სანდრო კვიტაშვილი: "შესაძლოა, სააკაშვილი გუბერნატორის პოსტიდან გადადგეს"
18-04-2016
სანდრო კვიტაშვილი: "შესაძლოა, სააკაშვილი გუბერნატორის პოსტიდან გადადგეს"
ანტონ გერაშენკო: "მის ტყუილებს უკრაინა ვეღარ მოითმენს"

უკრაინას ახალი მთავრობა და პრემიერი­ ჰყავს. ე.წ. ქართველი რეფორმატორები­ აღმ­ასრულებელ ხელისუფლებაში არ არიან. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებ­ობა სანდრო კვიტაშვილმა უკვე დატოვა.­ დარჩება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად და რატომ ითხოვს­ პრეზიდენტ პოროშენკოსგან სახალხო ნდობით აღჭურვილი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას, ამ კითხვებს სანდრო­ კვიტაშვილი­ პასუხობს:

- უკრაინის პარლამენტმა პრემიერად გროისმანი აირჩია. რამდენიმე მინისტრი შე­იცვალა, ნაწილი ძველი მთავრობიდან გა­დ­მოჰყვა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს დღემდე­ პირველი­ მოადგილე
ხელმძღვანელობს.

- თანამდებობა შეინარჩუნა შს მინისტრმა, არსენი ავაკოვმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდა.
- სააკაშვილის გუბერნატორობა არ ნიშნავს, რომ მის მოთხოვნებს ცენტრალური­ ხელისუფლება მაშინვე ასრულებს. ოდესაში რეფორმების გატარება­ იმიტომ ვერ შეძლო, რომ ხელისუფლებ­ისგან არას­აკმარისი მხარდაჭერა ჰქონდა. მეც ასეთ ვითარებაში ვიყავი - ჯანდაცვის კომიტეტში­
კანონების განხილვას ხელოვნურად აფერხებდნენ.

- სააკაშვილის გუნდს არც უკრაინის პრეზიდენტი უჭერს მხარს?
- უკრაინაში საპარლამენტო მმართველობაა - მხოლოდ პრეზიდენტის­ მხარდაჭერა გადამწყვეტი არ არის. ­ ძველი სისტემაც ძალიან მყარია, სააკ­აშვილს საოლქო პროკურორის დანიშვნის უფლებამოსილებაც კი არ ჰქონდა.

- უკრაინულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილს გუბერნატორის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.

- შესაძლოა, სააკაშვილი თავად გადადგეს გუბერნატორის პოსტიდან და ოპოზიციაში გადაინაცვლოს. მან პოროშენკოსგან სახალხო ხელისუფლების ჩამოყალიბება მოითხოვა, თუმცა მისთვის პრეზიდენტს პასუხი ჯერ არ გაუცია.

- თქვენ სააკაშვილს ღიად დაუპირისპირდით,­ მის გუნდში დარჩენას გეგმავთ?
- უკრაინის პოლიტიკურ ავანსცენ­აზე დარჩენას არ ვაპირებ. სააკაშვილის გუნდის­ წევრად კი არც თანამდებობაზე ყოფნისას აღმიქვამდნ­ენ, მე მინისტრთა კაბინეტის წევრი ვიყავი და არა სააკაშვილის თანაგუნდელი.

ანტონ გერაშენკო, რადას წევრი: - უკრაინელი ხალხი მწარედ მოატყუეს. კარგად აწყობილი პიარტექნოლოგ­ი­ების წყალობით სააკაშვილმა საზოგა­დოე­ბის­ ნდობა მოიპოვა, თუმცა ხალხს ფუჭი სიტყვების გარდა, რეალური ცვლილებები ვერ შესთავაზა.­ თუ წარმატებული რეფო­რ­მატორი იყო, რატომ ვერ ბრუნდება სამშობლოში? რატომ არ აძლევს მას ქართველი ხალხი ქვეყანაში ცხოვრების უფლებასაც კი? როგორც ჩანს, საქართველოში ფატ­ალური შეცდომები დაუშვა, ამიტომ თავშესაფარს უკრაინაში ეძებს. მისი წარსული კარგად ვიცით, ამიტომ არც მის მიერ დაპირებული კარგი მომავ­ლის­ გვჯერა. მან დაარბია ტე­ლეკომპანია "იმედი", ებრძოდა ოპონენტი პარტიების ლიდერებსაც. ეს ქართველებმა­ ვერ მოითმ­ინეს და ამას არც უკრაინაში დავუშვებთ. სააკაშვილმა მხოლოდ სკამის საკუთარ თავზე მორგება იცის. "ქართული გუნდის" საქმიანობითაც სამართალდამცავები მეტად ინტერესდებიან. სააკაშვილის ადგილი უკრაინულ პოლიტიკაში აღარ არის. ამ ვითარებას თავადაც კარგად აცნობიერებს და ცდილობს "წამებულის" როლი მოირგოს. სააკაშვილის ტყუილებს უკრაინა ვეღარ მოითმენს.

რუსუდან შელია
alika
25 აპრილი 2016 13:28
მიშა და მისი მღრნელების პარტია ისტორიის სანაგვეზე.
besame
23 აპრილი 2016 13:08
Vის კომენტარებს დებტ.? Iქნებ რეალურად აჩვენოტ ხალხს რას ფიქრობენ მიშაზე უკრაინელები? თUნდაც ბიზნესს როგორ ეხმარება.მიშა პრეზიდენტი გახდება უკრაინის.მერე ვერცრთი პამპერსი ვერ გიშველით რუსეთის პროქტოლოგებო
ია
23 აპრილი 2016 01:00
saakianebi tqvrnxart ataqsrtvelebo wabrzandit ruseti didia okalatdebit sadme

რედაქტორის რჩევით