"მარგველაშვილმა შესაძლოა, პოლიტიკურ კრიზისამდე მიგვიყვანოს!"
18-04-2016
"მარგველაშვილმა შესაძლოა, პოლიტიკურ კრიზისამდე მიგვიყვანოს!"
"პარლამენტი ფუნქციას აუცილებლად დაკარგავს"

"პრეზიდენტის განკარგულების ძალაში შესვლის შემთხვევაში, ხარჯი მინიმუმ 5 მილიონი ლარით­ გაიზრდება..."


გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება მორიგი გაუგებრობის საფუძველი­ გახდა - 5 აპრილს პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართებოდა, თუმცა საზოგადოებისთვის ამის შესახებ მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად, პრეზიდენტმა­ ოფიციალური აქტი გამოსცა, რაც წინასაარჩევნო კამპანიის 6 თვით ადრე დაწყებას ნიშნავდა. მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ძალაში 8 აგვისტოს შევიდოდა, რითაც საარჩევნო
კოდექსის მთელი რიგი პუნქტები დაირღვა. ამ განკარგ­ულების კონსიგნაციაზე პრემიერმა­ უარი თქვა, პრეზიდენტს შენიშვნები გაუგზავნა და არჩევნების დანიშვნის აქტის გამოცემა ივლისში სთხოვა. თუმცა მარგველაშვილმა განაცხადა: "მაისში გამოვცემ აქტს და საარჩევნო კამპანიაც მაისიდან დაიწყება".

ანა ნაცვლიშვილი, "საია"-ს თავმჯდომარე:
- კანონში ხაზგასმით არის მითითებული, რომ არჩევნების დანიშვნაზე სამართლებრივი­
აქტი გამოქვეყნებისთანავე­ შედის ძალაში.­ შესაბამისად, რას ეფუძნებ­ოდა თავისივე გადაწყვეტილების გადავადების სურვილი, პრეზიდენტმა ვერ დაგვიკონკრეტა. როდესაც აქტი კონტრასიგნაციას ექვემდებარება, პრემიერს უფლება აქვს, ის პრეზიდენტს უკან დაუბრუნოს. გაურკვეველი მდგომარეობიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი პრემიერმა მოძებნა. ამ შემ­თხვევაში ორი მყარი არგუმენტი არსებ­ობდა - პრეზიდენტის გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი გაურკვეველია­ და მეორე - ეს ყველაფერი საარჩევნო პროცესზე უარყოფით გავლენას ახდენს.

- რატომ არ გაითვალისწინა სამართლებრივი გარემოებები პრეზიდენტის ადმინისტრაციამ?

- არ ვიცი, თუმცა ფაქტია - ეს ნაჩქარევი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება იყო, რომელმაც საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო დაამძიმა. მეტიც, შესაძლოა პრეზიდენტ მარგველაშვილის ნაბიჯმა პოლიტიკურ კრიზისამდეც კი მიგვიყვანოს. კანონმდებლობით, თუ მთავრობამ პრეზიდენტის განკარგულება მეორედ უარყო, მარგველაშვილს აღარ ექნება უფლება, მომდევნო 6 თვის განმავლობაში საარჩევნო აქტი პრემიერს წარუდგინოს. ეს კი ნიშნავს, რომ არჩევნების თარიღიც შეიცვლება. შედეგად
შესაძლოა სამართლებრივ ვაკუუმამდე მივიდეთ, რადგან ამასობაში პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილი ვადა ამოეწურება და ფუნქციური აღარ იქნება.

ლადო ასანიძე, ექსპერტი საარჩევნო საკითხებში:
- თუ საა­რ­ჩევნო კამპანია 120 დღით ადრე ჩაინიშნება, სახელმწიფოს დამატებითი ხარჯების მოზიდვა მოუწევს. კერძოდ, წინასაარჩევნო­ პროცესში ცესკო-ს ადმინისტრაციის თან­ამშრომლების, კომისიის წევრებისა და თავმჯდომარეების ხელფასები ორმაგდება,­ რაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის ანაზღაურ­ების გაზრდას არ გულისხმობს - მთელი­ სისტემაა, რომელშიც ასობით ადამიანია დასაქმებული. არაფერს ვამბობ მედიადაფინანსებაზე, წინასაარჩევნოდ პარტიებისთვის დრო ტელევიზიებმაც უნდა გამოყონ.

- რა უჯდება სახელმწიფოს ერთი არჩევნების ჩატარება და რამდენით გაიზრდება ბიუჯეტი პრეზიდენტის­ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში?

- ბოლო პერიოდში, არჩევნებზე 24 მილიონ ლარამდე იხარჯება. 2016 წლის არჩევნებისთვის ცესკო-ს 24 მილიონ 200 ათასი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა პრეზიდენტის განკარგულების ძალაში შესვლის შემ­თხვევაში, ხარჯი მინიმუმ 5 მილიონი ლარით­ გაიზრდება... კიდევ ერთი დეტალი, რა გააკეთონ იმ პარტიებმა, რომლებსაც 4 თვის განმავლობაში წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად საკმარისი ფულადი რესურსი არ გააჩნიათ? ნებისმიერ შემთხვევაში, მმართველი გუნდი შეეცდება საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში იყოს, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა კი ამას ნაკლებად მოახერხებს და შეეცდებიან რესურსები არჩევნების წინა კვირებისთვის შემოინახონ.

- თუ წინასაარჩევნო კამპანია მაისში­ დაიწყო, პარლამენტის მუშაობა როგორ წარმოგიდგენიათ?

- ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ფუნქციას აუცილებლად დაკარგავს. ყველა პარტია შეეცდება თითოეული დღე ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის გამოიყენოს, მით უმეტეს, რომ ამისთვის მყარი არგუმენტიც ექნება. ეს კი ნიშნავს, რომ უამრავი მნიშვნელოვანი კანონის მიღება შეფერხდება და წინასაარჩევნო პროცესს შეეწირება.

არჩილ გამზარდია, ექსპერტი:
- კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს საარჩევნო საკითხები პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ გადაეწყვიტა. ეს საარჩევნო პროცესს გამჭვირვალეს გახდიდა და მარგველაშვილის მიზნებზეც ნაკლები კითხვები გაჩნდებოდა. ამის ნაცვლად, პრემიერის გადაწყვეტილებაზე გიორგი მარგველაშვილი გაჯიუტდა და კავკასიური მენტალობა გამოავლინა - თურმე როგორ შეუსწორეს გადაწყვეტილება პრეზიდენტს. შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას მარგველაშვილი მას უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა, თავად კი მსხვერპლის მანტიას ირგებდა, თუმცა ამას კვირიკაშვილთან ვერ მოახერხებს. ამჟამინდელი პრემიერი წინამორბედზე საკმაოდ აკადემიური და კარგი დიპლომატიცაა, შესაბამისად, მარგველაშვილი უხერხულ მდგომარეობაში თავს თავადვე ჩაიგდებს.

რუსუდან შელია
ალექსანდრე
24 აპრილი 2016 16:37
მომწონდა ეს კაცი და მეგონა რომ მართლა ღარიბაშვილში და ივანიშვილში იყო პრობლემა მაგრამ შევცდი! სათამაშოს რომ წაართმევენ ბავშვს და გაბრაზევბული რომ შუშების მტვრევას იწყებს იმ ბავშვს გავს
ლულუ
24 აპრილი 2016 15:04
პრეზიდენტს მხოლოდ ფულს ანუ ხელფასი აინთერესებს ქართველებისგან, მეტი ჩვენზე არაფერი არ სურს იცოდეს სამსახურით სხვას ემსახურება, მაგრამ ვის ნეტავი?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები