"რომანს სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების მაკომპრომეტირებელი მასალა­ ჰქონდა" - ვინ და რატომ მოკლა გენერალი დუმბაძე?
27-04-2016
"რომანს სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების მაკომპრომეტირებელი მასალა­ ჰქონდა" - ვინ და რატომ მოკლა გენერალი დუმბაძე?
"2008 წლის ომის დროს რომან დუმბაძემ კოლონიიდან ბორისოვთან დარეკვა მოითხოვა, - რასაც თქვენ იტყვით, ბორისოვი იმას გააკეთებსო... ხელისუფლებამ ეს კოზირი არ გამოიყენა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კუდ-ის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას, გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის­ შეკვეთის ფაქტზე ბრალი­ დაუსწრებლად წაუყენა. საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს. გამოძიებით დადგინდა, რომ ქარდავა­ შუამავლის მეშვეობით მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას დაუკავშირდა და რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა.­ 4-კაც­იანმა ჯგუფმა­ დუმბაძე მოკლა. ოთხივე დამნაშავე სასჯელს რუსეთში იხდის, შუამავალი კი
საქართველოში დააკავეს.

რომან დუმბაძე მოსკოვში, რუბლიოვოს გზატკეცილზე 2012 წლის 21 მაისს მოკლეს - თავისა და მუცლის არეში 7 ტყვია დაახალეს. გენერლის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად კრიმინალური გარჩევა დასახელდა.

თამაზ ბაკურიძე, უფლებადამცველი:
- როდესაც დუმბაძე მოკლეს, განვაცხადე,­ რომ ეს პირდაპირ კავშირში იყო სააკაშვილის ხელისუფლებასთან და მასში გარე­ული
იყვნენ კუდ-ის თანამშრომლები. 4 წლის შემდეგ ჩემი ვერსია დადასტურდა, მხოლოდ მეგის­ ქარდავა დაემატა. მაშინ ვასახელებდი­ აჭარის უშიშროების ყოფილ ხელმძღვან­ელს, მის ძმას, რომელიც მოსკოვ­შია და ძმებ ახალაიებს. რატომღაც დღემდე­ ვრცელდება ინფორმაცია, რომ დუმბაძე სამშობლოს ღალატისთვის არის გასამართლებული. სააკაშვილმა ამ ბრალით კი დააკავა, მაგრამ სასამართლო პროცესებზე (იმხანად, მე და რომანი ერთად ვიხდიდით სასჯელს ავჭალის­ კოლონიაში) სს კოდექსით­ ეს მუხლი ვერ წაუყენეს, რადგან სამხედრო პირი მხოლოდ მაშინ ითვლება მოღალატედ, თუ შემოსული მტრის მხარეს გადავ­იდა. იმის გამო, რომ დუმბაძე აბაშიძეს დაემო­რჩილა და არა სააკაშვილს, ვერ წაუყენეს ღალატის ბრალი. ბოლოს საქმე ეკონომიკური დანაშაულის ბრალდებით აღძრეს და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 17 წელი მიუსაჯეს. სამშობლოს ღალატი როგორ უნდა დააბრალო კაცს, რომელიც აფხაზეთში იბრძოდა და რუსებმა დაჭრეს. ეს სირცხვილია.

- რომან დუმბაძის ზოგიერთი ახლობელი ამბობს, რომ მას სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების მაკომპრომეტირებელი მასალა­ ჰქონდა, რომელიც გენერალმა ბორისოვმა გადასცა და მისი მკვლელობის მიზეზიც ეს იყო...
- მართალია. ასლანსაც ჰქონდა კომპრომატები, რომლებიც არ გამოუქვეყნებია­ და მათი ნაწილი რომანის ხელში იყო. რომანს ჩემთვისაც უთქვამს, რომ კომპრომატების გამოქვეყნებას აპირებდა. არც ის არის გამორიცხული, ბორისოვსაც გადაეცა, რადგან ის წლების განმავლობაში აქ რუსული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელი იყო და ძლიერი სადაზვერვო სამსახური ჰყავდა. ადვილი შესაძლებელია, ბორისოვს უფრო მეტი კომპრომატი ჰქონოდა, ვიდრე ასლანს. კოლონიაში დუმბაძესთან მოდიოდნენ­ კუდ-ის თანამშრომლები და ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ. მინახავს კუდ-ის მაღალჩინოსანი გიგა არჩაია, გია ალანია.

- საეჭვოდ მიიჩნევდნენ დუმბაძე-ბორისოვის­ ურთიერთობასაც, გენერლის 12 ქართველ ტყვეში­ გადაცვლას, მოსკოვში გადასახლებას...
- ბორისოვი და დუმბაძე მეგობრობდნენ. 2008 წლის ომის დროს მითხრა, ბორი­სოვს დავურეკავო, მაგრამ დავუშალე, კოლონიის ადმინისტრაცია ჩააყენე საქმის კურსში, რომ თქვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, შეგიძლია ქართული მხარის დახმარება-მეთქი. მართლაც შესთავაზა­ ადმინისტრაციას, დავურეკავ ბორისოვს და რასაც თქვენ იტყვით, იმას გააკეთებსო. ხელისუფლებამ ეს კოზირი არ გამოიყენა. ბოლოს რომანმა დაურეკა მეუღლეს და მიანიშნა, ეს კაცი ნახე, ეგებ რამე მოიფი­ქ­როსო, ის კი არ უთქვამს, გამიყვანოს აქედ­ანო. რომანის მეუღლე ჩავიდა მოსკოვში და რაც შემდეგ მოხდა, ეს ბორისოვის­ სცენარის ნაწილი იყო. აბა, ჯარით ხომ არ მიადგებოდა ქართულ მხარეს, არიქა, რომანი გამოუშვითო? მან რომანის ქართველ ტყვეებში გადაცვლა მოითხოვა. ეს რომ რო­მანმა გაიგო, წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ხელისუფლებამ ის ძალით გაიყვანა კოლონიიდან. პატიმრებმაც დაინახეს, რომ მას გარეთ გივი თარგამაძე, ახალაიები და მთელი ხელისუფლება შეეგება, ძალით წაიყვანეს და ჩააბარეს ბორისოვს.

თუ სამშობლოს მოღალატე იყო, რატომ შეიწყალა სააკაშვილმა? იცით, როცა საქართველოში ჩამოსვლა მოინდომა, შეწყალების აქტი არ მისცეს. როდესაც მოკლული ჩამოასვენეს, ლევან ვარშალომიძემ და აჭარის მთავრობამ ოჯახს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალვის უფლება არ მისცა,­ სადღაც მანდარინის ბაღში დაასაფლავეს კაცი.

ბრალდებული გენერალი

გენერალ-მაიორი რომან დუმბაძე, სხვა­დასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, 2004 წლიდან სასჯელს იხდიდა. 2008 წლის 27 აგვისტოს ის სააკაშვილმა შეიწყალა.

აჭარაში ასლან აბაშიძის რეჟიმის დამხობის დროს დუმბაძემ უარი თქვა პრეზიდენტის ბრძანებების შესრულებაზე და განაცხადა, რომ აბაშიძის უშუალო დაქვემდებარებაში გადადიოდა. ამის გამო დააპა­ტიმრეს და სამშობლოს ღალატის მუხლი წაუყენეს. 2008 წლის აგვისტოში ქართულმა მხარემ გენერალი რუსეთს 12 ქართველ ჯარისკაცში გაუცვალა. 2010 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით გენერალ დუმბაძეს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.

ნანა ფიცხელაური
vep
12 მაისი 2016 10:58
გიპასუხე მაგრამ არ აქვეხნებს საიტი, ცოტა დაკავებული ვარ ბანკში ვმუშაობ
vep1963
09 მაისი 2016 20:11
gia-ბატონო სად დამეკარგეთ,თქვენს პასუხს ვერა ვხედავ,მაგრამ მაინც გავაგრძელებ.როგორც ზემოთ აღვნიშნე ასლანი შევარდნაძესთან შედარებით კრავი იყო,მაგრამ მასაც ედუარდივით რუსები ედგნენ გვერდში.აჭარაში არეულობა,რუსებს გულით კი უნდოდათ მაგრამ ამ შემთხვევაში ან ედუარდა უნდა გაეწირათ ანაც აბაშიძე მათ კი საქართველოს უფრო კარგად საკონტროლებლად ორივენი სჭირდებოდა ,აქვე ისიც უნდა აღინიშნოს ,რომ აჭარლები აფხაზებივით და ოსებივით საქართველოს არ უღალატებდნენ ,ჰოდა ბატონო სწორედ ამიტომაც იყო რომ აჭარაში კიტოვან ,ჯაბა და მხედრიონი ვერ თუ არ შევიდა.სულ ცოტა ხანში კი ედუარდა დაერია მისმიერვე გამოყენებულ მხედრიონს და ჯაბა ჯუბებს ვინაიდან რუსების იმედი ჰქონდა.საქართველო კი დარჩა ასლან ბაბუს და ედობაბუს და ჩაეფლო კორუფციისა და განუკითხაობის ჭაობში.ამასობაში რუსეთის პოლიტიკაში გარკვეული ძვრები მოხდა ედუარდა მიხვდა რომ ნელ ნელა კარგავდა რუს მომხრეებს ჰოდა დაიწყო კიდეც ამერიკასთან და დასავლეთთან კუდის ქიცინი მაგრამ იმნაირად იყო ჩაფლული ნეხვში რომ ხელისუფლებაში დარჩენის არანაირი შანსი აღარ ჰქონდა ,ამიტომაც მელაკუდურად ადგილი დაუთმო სააკაშვილს ,რომელიც დასავლეთსაც აწყობდა თვითონ კი ხელშეუხებლობის გარანტიით შეიყუჟა თავის რეზიდენციაში.რაც შეეხება ასლან ბაბუს კი იჯდა წყნარად აჭარაში და კი ცხოვრობდა თვითონ მეფურად მაგრამ აჭარლები იჯდნენ ნეხვში კორუფციასა და ნაგავში.აბაშიძეს რომ აქებთ ბატონო gia-თქვენ ალბათ მისი ბანდის წევრი ბრძანდებოდით და არაფერი არ გაკლდათ ალბათ.რომ ბრძანებთ ასლანს იოტისოდენა ქართული მიწა არ გაუყიდიაო კი ბატონო გეთანხმებით,მაგრამ რას გავდა ბათუმი და საერთოდ აჭარა მის ხელში იმას რატომ არ ამბობთ. რაც შეეხება სააკაშვილს იგი როგორც თქვენცა და მეც რუსეთთან ცხოვრებით დაღდასმული ადამიანია და არა მგონია ეს ჭირი ასე იოლად მოსაცილებელი იყოს.მან რაცა ჭამა იმისი ნაწილობრივ მიიღო და კიდევ მიიღებს,მაგრამ რაც გააკეთა იმისი დაუნახაობა დაუნი და ბრმა თუ არა ხარ ,არ შეიძლება.როგორია ბათუმი და საერთოდ აჭარა დღეს,რომ ბრძანებთ ვალებიო ,ჩვენმა შვილებმაო და აშ.მერედა თქვე ოჯახაშენებულო ასლანამ ვერ აიღო ასეთი ვალები.თუ მარტო მის და თქვენ შვილე ბს უნდა გეხრათ ქვეყანა,სხვები კი ნაგავში უნდა მჯდარიყვნენ.ჯარი ჯარს დაემსგავსა შეადარეთ ედუარდა-კიტოვან-თევზაძე და აშ ვითომ ჯარს,ან კახეთში,ან თბილისში ანაც აგერ სვანეთში სადაც ხალხს გზაზე გამოსვლის ეშინოდა რა გაკეთდა.თურმე სააკაშვილს დაუკარგავს აფხაზეთი და სამაჩაბლო 2008 წელს რა მანამდე რა ეს ტერიტორიები საქართველოს იურისდიქციაში იყო,თუ იქ რუსული ბაზები არ არსებობდა? სააკაშვილმა იმაზე რაც კარგი გააკეთა ძალზე ძვირი მოგვთხოვა ქართველებს და ამისათვის მწარედ დაისჯება.მაგრამ ჩვენთვის ეს მაინც წინ გადადგმული ერთი ნაბიჯია.ეხლა ისევ მიდის ბრძოლა ძველ დამყაყებულ რუსული და ევროპულ ამერიკული ორიენტაციების მიმდევრებს შორის,რას ვიზამთ როგორც ზემოთ აღვნიშნე არც ისე ადვილია რუსული შხამით მოწამლული ქართველების მკურნალობა.თქვენი კომენტარები რომ გავაანალიზე ვფიქრობ თქვენც ერთერთი ასეთი ადამიანი ბრძანდებით.მე პირადად ერთი რამე ვიცი ამერიკასა და ევროპას ერთ ადგილზე ვკიდივართ მაგრამ აი რუსეთს კი სულ ვკიდივართა და ვკიდივართ და სწორედ ამიტომაც არანაირ შემთხვევაში რუსები არ მინდა ვინაიდან ისევ მათთან შეძრომით ჯერ იმ ჩემ ძმებსის ხსოვნას სულში ჩავაფურთხებ და მათ სისხლსა და ხორცს გავყიდი ეს კიდევ არაფერი და ამაზე უარესი ქართველებს არაფერი გვეშველება და ისევ წრეზე წავალთ მოვლენ ისევ ახალი შევარდნაძეები,აბაშიძეები და აშ და ამას ისევ მოჰყვება ახალი სააკაშვილი.ეხლა დაიწყებთ გეი და პედერასტი ამერიკა ევროპაო.თქვენნაირი ხალხი ამაში ეძებთ გამართლებას,მაგრამ ის კი გავიწყდებათ რომ გეები და პედერასტები რუსეთში რომ არიან ისეთი უნდა.შენ თუ გეობა და პედერასტობა არ გინდა ამას ძალით ვერავინ ვერ დაგაწყებინებს,მაგრამ თქვენ ყველაფერი სხვა სიკეთეების დანახვა არ გნებავთ ბატონო და აბა რა უნდა გითხრათ.
Vep1963
06 მაისი 2016 20:37
Gia პატივცემულო.როგორ შეიძლება სააკაშვილი კორუმპირებული არ ყოფილიყო.კომუნისტურ ეპოქა გამოვლილი ,რუსული მმართველობის ქვეშ გამოვლილი კაცი,მითუმეტეს მთავრობაში მყოფი ეს შეუძლებელია მომხდარიყო.ეხლა ვიცი ზვიადისტობის დამაბრალებთ,მაგრამ სამწუხაროდ ზვიადისტი არა ვარ.ამ ეპოქის ორად ორი კაცი ვიცი ვინც კორპირებულები არ იყვნენ.მერაბი და ზვიადი.ჰოდა სწორედ ამ ორ ადამიანს ვუღალატეთ ქართველების უმრავლესობამ,და სწორედ ამიტომაც დსვისაჯეთ.მე რაც შემეხება ზვიადს არ ვეთანხმები იმიტომ ,რომ არ შეიძლებოდა ასე უცებ კომუნისტური რუსეთისაგან გამოთაყვანებული ერის ასე უცებ აჯანყება.მითუმეტეს მაშინ როცა ერის ინტელიგენციის უმრავლესობა რუსულ ყაიდაზე აზროვნებდა. შევარდნაძე და აბაშიძე კი ამ ხალხს თავში ედგა და მათ უკან რუსები იდგნენ.შევსრდნაძე პირსისხლიანი სატანას ,რომელიც ჩვენმა პატრიარქმა გიორგით მონათლა.აბაშიძე მასთან შედარებით კრავია.ორივემ მშვენივრად გაიყვეს ქვეყანა.ასლან ბაბუ აჭარას განაგებდა პატარა მეფრსავით.ედუარდას კი დანარჩენ საქართველოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარდა,რადგანაც იგი რუსებს მიჰყიდა ხელისუფლებაში დარჩენის სანაცვლოდ.ასლანამ მშვენივრად იცოდა ედუარდას აფხაზეთDი რასაც აკეთებდა და სწორედ ამიტომ არ ურჩევდა აჭარიდან ხალხს ომში ჩაბმა.ეხლა Dევწყვეტ და მერე გავაგრძელებ

რედაქტორის რჩევით