საქართველოში შემოსული გრანტები 1995-2015 წლებში (დოლარი)
საქართველოში შემოსული გრანტები 1995-2015 წლებში (დოლარი)
1995-2015 წლებში საქართველომ სხვა­დასხვა ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან გაცემული გრანტების სახით 2,07 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მიიღო.

ფინანსთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდგომ, უცხო ქვეყნებისა და გაერთიანებების მიერ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარებების შესახებ ინფორმაცია შეაჯამა. როგორც ირკვევა, საქართველოს ყველაზე დიდი თანხა უსასყიდლოდ გადმოეცა 2008 წელს - 392.260.000 აშშ დოლარი. მიღებული გრანტების სიდიდის თვალსაზრისით გამორჩეულია აგრეთვე 2010 წელი - 272.870.000 აშშ დოლარი.
2014 წელს საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 182.140.000 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2015 წელს 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოსთვის გამოყოფილმა უსასყიდლო ფინანსურმა დახმარებამ კი - 129.500.000 აშშ დოლარი.

1995-2015 წლებში უცხო ქვეყნების მიერ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარებების სიდიდით გამორჩეულია ამერიკის შეერთებული შტატები (912.140.000 დოლარი), საერთაშორისო
გაერთიანებებიდან და ორგანიზაციებიდან კი ევროპის კავშირი, კერძოდ ევროკომისია (550.370.000 დოლარი).
მკითხველის კომენტარი (10)
hereby
03 მაისი 2016 15:34
გთხოვთ ნუ დაბლოკავთ

"მავანი"-ს
მართალი ხარ!
საკუთარი მიზნის მისაღწევად ამერიკას უღირს რაღაც თანხების გზავნა მათთვის, ვინც მის დავალებებს გადაჭარბებით შეასრულებს.
ამ დროს კი ამერიკის დავალებებში არანაირად არ შედის მთელი საზოგადოების გაძლიერება; პირიქით, რაც უფრო გაღარიბდება ქვეყანა, მით მეტი შანსი ექნება ამერიკას მისი სრული დამონებისა.
ანუ, მაგ ფულებით ხეირობს არა უბრალო ხალხი, არამედ ისინი, ვინც მზადაა გაყიდოს ყველა და ყველაფერი პირადი ხეირისთვის!

"სოლომონ ისაკიჩი"-ს
ისრაელს შეედარე, ჰო.
ეგ მშვიდობისმოყვარე ქვეყანაც გადააჯიშა ამერიკამ, როცა თავის ომებში გამოიყენა და იყენებს.
არადა, ისრაელს სახელმწიფოებრიობა სტალინის ინიციატივით მიენიჭა.(სხვა საქმეა, რა გათვლები ჰქონდა მარშალს)

და კიდევ, მიშას ჯიბეში ჩადინებული ფული მარტო ამერიკიდან არაა, არამედ საკუთარი ბიზნესმენების დარეკეტების შედეგიც არის. დაუმატე ოფშორული მაქინაციები. ჯამურად ეგ თანხა 19 მილიარდზე მეტიცაა. ასე რომ, შენს პროვოკაციას მოკლე ფეხები აქვს.
არაფერს გეუბნება ომის წაგების შემდეგ რუსთაველზე მიშას ღრიალი: "ომი მოვიგეთ. ახლა უფრო მეტად დაგვეხმარება მსოფლიო-ო?"
ანუ, წინსაწარ წასაგებად დაგეგმილი ომი იყო სწორედ ახალი თანხების მოზიდვის საშუალება შენი მიშასთვის.
ნორმალური გზებით შენება არ შეეძლო და სხვათა ფულების დათრევით გაჰქონდა თავი.
ეგ არაა პოლიტკიოსობა, ჩემო კარგო.
პოლიტიკოსი რომ მეხუთედით დაპატარავებულ სამშობლოზე იღრიალებს, ომი მოვიგეო, მისი ფანი როგორ უნდა იყო?
მთავარსარდალი რომ საკუთარ ჯარს ეტვის: გარშემო სნაიპერები სხედან და ერთ წამში ამოგჟუჟავენო, მისი ფანი როგორ უნდა იყო?
თუმცა, მომხრეები ჰიტლერსაც ჰყავდა, ფრანკოსაც, პინოჩეტისაც, მუსოლინსაც და მიშას რატომ არ ეყოლება?
ამქვეყნად სულ იყვნენ და სულ იქნებიან ტვინმრუდენი.(შენ არ გგულისხმობ არამედ ზოგადად ასეა).






სოლომონ ისაკიჩი
03 მაისი 2016 10:57
ისრაელი ყოველწლიურად ამერიკისგან იღებს 3-4 -მილიარდ დოლარს მარტო სამხედრო დახმარებისთვის, ჩვენ კიდევ ის ვარჩიოთ მიშამ როგორ მოიპარა 1.5-მილიარდიდან 19-მლრდ.
ტვინის განძრევაა საჭირო და არა დანძრევა...
მავანი
03 მაისი 2016 09:35
გრანტები!? კაპიკს არავინ არ მოგცემს თუ რაიმე მიზანი არა აქვს მას!
axali info
03 მაისი 2016 00:24
ახალი ინფო: მიშა იმყოფებოდა კიევში რაღაც ღონისძიებაზე.
შენობიდან გამოსული სააკჩენკო-მაკკეინკო-რასსელინკო-კლინტონინკო ჩაჯდა უბრალო "სკოდა"-ში.
85O მეტრის გავლის შემდეგ ეს საერთაშორისო თაღლითი გადაჯდა 7 მილიონ გრივნად ღირებულ ჯიპში.
ანუ, მასების გაცურება სურდა ვითომუბრალოცხოვრებით, მაგრამ არ გაუვიდა.

ჰაკერებმა გაშიფრეს, რომ მიშა თავის გარემოცვის 7O ადამიანს "შავად" უხდის მსხვილ თანხას.
დონბანსში დაინვალიდებული ჯარისკაცებისთვის ბინებისთვის გამოყოფილი თანხიდანაც რა ბინები, რი გარგლი კურკა?
აი ეგაა ის თაღლთი, რომელსაც ზედ ამბრაზურად ეფარებიან ძია სემები, ძია დოლები და გვარამიები.
პოროშენკოზე რაღაც კომპრომატი რომ არ ჰქონდეს სააკაშვილს, აქამდე მოისროდა მას პოროშენკო. მაგრამ ლაყუჩებით უჭირავს ამ გარეკილს პოროშენკო და ამიტომაც ბუზს ვერ უფრენს?

ერთმორწმუნე
02 მაისი 2016 18:18
ეს იმ გარყვნილმა ევროპელებმა და ამერიკელებმა მისცა საქართველოს და ერზტმორწმუნევრყსეთმა რა გამოაგზავნა(ტამკისა და ტყვიის გარდა რათქმაუნდა)ნუთუ ახლაც ვერაფერს ხვდებით რუსეთუმეებო?
ქართველი
01 მაისი 2016 10:32
ჭამას, ყლაპვას,გრიალსა და ჩინოვნიკების უცებ ბიზნესმენ-ბიზნესვუმენებათ გადაქცევას..აი ვის და რას მოხმარდა,და აი რატო უნდა ყველა ნაძირალას სათავეში მოსვლა..
kanti
30 აპრილი 2016 20:51
მიშამ ამ გრანტებიდან კი არ მოტეხა -ალბათ სხვადასხვა არხებიდან.ეს გრანტები კი არასამთავროების ბალახია!ეშმაკს მიეყიდებიან ამ გრანტების გულისთვის!!
koferbilds
30 აპრილი 2016 15:57
მიშამ არ ვიცი რამდენი მილიარდი მიითვისა,მაგრამ რომ ნამდვილად მიითვისა ეს აშკარაა,მისა აჟამიდელი დედამიწის გარშემო უთავბოლო სიარული გადაფრენ-გადმოფრენები,შეხვედრები,ანტიქართული მოქმედებეი,საქმის ჩაწყობები ამერიკაში თუ ევროპაში თავისივე კუდმიჭრილი პოლიტიკოსებთან ვოიაჟები
TAMARI
29 აპრილი 2016 21:48
რას და ვის მოხმარდა ამდენი მილიარდები?
დევიდ იგორ-კიოს ძე კოპერფილდი
29 აპრილი 2016 18:08
ახლა ერთი ეს ფოკუსი ამიხსენით, ამ 2 მლრდ დოლარიდან მიშამ როგორ მოტეხა 19 მილიარდი?!!


რუბრიკის სხვა სიახლეები