"მაკა ასათიანს, შემდეგ კი ძმებ გაჩეჩილაძეებს შევხვდი" - ვინ არის "მაესტროს" ახალი დირექტორი?
11-04-2016
"მაკა ასათიანს, შემდეგ კი ძმებ გაჩეჩილაძეებს შევხვდი" - ვინ არის "მაესტროს" ახალი დირექტორი?
"როგორც მოსვლით გავახარე, ისე წასვლით გავახარებ ყველას"

"მაესტროს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ვინ არის ზურაბ ნაყეური და რა გამოცდილება აქვს მას სატელევიზიო სფეროში, ამის გასარკვევად ტელევიზიის ახალ ხელმძღვანელს დავუკავშირდით:

- პროფესიით ფინანსისტი ვარ, ტელევიზიაში არასოდეს მიმუშავია. კარიერა დამოუკიდებელი ლიცენზირებული აუდიტ­ორის პოზიციით დავიწყე, 1998 წელს კი "თბილღვინოში" ფინანსურ დირექტორად დავინიშნე. შემდეგ, სხვადასხვა­ წელს, სამშენებლო მასალების კომპანიის, ხის გადამ­მუშავებელი ქარხნისა და "აჭარაბეთის"­ ფინანსური დირექტორი ვიყავი. ცოტა ხნის წინ მეგობარი დამიკავშირდა, "მაესტროს" დამფუძნებლები
ნეიტრალურ ხელმძღვანელს ეძებენ და სურვილის შემთხვევაში, შემიძლია მათთან შეხვედრა დაგიგეგმოო. თანხმობის შემდეგ, ჯერ მაკა ასათიანს, შემდეგ კი ძმებ გაჩეჩილაძეებს შევხვდი. მამუკა ღლონტსა და ეკა აკობიას შეხვედრის სურვილი არ გამოუთქვამთ. როგორც ვიცი, ტელევიზიის დირექტორის პოზიციაზე სხვა კანდიდატურებიც განიხილებოდა, თუმცა ორივე მხარის გადაწყვეტილებით "მაესტროს" გენერალურ დირექტორად მე
დავინიშნე.

- როგორ აპირებთ "მაესტროში" არსებული პრობლემების აღმოფხვრას?
- "მაესტროში" საორგანიზაციო თვალსაზრისით უამრავი რამ არის მოსაგვარებელი, ჩემი მთავარი ამოცანაც ეს მიმართ­ულება იქნება. თავის დროზე არც ღვინის ჩამოსხმის ტექნოლოგია ვიცოდი, მაგრამ ამას მოვალეობის პირნათლად შესრულებაში ხელი არ შეუშლია. თუ "მაესტროში" ჩემი ხედვები დამფუძნებ­ლებისას არ დაემ­თხვა, როგორც მოსვლით გავახარე, ისე წასვლით გავახარებ ყველას. პირველ რიგში, ტელევიზიის თანამშრომლების გაცნობასა და მათი პრეტენზიების მოსმენას ვგეგმავ. პირველ ეტაპზე საკადრო ცვლილებებს არ ვგეგმავ, ჯერ უნდა დავლაგდეთ.

- ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" 50-მილიონიანი ვალის მიზანშეწონილობის შესწავლას­ გეგმავდა. ეს თქვენთვისაც პრიორიტეტულია?
- ჯერ მიმდინარე პრობლემებზე უნდა ვიფიქრო. თუ დამფუძნებლებს წარსულის გადახედვის სურვილი აქვთ, ამისთვის არსებობენ კვალიფიციური აუდიტორული კომპანიები. მსგავსი დავალება არც დამფუძნებლებისგან მიმიღია. რაც შეეხება ვალებს,­ ამან ტელევიზიის მუშაობაზე ნეგატიური გავლენა არ უნდა მოახდინოს.

- როგორ აპირებთ თუნდაც კოტე გოგელიას ვალების დაფარვას და ისიც საინტერესოა, ვინ გააგრძელებს "მაესტროს" დაფინანსებას?
- დამფუძნებლებს საკმაოდ კარგი ხედვები აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, "მაესტ­როში" არ მოვიდოდი. კომპანიას კოტე გოგელიას ვალი აქვს, თუმცა რამდენად სასწრაფოა მისი დაბრუნება, ამაში დოკუმენტების გაცნობის შემდეგ გავერკვევი.

- გია გაჩეჩილაძის თქმით, ტელევიზიის მაუწყებლობის შეცვლის კონცეფცია შემუშავებული აქვს. არხის მაუწყებლობის ბადე რა მიმართულებით შეიცვლება?

- ამ საკითხზე საუბარი არ გვქონია. პირველ რიგში, ფინანსური მდგომარეობის გასამყარებლად, ხარჯების ნაწილში მაქსიმალურად ეკონომიურად ვიმოქმედებთ და პარალელურად, შემოსავლების გაზრდას შევეცდებით. დაახლოებით ორ თვეში გამოიკვეთება, მაუწყებლობის გადასახალისებლად რა ნაბიჯებს გადავდგამთ.

რუსუდან შელია
levanis
17 აპრილი 2016 09:23
ნაცებს კიდე რა ლანძღვა უნდათ,გადააგვარეს საქართველო,სალანძღავი ეს ჭაობიანი ოცნებაა და ნაცებივით სანაგვეზე მოსასროლი..
ლევანი
16 აპრილი 2016 15:04
ამ კაცს რომ ღვინის წარმოება და ტელევიზიის ხელმძღვანელობა ერთ ჭრილში მიჰყავს მაგარია ძალიან.
დამფუძნელების ხედვები არ იცი შენ? მე გაგანათლებ - რაც შეიძლება ბევრი აგინე ნაცებს და აქე ქოცები, 5 თვეში მაგ 50 მილიონის ამოღებასაც ფიქრობენ გაჩეჩილაძეები და ზემოდან 2-3 მილიონის მოტეხვას და დატყდომას, როგორც გააკეთეს წინა ჯერზე, თორე მთავრობა რომ შეიცვლება მერე ვინღა გაახარებთ მაგათ :) შენს ენაზე რომ გითხრა, შენი წარმატებული მენეჯერობის "კუში" 99999999.0-ია ეთერს რომ ნაცების ლანძღვა-გინებით აავსებ ამის "კუში" 1,00000000000000000000000001 -ია :)))

რედაქტორის რჩევით