საქართველოში შემოსული გრანტები 1995-2015 წლებში (დოლარი)
საქართველოში შემოსული გრანტები 1995-2015 წლებში (დოლარი)
1995-2015 წლებში საქართველომ სხვა­დასხვა ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან გაცემული გრანტების სახით 2,07 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მიიღო.

ფინანსთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდგომ, უცხო ქვეყნებისა და გაერთიანებების მიერ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარებების შესახებ ინფორმაცია შეაჯამა. როგორც ირკვევა, საქართველოს ყველაზე დიდი თანხა უსასყიდლოდ გადმოეცა 2008 წელს - 392.260.000 აშშ დოლარი. მიღებული გრანტების სიდიდის თვალსაზრისით გამორჩეულია აგრეთვე 2010 წელი - 272.870.000 აშშ დოლარი.
2014 წელს საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 182.140.000 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2015 წელს 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოსთვის გამოყოფილმა უსასყიდლო ფინანსურმა დახმარებამ კი - 129.500.000 აშშ დოლარი.

1995-2015 წლებში უცხო ქვეყნების მიერ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარებების სიდიდით გამორჩეულია ამერიკის შეერთებული შტატები (912.140.000 დოლარი), საერთაშორისო
გაერთიანებებიდან და ორგანიზაციებიდან კი ევროპის კავშირი, კერძოდ ევროკომისია (550.370.000 დოლარი).
hereby
03 მაისი 2016 15:34
გთხოვთ ნუ დაბლოკავთ

"მავანი"-ს
მართალი ხარ!
საკუთარი მიზნის მისაღწევად ამერიკას უღირს რაღაც თანხების გზავნა მათთვის, ვინც მის დავალებებს გადაჭარბებით შეასრულებს.
ამ დროს კი ამერიკის დავალებებში არანაირად არ შედის მთელი საზოგადოების გაძლიერება; პირიქით, რაც უფრო გაღარიბდება ქვეყანა, მით მეტი შანსი ექნება ამერიკას მისი სრული დამონებისა.
ანუ, მაგ ფულებით ხეირობს არა უბრალო ხალხი, არამედ ისინი, ვინც მზადაა გაყიდოს ყველა და ყველაფერი პირადი ხეირისთვის!

"სოლომონ ისაკიჩი"-ს
ისრაელს შეედარე, ჰო.
ეგ მშვიდობისმოყვარე ქვეყანაც გადააჯიშა ამერიკამ, როცა თავის ომებში გამოიყენა და იყენებს.
არადა, ისრაელს სახელმწიფოებრიობა სტალინის ინიციატივით მიენიჭა.(სხვა საქმეა, რა გათვლები ჰქონდა მარშალს)

და კიდევ, მიშას ჯიბეში ჩადინებული ფული მარტო ამერიკიდან არაა, არამედ საკუთარი ბიზნესმენების დარეკეტების შედეგიც არის. დაუმატე ოფშორული მაქინაციები. ჯამურად ეგ თანხა 19 მილიარდზე მეტიცაა. ასე რომ, შენს პროვოკაციას მოკლე ფეხები აქვს.
არაფერს გეუბნება ომის წაგების შემდეგ რუსთაველზე მიშას ღრიალი: "ომი მოვიგეთ. ახლა უფრო მეტად დაგვეხმარება მსოფლიო-ო?"
ანუ, წინსაწარ წასაგებად დაგეგმილი ომი იყო სწორედ ახალი თანხების მოზიდვის საშუალება შენი მიშასთვის.
ნორმალური გზებით შენება არ შეეძლო და სხვათა ფულების დათრევით გაჰქონდა თავი.
ეგ არაა პოლიტკიოსობა, ჩემო კარგო.
პოლიტიკოსი რომ მეხუთედით დაპატარავებულ სამშობლოზე იღრიალებს, ომი მოვიგეო, მისი ფანი როგორ უნდა იყო?
მთავარსარდალი რომ საკუთარ ჯარს ეტვის: გარშემო სნაიპერები სხედან და ერთ წამში ამოგჟუჟავენო, მისი ფანი როგორ უნდა იყო?
თუმცა, მომხრეები ჰიტლერსაც ჰყავდა, ფრანკოსაც, პინოჩეტისაც, მუსოლინსაც და მიშას რატომ არ ეყოლება?
ამქვეყნად სულ იყვნენ და სულ იქნებიან ტვინმრუდენი.(შენ არ გგულისხმობ არამედ ზოგადად ასეა).






სოლომონ ისაკიჩი
03 მაისი 2016 10:57
ისრაელი ყოველწლიურად ამერიკისგან იღებს 3-4 -მილიარდ დოლარს მარტო სამხედრო დახმარებისთვის, ჩვენ კიდევ ის ვარჩიოთ მიშამ როგორ მოიპარა 1.5-მილიარდიდან 19-მლრდ.
ტვინის განძრევაა საჭირო და არა დანძრევა...
მავანი
03 მაისი 2016 09:35
გრანტები!? კაპიკს არავინ არ მოგცემს თუ რაიმე მიზანი არა აქვს მას!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები