მეკითხება საქართველოში ამა თუ იმ პრომოუტერის სანდოობას, მათ შორის, უილიამსი და რამაზოტიც - ამას პირველად ვამბობ, არ ვმარიაჟობ, ამის დოკუმენტებიც მაქვს. შესაბამისად, ისიც ვიცი, როგორ ოპერირებენ სხვადასხვა პრომოუტერები (ახლა უკვე სამინისტროებიც) ამ ველზე... არ შეიძლება, არტისტში­ 6-7 მილი­ონი გადაიხადო მაშინ, როდესაც მისი ჩამოყვანა 3 მილიონად შეიძლება. ჯერ ერთი, ამით ყველა სხვა პრომოუტერს უკლავ ყველანაირ შანსს, მეორე - შემდეგ სხვა არტისტებიც არაადეკვატურ ფასს ითხოვენ და მესამე - ეს ფული ქვეყნის ბიუჯეტიდან გადის. შესაძლებელია ნებისმიერი არტისტის იმის ნახევარ ფასში ჩამოყვანა, ვიდრე ახლა სთავაზობენ..."

ეკა სალაღაია
Advocate
18 აპრილი 2016 00:04
ეს არ არის არც უზნეობა, არც მოპარვა, არც ცუდი მთავრობა, ეს არის ძარცვა საკუთარი ხალხის, ძარცვა დღისით მზისით.
აფერისტობის მინისტრია ეს კაცი
16 აპრილი 2016 15:31
"ეს პროექტი შარშან დაიწყო, წლის ბოლომდე გრძელდება და ტრადიციად დამკვიდრდება" - ოოოო
ვინმეს ამ პროექტზე აქამდე რამე გაგიგიათ? და თუ მართლა არსებობდა პრესკონფერენციაზე ამან და ეკონომიკის მინისტრმა როგორც ახალი პროექტი ისე რატომ წარმოადგინეს????

"მაშინ რატომ იხარჯება­ თან­ხები ინფრასტრუქტურულ­ პროექტებზე?"-ოოო
შე დედანაქებისშვილო ინფრასტრუქტურა აშენების და მოწესრიგების მერე ქვეყანას დარჩება და ხალხს მომავალშიც გამოადგება და ამათი ნამღერი თუნდაც 1 წლის მერეც ჩამოგვიყვანს ტურისტებს, აქაოდა შარშან აქ კარგი კონცერტი იყოო???

"ჩვენთან ა-კლასის ვარსკვლავების ჩამოსვლა მსოფლიოსთვის მკაფიო მესიჯია ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ"-ოოოო
აბა ბიჯოს უცხოელები ისეთი დებილები არიან, რომ ახალ ამბებს არ უყურებენ და არ იციან როგორი არასტაბილური სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში

"ტურისტული კომპანიები ვერ აუდ­იან ჩარტერული რეისების მოთ­ხოვნას, გარდა რეგულარული რეისებისა" - ოოოო
აბა ბიჯოოო, სამართალი აღარ არის ქვეყნად, თორე მაგხელა ტყუილის თქმისთვის მეხი უნდა გაპობდეს შუაზე

ეკონომიკის მინისტრი რომ არ საუბრობს სახელმწიფო პროექტების სავარაუდო მომგებიანობაზე და ამას კულტურის მინისტრი აკეთებს მაგარია ძალიან

ეს ის მინისტრი არ არის ხალხო მსოფლიოში პირველი ოქროს საბადოს საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქების უფლება რომ მისცა არემჯი ჯგუფს?????? საბადოზე რომ დაგეხარჯათ მაგ თანხის ნახევარიც აი ეს იქნებოდა ეროვნული საქმეც და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაც, მაგრამ არ გაძღა ივანიშვილის და მისი ხელის ძაღლების მუცელი
მაია
16 აპრილი 2016 14:22
გაგიჟება შეიძლება,რამდენის უფლებას აზლევენ თავს,ხალხი შიმშილობს,გამწარებული მშობლები მძიმედ დაავადებული შვილების გადარჩენას ითხოვენ,უამრავი ადამიანი ისეთ პირობებშია წარმოდგენაც რომ შეუძლებელია.ვართ ჩვენ იმ დონის ქვეყანა და გვყავს ისეთი მთავრობა რომ ასეთი ფუფუნების უფლება მივცეთ თავს და ამდენი ფულები უაზროდ ვხარჯოთ?არ დამიწყოთ ახლა საჭიროა ესეცო.ჯერ არ მივსულვარ იმ დონეზე და რის გარეშეც შეიძლება გაძლება დავანებოთ იმას თავი.რამდენი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება ამ ფულით.ისე ვარ ახლა გამწარებული სიტყვები არ მყოფნის.სოციალურ ქსელში დღე არ გავა რამდენი ადამიანი ითხოვს შველას,ვდგები და ვტირივარ გაზიარების მეტი რომ არაფერი შემიძლია.თქვენ გარეთ თუ არ იხედებით ინტერნეტი ხომ მაინც გაქვთ.ღმერთო მაპატიე ამ გაგანია მარხვაში მაგრამ თქვენც გამოგაცდევინოთ ჯამრთელობის და მატერიალური პრობლემები მათსავით და მერე გაიგებთ.ახლა წარმომიდგენია საარჩევნოდ რამდენი თანხა უაზროდ დაიხარჯება,მერედა რისთვის ისევ არაფრისმაქნისები,აფერისტები,ხალხის აბუჩადამგდებები ჯიბის გასასქელებლად რომ მოვატავსოთ სავარძლებში?მძულხართ და მეზიზღებით უსასრულოდ.................

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები